x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78768
  • ვიდეო:331490
  • სურათი:435439
10 ფრაზა, რომლებიც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს ( II ნაწილი )

image


1. "სჯობს ერთხელ აენთო და დაიფერფლო, ვიდრე მთელი ცხოვრება კვამლი გახრჩობდეს" / კურტ კობეინი /


2. "ვინც მწვერვალებს ელტვის, ჯერ უფსკრულში უნდა ჩავიდეს." / გუსტავ მაირინკი /


3. "ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი." / გაბრიელ გარსია მარკესი /


4. "დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება." / მიხეილ ჯავახიშვილი /


5. " ბრბოს უყვარს, ყველანაირი უბედურება ერთ კონკრეტულ ადამიანს დააბრალოს." / ტაციტუსი /


6. "არასდროს არ არის ქალი ისე ძლიერი, როგორც დამარცხების შემდეგ." / ალექსანდრე დიუმა /


7. "შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის!" / ჭაბუა ამირეჯიბი /


8. ""ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ მიეცით საშუალება რომ ანათოს" / სოკრატე /


9. "ეგოიზმი ის კი არ არის, როგორც თქვენ გინდათ, ისე იცხოვროთ, არამედ სხვებმა რომ იცხოვრონ და იაზროვნონ ისე, როგორც თქვენ გინდათ.". / ოსკარ უაილდი /


10. “იყო თავისუფალი არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხების და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ, ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის.” / ნელსონ მანდელა /


0
185
2-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0