x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
10 სახეობის გველი, რომელთა მოშინაურება სავსებით შესაძლებელია

დროთა განმავლობაში ხშირდება გველების მოშინაურება. უკვე შეგვიძლია რამოდენიმე გველის მოშინაურება, რომლებსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ...


image





10. გაბონური გველგესლა


image


აფრიკის ტროპიკული ტყეების შხამიანი წარმომადგენელი. გველგესლებრთა ოჯახის ყველაზე მძიმე წარმომადგენელია, გარდა ამისა, შხამიან გველებს შორის ყველაზე დიდი კბილები აქვს. ზრდასრული გაბონური გველგესლის ზომა 123-152 სანტიმეტრს უდრის, გამომდინარე იქიდან, რომ არიან ძალიან მორჩილი ქვეწარმავლები, იშვიათად ფიქსირდება მათ მიერ დაკბენილი ადამიანები. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ გველგესლას ფეხი არცერთ შემთხვევაში არ უნდა დააბიჯოთ.





9. ეგვიპტური გველი


image


ბინადრობენ ძირითადად ფერმებსა და ღია მინდვრებში. არიან ძალიან მორჩილები და მათ მიერ დაკბენილი ადამიანები თითქმის არ მოიძებნება. იზრებიან დაახლოებით 180 სატიმეტრამდე და ცხოვრობენ საშუალოდ 15-20 წელს. ლამაზი ვიზუალით მარტივად იპყრობენ ადამიანთა ყურადღებას, ეგვიპტეში უკვე 1000-ზე მეტ ადამიანს ჰყავს მოშინაურებული ეს გველი.





8. სამეფო პითონი


image


სამეფო პითონი იზრდება 100-150 სანტიმეტრამდე და იწონია 750-1500 გრამს. საშუალოდ ცხოვრობენ 20 წელს, 1 წლის შემდეგ ითვლებიან ზრდასრულები. წარმოვლობით მდინარე ნილოსის დასავლეთიდან არიან. ზომიდან და უშხამობიდან გამომდინარე, სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში შესაძლოა ხშირად ნახოთ მოშინაურებული სამეფო პითონი.




7. რძის გველი



image


ბინადრობენ ეკვადროში, ვენესუელაში, კოლუმბიასა და კანადაში. შეუძლიათ საკუთარი სახეობის ჭამაც, აქედან გამომდინარე აუცილებლად მარტოდ უნდა შეინახოთ. გარე ვიზუალი შედგება წითელი, ყვითელი და შავი ფერებისგან. კანი შედგება კერატინისგან. საშუალოდ 25 წელს ცხოვრობენ, მოსაშინაურებლად იდეალური გველის სახეობაა.





6. Xenodermis javanicus


image


ამ სახეობის გველები ძირითადად ბაყაყებით იკვებებიან. მათი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, უმეტესად ამ რეგიონში ბინადრობენ. გარდა ბაყაყებისა, ისინი სხვა ქვეწარმავლებითაც იკვებებიან, ბაყაყების შემდეგ, უპირატესობას ხვლიკებს ანიჭებენ. ამ სახეობის გველები მხოლოდ ორი ფერისა გვხვდებიან: შავი და ნაცრისფერი.





5. ხის მწვანე პითონი


image


პითონების ოჯახის წარმაომდგენელის მაქსიმალური ზომა 220 სანტიმეტრია. ძირითადად ბინადრობენ ხეებზე, თუმცა საკვების მოსაძებნათ ხმელეთზეც უწევს ხოხვა. სამწუხაროდ მწვანე პითონები გადაშენების პირას დგანან.





4. უსინათლო გველი


image


ბინადრობენ თურქეთში, ავღანეთში ირანსა და კავკასიურ ქვეყნებში. გველებს შორის ყველაზე უსაფრთხო სახეობაა. საშუალო ზომა 25 სანტიმეტრია, თუმცა 35 სანტიმეტრიან უსინათლო გველსაც შესაძლოა წააწყდეთ. ექსპერტთა ჯგუფების მტკიცებით, ეს ქვეწარმავალი გველების სახეობას არ ეკუთვნის, თუმცა გველების ოჯახის წარმომადგენლები არიან ამ ეტაპზე.




