x
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას დაშავებული ორი ჩვილი გარდაიცვალა

image

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ.
შეგახენებთ, რომ ავარიაში ერთი ოჯახის 5 წევრი მოყვა, საიდანაც 3 დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ბათუმი, ჩაქვში შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

1
153
1-ს მოსწონს
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
153
  
2018, 14 ივლისი, 17:05
აღარ ვიცი რამდენი უბედურება უნდა იყოს ცუდი მაგალითი ამ ხალხისთვის, რომ სიჩქარეს ოჯახი არ ამოაწყვეტინონ?
0 1 1