x
მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ადგილთან ახლოს, სამართალდამცავებმა „ჰონდას“ მარკის ავტომობილი გაჩხრიკეს, დალუქეს და ავტოსადგომზე გადაიყვანეს

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტის საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა „ჰონდას“ მარკის ავტომობილი გაჩხრიკეს.

image


როგორც შსს-ში აცხადებენ, ვის ეკუთვნის ავტომობილი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ავტომობილი დაილუქა და მისი ავტოსადგომზე გადაყვანა მოხდა.

ავტომობილი, რომელსაც ჩხრეკა ჩაუტარდა, დაახლოებით იმ ტერიტორიაზე იდგა, სადაც გუშინ მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დრომდე საქმეზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0