3. ყვითელი გველი


image


როგორც სახელიდან მიხვდით, ყვითელი ფერისაა, რომელსაც ამშვენებს თეთრი კოპლები. საშუალოდ იზრდებიან 230 სანტიმეტრამდე და იკვებებიან მღრღნელებით. ყვითელი გველები შხამიანები არიან. სახეობა გადაშენების პირას დგას, როგორც ცნობილია, ტურისტები ხშირად იჭერენ ამ გველს და მიჰყავთ საკუთარ ქვეყნებში.





2. ალბინო რუთვენის მეფე გველი


image


საშუალოდ 36 სანტიმეტრამდე იზრდებიან და 20 წლამდე ცოცხლობენ. იკვებებიან საკუთარი სახეობითაც, თუმცა ადამიანების მიმართ არ არიან აგრესიულები.





1. შავი მამბა


image


და ბოლოს... ალბათ ყველასთვის მოულოდნელი გველის სახეობა, რომელიც ამ ჩამონათვალში მოხვდა. წარმოუდგენელია, მაგრამ შავი მამბას მოშინაურება სავსებით შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მას წამებში ათობით ადამიანის მოკვლა შეუძლია. საშუალოდ 2-4 მეტრამდე იზრდებიან და ბინადრობენ აფრიკულ ქვეყნებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სახეობის გველის მოშინაურება და გამოკვება საკმაოდ რთულ პროცებსთან არის დაკავშირებული, თუმცა კაცობრიობას ყოველთვის შეუძლებელის შეძლება სურს, აქედან გამომდინარე აფრიკულ ქვეყნებში 2014 წლიდან დღემდე 100 ზე მეტი შავი მამბა მოიშინაურეს.


imageimageimage











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. "ამის მერე როგორ მქონდეს ჩემი სახელმწიფოს იმედი, რომ ძალადობისგან დამიცავს!!" - ინგა გრიგოლია

2. სვანიძის ქუჩაზე ნაპოვნი ცხედარი, შესაძლოა 13 ივნისის სტიქიისას გარდაცვლილს ეკუთვნოდეს

3. მის საოცარ თვისებებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს - სპირულინა

4. “ახლა გამოდით რომელიმე და მითხარით, რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ, ” – ხათუნა პაიჭაძე

5. მისტიური ადგილები ჩვენს პლანეტაზე - "ეშმაკის სამკუთხედები"

6. ლეგენდა ბრუნდება - ბეჭდების მბრძანებელი 5 სეზონით!

7. კუნძული ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ!

8. თუ თქვენი შინაური ცხოველი ამას აკეთებს, აუცილებლად გამოიძახეთ ვეტერინარი









9
2500
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2500
  
2018, 16 ოქტომბერი, 7:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 1 ივლისი, 11:09
:D აი შენ რა გითხარი... ვითომ გეშინიათ ამ ქალებს ამ გველების :D:D:დ
2018, 1 ივლისი, 11:08
არ ვიცი, ბოლო რომელია. არცერთი არ მინახავს :დდდდ
თვალდახუჭულმა დავალაიქე.
2018, 1 ივლისი, 11:04
ბოლოტი
2018, 1 ივლისი, 9:13
რომლით დავიწყო, ვფიქრობ :დდდდ
2018, 1 ივლისი, 0:02
გამიკვირდა :D
2018, 30 ივნისი, 21:41
სიამოვნებით მოვიშინაურებდი რომელიმეს ^^
2018, 29 ივნისი, 19:29
გაიხარე ძმა ;)
2018, 29 ივნისი, 18:45
მაგარი სტატიები გაქვს :)
0 1 9