x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ თქვენი შინაური ცხოველი ამას აკეთებს, აუცილებლად გამოიძახეთ ვეტერინარი
თუ თქვენს ბინადარს თავი კედელზე აქვს მიდებული და ასე იმყოფება დიდი ხნის განმავლობაში, მას სერიოზული ჯანმთელობის პრობლემა აქვს და აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს. ამ ქცევას ეწოდება "თავის მიბჯენა" ("head pressing"), ამ დროს ცხოველები რაიმე მყარი ზედაპირისკენ არიან თავით მიბჯენილები დიდი დროის განმავლობაში. ეს საქციელი შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის ტვინის დაავადებამ, ნერვიული სისტემის დაზიანებამ და ა.შ. აუცილებელია ამ შემთხვევის დროს თქვენი ძაღლი, ან კატა დროულად წაიყვანოთ ვეტერინართან.


image


პროფესიონალი ვეტერინარი, ექიმი კიმ სმიტი საგანგებოდ აფრთხილებს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ჰყავს შინაური ცხოველი და ეს ცხოველები თავს კედელზე ან რაიმე მყარ ნივთიერებაზე აბჯენენ.


პროფესიონალი ვეტერინარის თქმით, შინაური ცხოველების ამგვარ საქციელს იწვევს ღვიძლის ენცეფალოპატია - ეს არის ღვიძლის დაავდება, რომელიც წარმოადგენს მეტაბოლურ დაავადებას.



image


რა იმალება ამ უცნაური საქციელის მიღმა? - ღვიძლი, ნორმალურ პირობებში სისხლიდან მავნე ნივთიერებებს უნდა დევნიდეს. მაგრამ როდესაც ღვიძლი ვერ ახერხებს სწორად მუშაობას, სისხლში ამიაკის და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება ხდება, რამაც შეიძლება სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები გამოიწვიოს. თავის მიბჯენა არის დაავადების გამოვლენის ერთ-ერთი მეთოდი.


image


გარდა ღვიძლის პრობლემებისა, თავის მიბჯენა შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგ პრობლემებმაც:


* პროენცეფალური დაავადება (რომლის დროსაც ზიანდება თავის ტვინის წინა ნაწილი და თალამუსი)

* სიმსივნე (ტვინის ან თავის ქალის).

* მეტაბოლიზმის დარღვევა, როგორიც არის ჰიპერ ან ჰიპონატრიემია (ნატრიუმის დიდი ან მცირე რაოდენობა სისხლის პლაზმაში).

* ენცეფალიტი (თავის და ზურგის ტვინის ანთება). ბევრ მიზეზს შეუძლია ენცეფალიტის გამოწვევა. მათ შორის: ბაქტერიას, ვისურსს, პარაზიტებს, სოკოს და ტკიპებით გადაცემულ დაავადებებს.

* ნერვული სისტემის ინფექცია (ცოფი, პარაზიტები, ბაქტერია, ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია).

*თავის ტრავმა.


image


თუ შეამჩნევთ თქვენს ბინადარს მსგავს ნევროლოგიურ პრობლემებს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რადგან დაავადება სერიოზულია და შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. აქედან გამომდინარე, თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენს მოშინაურებულ მეგობარს შეუნარჩუნოთ სიცოცხლე.










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. კუნძული ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ!

2. ინციდენტი ისანში - ეს პოსტი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

3. 10 ძალიან საინტერესო ფაქტი ბრიუს ლის შესახებ

4. ჩვენთვის ცნობილი სუპერ გმირები, დუბლიორებთან ერთად...

5. ილუსტრაციებით გადმოცემული ურთიერთობის ამსახველი სიტუაციები, განელი ილუსტრატორიგან!

6. სექსუალური ცეკვის გამო, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეაში აკრძალული მუსიკალური კლიპები!

7. სარალიძე ჩაგრავდა თანასკოლელებს და დანარჩენებმა მიიღეს საშინელი გადაწყვეტილება" - ლალი მოროშკინა

8. ლეგენდა ბრუნდება - ბეჭდების მბრძანებელი 5 სეზონით!


1
559
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
559
  
2019, 9 იანვარი, 7:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1