x
image
გემი დალანდი
8 თვისება,რომელიც გამდიდრებაში გიშლით ხელს
image

გამდიდრებაზე ბევრი ოცნებობს, მაგრამ იშვიათად თუ აღწევენ წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შრომობენ, ეკონომიას აკეთებენ და საკუთარ თავს ბევრ სიამოვნებასაც აკლებენ. საბოლოოდ კი, ერთ ადგილს ტკეპნიან.

ხშირად, წინსვლაში ფსიქოლოგიური ბარიერები გვიშლიან ხელს. სწორედ ამ აზრობრივ ხაფანგებზე მოგითხრობთ ამ სტატიაში, რომლებიც გამდიდრების საშუალებას არ გვაძლევენ.


1. ფიქრობთ, რომ სწავლა მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა


imageმხოლოდ ჭკვიანმა ადამიანმა იცის, რომ არაფერი არ იცის.ჩვენ იმისთვის ვცხოვრობთ, რომ ყოველ დღე რაღაც ახალი ვისწავლოთ. მეტი ცოდნა მეტ შესაძლებლობებს ნიშნავს, განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში, როცა ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება და იხვეწება.


2.მუშაობთ ბევრს და დატვირთვით

imageთქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ დასვენების დღეებზე და დღეში 20 საათიც კი იმუშაოთ, მაგრამ თუ თქვენს ძალისხმევას შედეგი არ მოაქვს, დროა ტაქტიკა შეცვალოთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. კრიტიკულად შეხედეთ თქვენს სამსახურს, განიხილეთ კონკურენტების შემოთავაზებები, გაიარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომ უფრო მაღალანაზღაურებად ადგილზე გქონდეთ პრეტენზია.


3.ყოველთვის ამბობთ-“დიახ"

imageწამრატებული ადამიანები ხშირად ამბობენ “არა"-ს. ისწავლეთ პრიორიტეტების განსაზღვრა.ისწავლეთ არას თქმა და ნუ შეგეშინდებათ, რომ ეს ვინმეს არ მოეწონება. მთავარია, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოთ ყოველთვის.


4.გეშინიათ შეცდომების და ყველაფერს აკონტროლებთ

imageშეცდომები აუცილებელი და გარდაუვალია. შეცდომებზე ვსწავლობთ.არ იმოქმედოთ პრინციპით “სხვა ვინ იზამს, მე თუ არ გავაკეთე". დაყავი და იბატონე-გაცილებით ეფექტური სისტემაა. მოძებნეთ პროფესიონალები და ენდეთ მათ.


5.გამუდმებით აკეთებთ ეკონომიას

imageაი, სწორედ ასეთი ქცევა იწვევს სიღარიბეს. თუ თქვენ კაპიკებზე ფიქრობთ, მილიონებზე ვეღარ იფიქრებთ.უბრალოდ, არ გამოგივათ ერთის მასშტაბიდან მეორეზე გადახტომა.არ უნდა გეშინოდეთ ფულის საკუთარ თავში, ცოდნაში და ბიზნესში დაბანდების. მხოლოდ ინვესტიციებს მოაქვთ დივიდენდები.


6.პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვამთ ფრაზას-“კლიენტი ყოველთვის მართალია"

imageშეეცადეთ კლიენტს ყოველთვის სრულფასოვანი და კარგი მომსახურება გაუწიოთ, მაგრამ თუ გაქვთ საშუალება, შეეცადეთ თავიდან აირიდოთ ისეთ კლიენტებთან ურთიერთობა, რომლებიც თქვენს დროს ფუჭად ხარჯავენ და ნერვებზეც მოქმედებენ.არ ღირს მათზე თქვენი რესურსის დაკარგვა, რომელსაც სხვა, უფრო სასარგებლო საქმეში დახარჯავდით.


7.გამუდმებით ცდილობთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას

imageმთავარია იყოთ და არა-გამოჩნდეთ. ბევრი წამრატებული ადამიანი არ ცდილობს ამის დამტკიცებას. მოიძიეთ ინტერნეტში, თუ როგორ ცხოვრობენ მდიდარი ადამიანები, მაშინ, როცა გაცილებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები ცდილობენ იმაზე უფრო მეტნი გამოჩნდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. ეს ღარიბი ადამიანის ჩვევაა-გაცილებით მეტი დახარჯოს გარეგნულ საფარში, იმის ნაცვლად, რომ ეს ფული საკუთარი თავის განვითარებას მოახმაროს.


8. მემკვიდრეობის იმედი გაქვთ

image

უამრავი მაგალითია, როცა უსახლკარო ადამიანებმა წარმატებას მიაღწიეს და ზოგიერთი მათგანი მილიონერიც კი გახდა, მაგრამ თუ ზიხართ და იმაზე ოცნებობთ, რომ უცებ მდიდარი ნათესავი გამოჩნდება, რომელიც მთელ თავის ქონებას თქვენ გიანდერძებთ-ეს ბოდვა უფროა.

გაიხსენეთ რძეში ჩავარდნილი ბაყაყების ისტორია და გახსოვდეთ-ბიზნესი ხშირად ნულიდან იწყება

0
344
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0