x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ხურტკმელი - არის ხურტკმელისებრთა ოჯახიდან. ხურტკმელი 1 მეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, 3-5 ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის - 1-5 სმ სიგანის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე არსებული ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია.


image

ბუსუსებიანი ყვავილები მომწვანო ან მოწითალოა და ფოთლების იღლიებში თითო ან წყვილ-წყვილადაა განლაგებული. 1, 5 სმ-მდე სიმსხოს ნაყოფი ელიფსური ან მრგვალია, მომწვანო, ყვითელი ან მოწითალო შეფერვით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელი ნაყოფებიც გამოიყენება.


image


მცენარე კარგად იტანს გვალვას და სიცივესაც. სინათლის მომთხოვნია. კულტივირებულია ფართოდ, მრავლდება თესლით და ვეგტაციურად - კალმებით, ბუჩქის დაყოფით, ძირკვის ამონაყარს უხვად ინვითარებს.


image


ხურტკმელი არის ძალიან მარტივად გასაზრდელი და მოსავლელი მცენარე. ამასთან ერთად გამოირჩევა უამრავი სარგებელით. კავკასიის მხარეში მას ასევე ხურტკმელის ყურძენსაც ეძახიან. არის ძალიან სასარგებლო და გასაკუთრებულ გემოს ატარებს. მომწიფებას იწყებს ივნისის თვიდან.


image


ხურტკმელი შეიცავს საკმაო ოდენობით A, B, C და E ვიტამინებს. ასევე მდიდარის კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით, მანგანუმით და რკინით.


image


ხურტკმელა წნევას ამცირებს! ამავდროულად ძალიან ეფექტურ ინსტრუმენტად გამოიყენბა გულის სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ. ასევე ასუფთავებს სისხლს ტოქსინებისგან და ამცირებს ქოლესტერინს.


image


ხურტკმელა ორგანიზმში ქმნის საფაღარათო ეფექტს, რაც ნაწლავების საქმიანობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, მას აქვს შარდმდენი და ნაღვლის ბუშტის წმენდის განსაკუთრებული თვისებები.


image


ხურტკმელას ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება არის, კიბოს უჯრედების წინააღმდეგ გამოყენებული ნარკოტიკული წამლებისგან გამოდევნილი მავნე ნივთიერებების დაიგნორება და განადგურება.


image


ხურტკმელა ეფექტურია მენსტრუაციის და გაჭიანურებული მენოპაუზის სისხლდენის

დროსაც. იგი დადებით გავლენას ახდენს ამ ორ უკანასკნელ მოვლენაზე.


სცადეთ ასევე ხურტკმელას ფოთლის ჩაიც. ნამდვილად სასიამოვნო არომატის მატარებელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოგეწონებათ.


image


ხურტკმელას ჩაი ეფექტურია ანთებითი რევმატიზმის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების და

ხერხემლის ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ.


ხურტკმელის ნაყოფი პოპულარულია ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ. ხალხური მედიცინა მასვე იყენებს კუჭსასაქმებლად შარდ და ნაღველდამდენ საშუალებად. საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.


image


და ბოლოს... არ დაგავიწყდეთ, თუ თავის ტკივილები შეგაწუხებთ, მაშინ მიირთვით ხურტკმელა!!!


image








სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

9
12225
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
12225
  
2016, 26 ივნისი, 20:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 22 ივნისი, 12:20
ვერა
2016, 22 ივნისი, 12:11
ვერ მივხვდი
2016, 22 ივნისი, 11:49
რა გაგებით?
2016, 21 ივნისი, 20:49
მადლობა ჩემო ტკბილო
2016, 21 ივნისი, 20:18
თავიდან მეგონა Смородина-ზე (ქართულად "მოცვი") იყო საუბარი, მაგრამ ეს სხვა რამ ყოფილა. ხურტკმელი არ ვიცი, არ გამისინჯავს, მაგრამ მოცხარი კი სოფელში ჩვენც ბევრი გვქონდა, ძალიან ლამაზია... გემოსი კი რა მოგახსენოთ, ვისაც მჟავე უყვარს მოეწონება :) ბრავო, ალექს ამ სასარგებლო-გემრიელ-ლამაზ სტატიისთვის :)
2016, 21 ივნისი, 19:44
აჰამ ^–^
2016, 21 ივნისი, 19:41
ამის შემდეგ გეცოდინებააა
2016, 21 ივნისი, 19:38
როგორ მიყვარდა...მახსოვს პატარა რომ ვიყავი ბებოს ჰქონდა და მასთან რომ მივდიოდი შევექცეოდი ხოლმე....თუმცა სახელი დღემდე არ ვიცოდი
0 1 9