x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"მხოლოდ ქართულის" 18 წლის კონკურსანტი, რომელმაც საკუთარი შესრულებით მაყურებელი და ჟიურის წევრები გადარია
image


სოფო ბათილაშვილი პროექტ "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთი კონკურსანტია, რომელმაც პირველ კონცერტზე მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, საკუთარი ინდივიდუალიზმი გამოავლინა და ჟიურისგან უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა (იხილეთ სოფოს გამოსვლის ვიდეო).



სოფო “ Ambebi.ge’’-ს ჟურნალისტს ესაუბრა:

"პირველი კონცერტის შემდეგ რასაც ვგრძნობ, იმას ვიტყვი, ამაყი ვარ ჩემი მეგობრებით, ბავშვებით - ცხრავე მონაწილით. მიმაჩნია, რომ თითოეულ მათგანს კიდევ მეტი შეუძლია და მეტი ფერი აქვს. მიხარია, რომ პროექტიდან პირველ კონცერტზე არავინ წავიდა. მეორე "ლაივზე" დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესი კონცერტი იქნება. ჩემი ნამღერით ძალიან კმაყოფილი არ ვარ. სცენიდან რომ ჩამოვედი, ვიფიქრე, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა. ალბათ ვღელავდი და ამის ბრალია. თუმცა სცენაზე ყოფნით და სიმღერის შესრულებით ვისიამოვნე და ბედნიერი ვარ. საერთოდ, საკუთარი თავისგან ყოველთვის მეტის მოლოდინი მაქვს. მოკლედ, ისეთი გრძნობა დამიტოვა, რომ თითქოს მეტად შემეძლო, რომ მოვშვებულიყავი".



- ვიცი, რომ ბავშვობიდან მღერი...

- როგორც დედა ამბობს, თვეების ვიყავი, რომ რაღაც გაბმულ ბგერებს გამოვცემდი, ღრმა ბავშვობიდან ვმღერი. დედა ვოკალისტია და პატარა ასაკიდან მასმენინებდა მუსიკას, პიანინოზე მიკრავდა და ვმღეროდი. მასმენინებდა კლასიკასაც. მერე ფორტეპიანოზე შემიყვანეს, ექვსწლედი დავამთავრე. მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი. ხან ფოლკლორს ვმღეროდი, ხან - ვგალობდი გუნდში, მაგრამ რაღაც პერიოდში გადავწყვიტე, რომ ქართულად სიმღერა არ მომწონდა. ისეთი მოსაზრებები იყო გარშემო, რომ "ქართული სიმღერა ტეხავს". მართლა მეგონა, რომ ქართული სიმღერა ცუდია, რადგანაც არ მქონდა ინფორმაცია ხარისხიანი ქართულის შესახებ. ეს ნაკლები ინფორმირებულობის ბრალი იყო, მაგრამ ახლა ვმონაწილეობ ამ სტერეოტიპის დამსხვრევაში. რაც პირველ კონცერტზე ვიგრძენი, ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია, აუდიტორიას ვესაუბრებოდი იმ ენაზე, რომელიც ყველას კარგად გვესმოდა. მუსიკაც იყო და ტექსტიც, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს და მივხვდი, რომ "ქართული" ჩემთან უფრო ახლოს არის!



1
111
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
111
  
2018, 5 მაისი, 20:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1