x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ატმის კურკა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

დავიწყოთ ატმით! ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ატმის სამშობლო ჩინეთია. ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიშია გამოყვანილი. მცენარეებიდან ყველაზე მეტად ენათესავება ნუში, რომლისგანაც ძირითადად განსხვავდება ნაყოფით. ატმის ხე ან ბუჩქი იზრდება 7-8 მ-მდე, ფოთოლი ლანცეტისებრია, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია, ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა სიმსხოსია, წონით 250 გ აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავი ან საპობია, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალოა. იგი შებუსული ან გლუვია (ვაშლატამა). ატამის შეიცავს ორგანულ მჟავებს: ვაშლის, ღვინის, ლიმონის მჟავებსა და კალიუმის, ფოსფორის, მანგანუმის, სპილენძის, თუთიისა და მაგნიუმის მარილებს. მდიდარია С, Е, К, РР, В ჯგუფის ვიტამინებითა და კაროტინით. მის შემადგენლობაში, ასევე, შედის პექტინები და ეთერზეთები. მცენარის მხოლოდ რბილობი კი არა, კურკაც უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა - ის შეიცავს ნუშის მწარე ზეთს და ცნობილ ვიტამინ В17-ს. ამის გამო, ატმის კურკა აქტიურად გამოიყენება საკვებ და კოსმეტიკურ წარმოებაში.


საქართველოში დარაიონებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის ხალხური სელექციით შექმნილი საკონსერვო და სუფრის მსხვილნაყოფიანი, მკვრივხორციანი სახრავი ჯიშებია: ხიდისთაური - ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი - ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო კახური თეთრი, გავაზური, ხირსული.


image


ახლა ვისაუბროთ ატმის კურკაზე! პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ძალიან სასარგებლოა! განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს საჭმლის მონელების სისტემასა და კუჭის ტკივილებზე!


image


არეგულირებს ნაწლავის მოძრაობებს. ეფექტურია, ხველების საწინააღმდეგოდაც. რამოდენიმე საუკუნის წინ, ატმის კურკას ინტენსიურად იყენებდნენ კბილის ტკივილის საწინააღმდეგოდ.


image


ამ სასარგებლო კურკას კიდევ რა შეუძლია? თუ გაინტერესებთ ბოლომდე წაიკითხეთ!


კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის გასწავლით განსაკუთრებულ და საკმაოდ ეფექტურ მეთოდს - აიღეთ ატმის კურკა, დაჭყლიტეთ და შემდეგ ერთ კოვზ თაფლთან ერთად მიირთვით! შედეგს თავად ნახავთ! 100% დატესტილია!


image


ხველების პრობლემა გაქვთ?


თუ შეგაწუხათ ხველებამ, მაშინ ატმის კურკას გამოაცალეთ გული, აადუღეთ და დალიეთ!


imageimageimageimageimage


მიირთვით! ნუ შეშინდებით! უარყოფითი თვისებები საერთოდ არ გააჩნია! გისურვებთ ჯანმრთელს და ბედნიერ ცხოვრებას!







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

1
7150
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
7150
  
მხოლოდ ხალხური სელექციით შექმნილი არა.
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პოპულარული, გემრიელი და არომატული ატმების ავტორები არიან ვასილ ბესტავაშვილი და ვაჟა კვალიაშვილი. "ბესტავაშვილი"-ს ატამი, გარდა უნიკალური ჯიშობრივი თვისებებისა, გამოირჩევა კუკრკის ტკბილი გულით.მათი ატმებია წედისური სახრავი, წედისური საპობი, მარია ჯორჯანა, წედისური – თეთრი, ყვითელი, წითელი, გორის ყვითელი, ნუგურა, ატენური ყვითელი, ალექსანდრეს იუბილე, ლალება, ყვითელი საკონსერვო, ალმურა, იუბილე 60 და სხვ. ყველასთვის ცნობილი "ზებრა" ატამად შერქმეული სინამდვილეში არის "ვაჟური". ბრტყელი ატამი, ზოგი ხინკალას რომ ეძახის, ზოგიც ლეღვატამას - სინამდვილეში არის "ხაჭაპურა". ეს ატმები სსრკ-ის დროს არის გასული სხვა რესპუბლიკებში და ქვეყნებში. დღეს აღარ ახსოთ არც მათი ნამდვილი სახელები და არც ავტორები. ხან სომხურ ატმად შემოდის, ხან აზერბაიჯანული, ხან ირანული და ხან თურქული. სინამდვილეში კი ბედკრული საქართველოს...
ვასილ ბესტავაშვილი იყო პირველი ქართველი მეცნიერ-სელექციონერი. მან შეაყვარა და შეასწავლა პატარა ვაჟა კვალიაშვილს, თავის შვილიშვილს, მიწა და ხეხილი. ერთად მუშაობისას, გარდა ატმისა, შექმნეს ყურძნის მრავალი სასუფრე და საღვინე ჯიშები. ყურძნის ჯიშებიდან აღსანიშნავია "ბესტავაშვილის თეთრა" და "გორული თეთრი".
0 1 1