x
image
სერგო ჯანაშია
რატომ უნდა გავიკეთოთ წითელი ძაფი მარცხენა მაჯაზე ?

წითელ ძაფს ჩვენ ვხედავთ მეგობრის ხელზე, ცნობილი ადამიანების მაჯაზე . მასზე არც მეზობლები ამბობენ უარს. მაინც რა არის ეს, წითელი ძაფი? - ბედის საიდუმლო ძაფია, რომელიმე საიდუმლო სექტისადმი კუთვნილების ნიშანია თუ უბრალოდ, მოდაა? მოდით ავხსნათ წითელი ძაფის საიდუმლო :

წინაპართა სიბრძნე

თაობიდან თაობას, ასწლეულებიდან ასწლეულებს გადაეცემა წითელი ძაფის ტარების ტრადიცია. ფაქტიურად, ყველა კულტურაში ძველთაგანვე მიაჩნდათ ის ძლიერ დამცველ თილისმად ავი თვალისგან, ჯადოსგან და ნებისმიერი გარე თუ შიდა მტრისგან. ამ ტრადიციის ფესვები საძიებელია ისრაელში, ბრძენი კაბალისტების რიტუალებში, თუმცა მასზე გადმოცემები სხვადასხვა ხალხებში სხვადასხვანაირია.

აქ ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ წითელი ფერი არის ყველაზე ენერგეტიკული ფერი. მისი მფარველია მარსი - ძალებისა და დაცვის პლანეტა .

აქვე გეტყვით იმასაც, რომ წითელი ძაფი უნდა იყოს აუცილებლად შალის. რატომ მაინცდამაინც შალის? აღმოჩნდა, რომ მხოლოდ წითელ და შალის ძაფს შეუძლია კეთილი ზეგავლენა მოახდინოს სისხლის მიმოქცევაზე ძარღვებში, ასევე ჭრილობების შეხორცებაზე, ანთების ჩაცხრობზე და სახსრებში ტკივილის შემსუბუქებაზე. ეს მეცნიერულადაც აიხსნება - შალი სტატიკური ელექტროობის მატარებელია.

ძველი ტრადიციების მიხედვით, ძაფი უნდა შემოიხვიოთ მარცხენა მაჯაზე შვიდჯერ და თითოეულ წრეს თავისი კვანძი უნდა გაუკეთოთ, რომლებიც ასევე შვიდი უნდა იყოს . კაბალისტიკის სწავლების მიხედვით, ადამიანში უარყოფითი ენერგია სწორედ მარცხენა მხრიდან შედის და შესაბამისად, ეს წითელი დამცველი თილისმა ეწინააღმდეგება ამ უარყოფით ენერგიას. ძაფი ხელზე უნდა გაგიკეთოთ ახლობელმა, სუფთა გულის ადამიანმა ან თავადვე შეგიძლიათ გაიკეთოთ და ამ დროს ყველაფერი საუკეთესო უნდა ისურვოთ .

თუ ძაფი გაგიწყდათ ან დაკარგეთ, არ ჩათვალოთ ეს ცუდ, ავის მომასწავებელ ნიშნად. ყველაფერი პირიქითაა - თქვენმა დამცველმა ძაფმა თავის თავზე აიღო ის დარტყმა, რაც უნდა მიგეღოთ თქვენ ავის მსურველებისგან, ბედისწერისგან . მან შეასრულა თავისი ფუნქცია და გაწყდა, ანდა, სულაც დაიკარგა .

მაშ, ასე : ატარეთ წითელი ძაფი და იგრძენით თავი დაცულად.image

2
151
1-ს არ მოსწონს
ავტორი:სერგო ჯანაშია
სერგო ჯანაშია
151
  
ეს არის სტატია მეცნიერებაზე?
0 1 2