x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
გრანდიოზული კონცერტი ოქტომბერში - Oscar & The Wolf საქართველოში ჩამოდის
image


Monument Events ახალი გამოწვევებით ბრუნდება და მისი ორგანიზებით 12 ოქტომბერს საქართველოში ბელგიური ჯგუფი Oscar& The Wolf კონცერტს გამართავს.


განსხვავებული და უკომპრომისო ხმით Max Colombie r&b, erik sarie-ს სინთი და ინდი ელექტრო გარემოში ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება.

Oscar& The Wolf სწორედ ის ჯგუფია, რომელმაც 3 წელიწადში არნახულ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს მასშტაბით მრავალი მსმენელის ყურადღება მიიპყრო. ბელგიურმა ჯგუფმა 2016 წელს ახალი სინგლის გამოშვებით- “The Game” Sportpale-ის არენაზე ყველა ბილეთი ერთ დღეში გაყიდა.



ღონისძიებას კიდევ ერთი ჰედლაინერი ეყოლება ლიტველი მარიო ბასანოვი, ყველასთვის კარგად ნაცნობი - TEN WALLS, რომელიც უამრავი სიურპრიზითა და განსხვავებული ვიზუალშოუთი დაამახსოვრებს ქართველ მსმენელს თავს.


12 ოქტომბრის საღამოს MONUMENT SOUNDSYSTEM გახსნის, ღონისძიებას შეურთდება EREKLE DEISADZE, ხოლო საღამოს უკრაინელი SMAILOV დახურავს.

Monument Events-ის მიერ ორგანიზებული გრანდიოზული ღონისძიება, 12 ოქტომბერს 22:00 საათზე, თბილისის ელექტროვაგონთმშენებელ ქარხანაში (ცოტნე დადიანის 32) გაიმართება.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ.


კონტაქტი: +995 557 62 77 74 ; +995 599 05 22 50

0
14
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0