x
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

image

28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა იუწყება, საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. 28 ივნისს კი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 40 გრადუსს მიაღწევს. თვის ბოლომდე ტემპერატურა აიწევს ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34–39 გრადუსამდე იქნება. შესაბამისად, ტემპერატურა დღისით მოიმატებს ქვეყნის მთიან რეგიონებშიც.

თვის ბოლომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში შესაძლებელია სეტყვაც.

თბილისში თვის ბოლომდე ღამის საათებში ასევე შესაძლებელია იყოს მცირე ნალექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით კი 36–38 გარუსი იქნება.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0