x
image
სერგო ჯანაშია
ამერიკელი ასტროლოგი, რომელმაც იწინასწარმეტყველა ტიტანიკის დაღუპვა და პირველი მსოფლიო ომის დაწყება

ევანჯელინა ადამსი 1868 წელს დაიბადა და 1932 წელს გარდაიცვალა. მას თავისი წინასწარმეტყველებების გამო " ამერიკელი ნოსტრადამუსი" შეარქვეს. იმ პერიოდში ასტროლოგია აკრძალული იყო და მიიჩნეოდა როგორც თაღლითობა. ამის გამო ევანჯელინა ერთხელ დააკავეს კიდეც, მაგრამ სასამართლოზე მან მოსამართლეს თხოვა მისი ვაჟის დაბადების თარიღი და საათი, იქვე შეადგინა მისი ჰოროსკოპი და მოსამართლე განაცვიფრა იმ წვრილმანი დეტალების განხილვით, რაც მხოლოდ მოსამართლემ და მისმა ოჯახმა იცოდა. ასე დაამტკიცა ადამსმა თავისი პროფესიონალიზმი. მეტიც, ამ ქალბატონის წყალობით, ამის შემდეგ, ასტროგია არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ დასავლეთ ევროპაშიც კი აღიარეს, როგორც პარამეცნიერება.

ცნობილი მილიარდერი, მორგანი, მისი კონსულტაციების გარეშე ნაბიჯსაც კი არ დგამდა ბიზნესში და ის დიდად უმადლოდა ადამსს იმის გამო, რომ დიდძალი ქონება დააგროვა. ასტროლოგს მთელი ამერიკის და ევროპის ცნობილი ადამიანები, მათ შორის მეფეებიც, თხოვდნენ ჰოროსკოპების შედგენას. მისი საქვეყნოდ ცნობილი წიგნია " ასტროლოგია - თქვენი ადგილი მზის ქვეშ ". მან იწინასწარმეტყველა "ტიტანიკის" დაღუპვა, ამერიკის მეორე მსოფლიო ომში ჩაბმა, პირველი მსოფლიო ომის დაწყება, ინგლისის მეფე- ედუარდ მერვეს გარდაცვალების ზუსტი თარიღი, საოპერო მომღერლის- კარუზოს სიკვდილის თარიღი, დიდი ხანძარი ნიუ-იორკში, სასტუმრო "უინძორში", თავისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი და სხვა.

მასთან კონსულტაციებისთვის მიდიოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ: კარუზო, მერი პიკფორდი, ჯოზეპ კემბელი, იუჯინ ო, ნილი, მორგანი, ინგლისის კარის წარმომადგენლები და ა.შ. ის ასევე უგეგმავდა მის კლიენტებს, მომავალ მშობლებს, როდის ჯობდა ბავშვის ჩასახვა და როდის იყო იღბლიანი პერიოდი, ასევე ურჩევდა უშვილოებს საბავშვო სახლებიდან ბავშვების აყვანისას რისთვის მიექციათ ყურადღება.

მისი წიგნი "ჩვენი ასტროლოგია-ადგილი მზის ქვეშ", ოცდაათჯერ გამოიცა. 1930 წლიდან ევანჯელინა რადიოთი კვირაში სამჯერ გამოდიოდა ასტროლოგიური რჩევებით და მას მსმენელებიდან კვირაში ოთხი ატასამდე წერილი მისდიოდა.

1932 წელს ევანჯელინამ უარი თქვა ლექციების ტურნეზე ამერიკის მასშტაბით, რადგან მიაჩნდა, რომ მას ვერ დაამთავრებდა, რამეთუ მალე მოკვდებოდა. მართლაც, 1932 წლის 10 ნოემბერს, როგორც იწინასწარმეტყველა, აღესრულა გულის შეტევისგან, თუმცა ექიმები მანამდე მცირეოდენ პათოლოგიასაც კი ვერ ამჩნევდნენ მისი მთავარი ორგანოს მუშაობაში.


სერგო ჯანაშია

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:სერგო ჯანაშია
სერგო ჯანაშია
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0