x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შეგიძლიათ, იპოვოთ ამ სურათზე ყველა სამეცნიერო შეცდომა?
image


1928 წლის სექტემბერში მეცნიერება და გამოგონებ-ის რედაქციამ

მკითხველს თავსატეხი გაუჩინა და მისცა შანსი ეპოვა ყველა სამეცნიერო ( 48 ) შეცდომა თავიანთი ჟურნალის გარეკანზე. თუ მკითხველი ყველას იპოვნიდა, 500 დოლარს მოიგებდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ ფულს, მაგრამ შეგვიძლია მოგცეთ შანსი გაიგოთ რამდენად გაქვთ დაკვირვების მეცნიერული უნარი. თქვენ შეიძლება იყოთ პირველი ადამიანი, რომელიც იპოვის ყველა შეცდომას.


image



ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ სურათზე არსებობს შეცდომები ყველა სამეცნიერო სფეროდან, მაგალითად: ასტრონომია, მეტეოროლოგია, ჰიდრავლიკა, ოპტიკა და ფიზიკა.

ყურადღებით დაათვალიერეთ ილუსტრაციის ყველა ნაწილი და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამდენად ლოგიკურია ისინი?

თუ გსურთ შეამოწმოთ თქვენი ვარაუდები, ნახეთ ფოტოს ალოგიკური დეტალები:


image



პასუხები:

image

1. ხალხისა და საგნების ჩრდილები განსხვავებულია.
2. ქარი არ უცვლის პოზიციას სიგარეტის კვამლს.
3. ელვა არ მოდის ღრუბელიდან.
4. ელვა უნდა მოხვდეს უმაღლეს ობიექტს - გვერდითა კოშკის წვერს.

image

5. ელექტროგადამცემი ხაზები არაფერთან არაა დაკავშირებული.
6. მზის საათი არ მუშაობს სწორად.
7. სახლები ძალიან განსხვავებულია ზომით: მარჯვენა მხრიდან სახლი ძალიან დიდია, ხოლო მარცხენა სახლი ძალიან პატარა. მასშტაბი არასწორია.
8. ნიშანში ნათქვამია, რომ ნიუ–იორკი დასავლეთითაა, მაგრამ ნიშანი აჩვენებს აღმოსავლეთს

image

9.თქვენ ხედავთ ადგილს, სადაც ცისარტყელა ეხება წყალს.
10. მთვარე უნდა იყოს მეორე მხარეს.
11. მზე ჩრდილოეთიდან არ ამოდის.
12. ამინდის ნიშნულზე დედამიწის კუთხეები არეულია.

image

13. ქოლგის ქვეშ მჯდარ მამაკაცს არ აქვს სავარძელი.
14. ძაღლი უცნაური გზით დადის.
15. წყალზე მზის ასახვა არ არსებობს.
16. ცისარტყელის ფერის თანმიმდევრობა არასწორია.

image

17. წვიმის კვალი არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ცისარტყელა არსებობს.
18. შადრევანი წყალი პირდაპირ ეშვება. შეუძლებელია.
19. ქარი გავლენას არ ახდენს შადრევანში არსებულ წყალზე.
20. მანქანას წინა მხარეს აქვს მილიდან გამონაბოლქვი.

image

ეს სია არ შეიცავს ყველა შეცდომას. შეგიძლიათ იპოვოთ დანარჩენი?

2
2220
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
2220
  
2021, 9 ივლისი, 21:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 მარტი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2