x
ანა მონსი - შეუმდგარი იმპერატრიცა

თანამედროვეთა გადმოცემით ანაძალზე ლამაზი ყოფილა. პეტრესთვის ლამაზმანი გაუცვნია მის მეგობარსა და დამრიგებელსლეფორტს1690 წელს, რომლის საყვარელიც ყოფილა ქალი იმხანად. ამქალბატონს კარგა ხანი ორივე ყვარობდა თურმე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ლეფორტს შეუმჩნევია, რომ პეტრეს და ანას ურთიერთობა უფრო სერიოზულ ხასიათს იძენდა და განზე გამდგარა .

იმ დროს პეტრეს სხვა ქალებთანაც ქონია რომანი, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც მონსი ეყენა თურმე. პეტრემ ქალს პეტერბურგში სასახლე აუშენა, აჩუქა სოფლები, დაუნიშნა ყოველთვიური პენსია ( 708 მანეთი ) და ასევე ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით. მათი რომანი ათ წელს გაგრძელებულა. ქალს რომ ცოტა მეტი ჭკუა გამოეჩინა დედოფლის სავარძელშიც ჩაჯდებოდაო, ამბობდნენ თანამედროვენი.1703 წელს, პეტრეს მიერ მოწყობილი მორიგი ღრეობის დროს, მდინარე ნევაში დაიხრჩო საქსონელი ელჩი, გვარად კენიგსეკი . მის ნივთებში შემდეგ იპოვეს ანა მონსის სასიყვარულო წერილები მისდამი . გამჟღავნდარომ ქალი მოხდენილ საქსონელ ელჩს ყვარობდა თურმე იმ დროს როცა პეტრე ქალაქში არ იმყოფებოდა.

ამ ამბავმა პეტრე გულში ღრმად დაჭრა, შედეგად ანას ყველაფერი ჩამოართვეს, რაც კი პეტრეს უჩუქებია და მათ შორის სასახლე და სოფლებიც, მიუსაჯეს შინაპატიმრობა, მხოლოდ1706 წელს, პრუსიის ელჩის, გეორგ კაიზერლინგის შუამდგომლობის წყალობით, გაათავისუფლეს ანა შინაპატიმრობიდან. ხუთი წლის მერე ის ცოლად სწორედ თავის მხსნელს გაყვა. 1714 წელს შეუმდგარი იმპერატრიცა ჭლექისაგან აღესრულა.

ცნობისათვის : ანა მონსი გახლდათ პეტრეს მეუღლის, დედოფალ ეკატერინას საყვარლის და ანა მონსი
, რომელიც პეტრემ სიკვდილით დასაჯა .

1
114
1-ს მოსწონს
ავტორი:სერგო ჯანაშია
სერგო ჯანაშია
114
  
2018, 6 ივნისი, 11:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1