x
image
გემი დალანდი
ტესტი, რომელიც გეტყვით დაშორდებით თუ არა პარტნიორს

ფსიქოლოგების აზრით, შეყვარებულობის პერიოდი წყვილებში ნახევარ წლამდე გრძელდება. სტატისტიკის თანახმად კი, ქორწინებათა 60 % განვითარებულ ქვეყნებში გაყრით მთავრდება. ამიტომ, გასაკვირი არაა, თუ ურთიერთობაში მყოფ ადამიანსაც ერთხელ თავში კითხვა გაუელვებს :“ჩვენც ხომ არ დავშორდებით?" ამ შეკითხვით დაინტერესდა სტენფორის უნივერსიტეტის სოციოლოგი მაიკლ როზენფელდი. თავისი კვლევა მან 2009 წელს დაიწყო და შვიდი წლის განმავლობაში 3 ათასამდე წყვილს აკვირდებოდა, რათა გაერკვია, როდის და რატომ შორდებიან შეყვარებული წყვილები.

image

თავისი კვლევის საფუძველზე სოციოლოგმა 4 ძირითადი შეკითხვა შეიმუშავა. შესაძლოა, ერთი შეხედვით მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ოთხივე შეკითხვა საკვანძო მომენტებს ეხება.

გულახდილად უპასუხეთ ყველა შეკითხვას, დაითვალეთ ქულები და ბოლოს ტესტის შედეგებს გაეცანით:


image


1. ერთად ხართ უკვე:

ა) ერთი წელიც არაა-1 ქულა

ბ)1-5 წელია-2 ქულა

გ)5 და მეტი წელია-3 ქულა


2.თქვენ:

ა)არ ვართ დაქორწინებული-2 ქულა

ბ)დაქორწინებული ვართ-3 ქულა


3.თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი ურთიერთობა:

ა)ნორმალურია-1 ქულა

ბ)კარგია-2 ქულა

გ)შესანიშნავია-3 ქულა


4.თქვენი ერთობლივი შემოსავალი:

ა)თვეში 1000 დოლარამდეა-1 ქულა

ბ)თვეში 2000 დოლარამდეა-2 ქულა

გ) თვეში 2000 და მეტი დოლარი-3 ქულა



შედეგები

5-7 ქულა

50% ალბათობა არსებობს, რომ ერთ წელში დაშორდებით.60%-ია იმის ალბათობა, რომ ორ წელში დაშორდებით და 80%-ია ალბათობა, რომ 5 წელზე მეტს თქვენი ურთიერთობა არ გასტანს.


8-9 ქულა

მომდევნო ერთი წელი სერიოზული კამათი არ გექნებათ პარტნიორთან . ურთიერთობა ორივეს გაკმაყოფილებთ. თუმცა, ალბათობა, რომ 5 წელში დაშორდებით-60%-ია.


10-12 ქულა

თქვენი კავშირი დიდხანს გასტანს. თქვენ შორის სრული ურთიერთგაგებაა. იმის ალბათობა, რომ 5 წელში დაშორდებით, მხოლოდ 5 %-ია.


როგორც როზენფელდმა აღნიშნა:“რაც უფრო დიდხანსაა წყვილი ერთად, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას ამარცხებს, მით უფრო მეტ დროს და ძალისხმევას დებს ურთიერთობაში და მით უფრო მეტად არის ერთმანეთთან დაკავშირებული."


0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0