x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78768
  • ვიდეო:331490
  • სურათი:435439
ქართველმა ქალმა ისლამი პირდაპირ ეთერში მიიღო

image

ქართველმა ქალმა, ნანა ახალაიამ, თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ისლამი პირდაპირ ეთერში მიიღო. ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს მე მიყვარს ისლამი I Love Islam . ვიდეოს გავრცელების შემდეგ ნანა ახალაის მიმართ უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა. მეტიც, სოციალურ ქსელში ზოგიერთი ქართველი მომხმარებელი ისლამური რელიგიის მისამართით დისკრიმინაციულ განცხადებებსაც ავრცელებს.


"ალაჰის სახელით ჩემს წინაპრებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ... ალაჰის სახელით წამებულ აჭარლებს გულები ამოუღეს და ქედის ერთ-ერთი ეკლესიის სამრეკლოში ზარზე ჩამოკიდეს... მას შემდეგ ამ სოფელს გულები ეწოდება. ალაჰის სახელით მიწასთან გაასწორეს ეკლესიები აჭარაში ( ღვთის სასწაულით სხალთის ეკლესია მათ ხელს გადაურჩა)...ალაჰის სახელით გაამუსლიმანეს აჭარა, რომელთა დედებიც ჩადრებში მალავდნენ ხატებს, ჭადზე ჯვარს სახავდნენ, ღვინოს ჩუმად წურავდნენ, ქართულს ინახავდნენ შთამომავალთათვის. აჭარლებმა რჯული განაგდეს, ოსმალებს მათი ოჯახი რომ არ წაებილწათ მათი უჯიშო თესლით, ჯიში ამჯობინა აჭარელმა სჯულს... ვერ განვსჯი მე დღეს მათ, რთულია უყურო, როგორ გიუპატიურებენ ოჯახის წევრებს, როგორ ხდიან მათ წამებით სულებს... წლების შემდეგ კი შენ რას აკეთებ, რააას?! შენ, აჭარელო, ქართველო თხემით ტერფამდე, ჩხავერის დამწურავო, ოჰოი ნანას გულში მთქმელო, ქრისტიანობის აკვანო საქართველოსი... რას აკეთებ დღეს შენ? წინაპარს მწარე ცრემლით ატირებ იმ ქვეყნად და ეთაყვანები სატანის მოძღვრებას, სიბნელეს, მტრის სჯულს?! შენ აღარ ხარ ამის შემდეგ ქართველი და ვერც განდაგანით, ვერც ოჰოი ნანას ძახილით, ვერც ჩხავერით ვეღარ დაამტკიცებ ქართველობას ვერასდროს!!!" - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.



1
291
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
291
  
19 ივნისი, 11:40
და ეს ქალი რატომაა ქართველი?
0 1 1