x
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

image

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. არეულობა მოხდა ქაშუეთის ეკლესიასთან, მას შემდეგ, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს სამართალდამცველების მანქანებში დაეძებდა.
სამართალდამცველებმა პარტიის წევრებს რამდენიმე გაფრთხილება მისცეს, მოცილებულიყვენენ ავტომობილებს, თუმცა პარტიის წევრებმა სამართალდამცველების გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. არსებული ინფორმაციით, სხვა პირებთან ერთად, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0