x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
კონკურსის ”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018” მეორე ტური დაიწყო
image

დიდი და სახალხო ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ის მეორე ტური დაიწყო. 2 ჟიურის და 3 ხალხის რჩეული - 14 ფინალისტიდან 5 გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური და ხალხი ერთობლივად დაასახელებს. საბოლოო გამარჯვებულები 26 ივნისს დასახელდებიან. რამდენიმე დღის წინ კი 15 ფინალისტი დასახელდა. თუმცა გამარჯვებისთვის ბრძოლა 14-მა კონკურსანტმა გააგრძელა.

კონკურისის ორგანიზატორი გამომცემლობა ”პალიტრაL-ია”, რომლის ვებგვრედზეც ხმის მიცემა მიმდინარეობს. ”პალიტრაL-ის”საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნათია ზაქრაძის განმარტებით, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება.

”გახდი ბესტსელერის ავტორი, ეს არის პლატფორმა მხოლოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც სურს, საკუთარი რომანი ძალიან ფართო საზოგადოებას გააცნოს და წარმატებული სამწერლო კარიერა ჰქონდეს. ჩვენი კონკურსი საფუძველშივე დიდი ექსპერიმენტი იყო იმისთვის, რომ გვეპოვა მიძინებული ტალანტები, თაროზე შემოდებული ნაწარმოებები თუ ექსპერიმენტატორი მწერლები, რომლებიც მოცემული ვადებისა და მდგომარეობის ფარგლებში რომანის წერას შეეჭიდებოდნენ. უკვე მეორე ტური დაიწყო. ხალხის რჩეულებიც გამოიკვეთა, თუმცა გამარჯვებულების გამოვლენამდე 2 კვირაა. საერთო ჯამში კონკურსის ფარგლებში 20 000-მდე უნიკალური ნომრიდან დაფიქსირდა ხმის მიცემა. ეს კი ლიტერატურული კონკურსისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენი ადამიანი შეუერთა დიდ ლიტერატურულ მარათონს. მკითხველის პარალელურად, 2 გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს და თუ ხალხისა და ჟიურის რჩეულები ერთმანეთს არ დაემთხვა, საერთო ჯამში 5 გამარჯვებული გვეყოლება. ჟიურის წევრების ვინაობა კი გამარჯვებულების დასახელებამდე კონფიდენციალურია, ” - განმარტავს ნათია ზაქრაძე.


კონ­კურ­სში ”გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი” მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე მწერ­ლებს შე­ეძ­ლოთ. ეს კი უნი­კა­ლუ­რი შან­სია დე­ბი­უ­ტან­ტი და დამ­წყე­ბი მწერ­ლე­ბის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბა ფარ­თო მა­სებს გა­აც­ნონ.

წელს კონკურსი მეორედ ტარდება და საკმაოდ დიდი აქტივობით გამოირჩევა. ნათია ზაქრაძის განმარტებით, ეს აქტივობა გასული წლის გამარჯვებულების განსაკუთრებული წარმატებით არის გამოწვეული. მათი ნაწარმოებები ამჟამად, გამოცემიდან 6 თვის შემდეგ უკვე ნამდვილ ბესტსელერებადაა ქცეული.

კონ­კურ­სი ”გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი” გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L-ის” ორ­გა­ნი­ზე­ბით, პირ­ვე­ლად გა­სულ წელს ჩა­ტარ­და და 300–მდე კონ­კურ­სან­ტი­დან 4 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და. ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა პი­რო­ბა შე­უქ­მნა რჩე­ულ ავ­ტო­რებს. გა­მარ­ჯვე­ბულ­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ძალიან მა­ღა­ლი ტი­რა­ჟე­ბით გა­ი­ყი­და, რაც პირ­და­პირ გუ­ლის­ხმობს სტა­ბი­ლურ შე­მო­სა­ვალს, ცნო­ბა­დო­ბა­სა დ ააღი­ა­რე­ბას. ამას გარდა, გამარჯვებული ნაწარმოებებით სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობებიც დაინტერესდნენ.

ამჯერად, 2018 წლის კონკურსის ფი­ნალ­ში გა­და­სუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის სიას გთავაზობთ:

  • ნათია ჯაგოდნიშვილი - „ცდუნება“
  • ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „7 მომაკვდინებელი გრძნობა“
  • გვანცა გუბელაძე - „შულამელი გოგოები“
  • მარინედი - „ჯოჯოხეთი არის აქ!“
  • გიორგიდეკანაძე - „რასიტყვისხალხი“
  • დავით ნემსაძე - „შეინარჩუნე ტივი ჩემთან ან გადმოცურე ჩემს ნიადაგზე“
  • ირმა ხარშილაძე - „მანძილი შენამდე“
  • თამთა დემეტრაშვილი - „მეორე სუნთქვა“
  • ანა გელაშვილი - „კამელიები“
  • ქეთი ელიეშვილი - ათი გაჩერება
  • ანი როსებიშვილი - დედას
  • ირმა ელერდაშვილი - „ზენონის და“
  • იაგო თვალაბეიშვილი - „ტრანსმუტაცია“
  • ვახტანგ ვახტანგაძე - „ალაჰი ჩემი მეგობარია“
კონკურსის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვისაც ლიტერატურა აინტერესებს, აუცილებლად გაეცნო ნკონკურსანტების ნაშრომებს და აირჩიონ წიგნი, რომელიც გამოიცემა.

კონ­კურ­სისბმუ­ლი: http://www.palitral.ge/konkursantebi/ii-turi-2018


0
23
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0