x
image
გემი დალანდი
8 პოზა, რომელთა გამოც გასაუბრებაზე ცუდ შთაბეჭდილებას ვახდენთ
image

ამერიკელი მოცეკვავე მარტა გრემი ამბობდა;“სხეული არასოდეს ტყუის." ამის შესახებ პერსონალის შერჩევის მენეჯერებმაც იციან. როცა ისინი ისეთ სამსახურის მაძიებლებს ხვდებიან, რომელთა სხეულის ენაც მათ სიტყვებს ეწინააღმდეგება, უკვე იციან, რომ კანდიდატი შეუფერებელია ვაკანსიისთვის.


გასაუბრებაზე მოერიდეთ ამ პოზებს და ჟესტებს, რადგან შესაძლოა თვქენი ოცნების სამსახური სწორედ მათ დაგაკარგვინონ.


ყელზე შეხება


imageსტრესის დროს ადამიანი ხშირად იკიდებს ხელს ყელზე. ასე, ჩვენ, გაუცნობიერებლად ვცდილობთ ჩვენი სხეულის ყველაზე დაუცველი ადგილი დავიცვათ. მამაკაცები მჭიდროდ ეხებიან ყელს გვერდიდან, ქალები კი მსუბუქად ეხებიან ყელს წინიდან, ან ხელს მძივსა თუ ყელის სხვა სამკაულზე იკიდებენ.

ეს ჟესტი მიუთითებს, რომ ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებული არაა და რაღაცის ეშინია. გასაუბრებაზე თუ მენეჯერი ამას დააფიქსირებს, იეჭვებს, რომ თქვენ რაღაცას უმალავთ და თქვენდამი ნდობით არ განეწყობა.



ფეხის ფეხზე გადადება

imageამ პოზაში ბევრი ჩვენგანი გრძნობს თავს კომფორტულად. თუმცა, უცნობმა ადამიანმა ეს შეიძლება დამცველობით პოზად აღიქვას.


სხეულის ენის ექსპერტი პატი ვუდი გვირჩევს, ორივე ფეხით იატაკს ვეხებოდეთ. ფეხქვეშ საყრდენის შეგრძნება, საუბრის დროს იმის საშუალებას იძლევა, რომ რაციონალურ აზროვნებაზე ადვილად გადავერთოთ და ეფექტურად გავუმკლავდეთ რთულ შეკითხვებს.



ცალი მხრის აწევა

imageასიმეტრული მხრები და ზურგი - სუსტი, გაუბედავი ადამიანისთვის დამახასიათებელი პოზაა. ეს პოზა ნეგატიურად მოქმედებს ჰორმონალურ ფონსა და ჩვენს შეგრძნებებზე - ამბობს სოციალური ფსიქოლოგი ემი კადი. როცა ვიხრებით და აწურულ პოზას ვიღებთ, ჩვენს სხეულში სტრესის ჰორმონი კორტიზოლი იწყებს მატებას და ტესტოსტერონის დონე კი პირიქით - იკლებს.


ფსიქოლოგთა დაკვირვებებით, HR-სპეციალისტები პირველ რიგში სწორედ ასეთ- “სუსტ" კანდიდატებს გამორიცხავენ.



ხელების დამალვა

imageხელები ხშირად გასცემენ ჩვენს შფოთვას და ამ დროს ქვეცნობიერად ვცდილობთ მათ დამალვას.


HR-სპეციალისტზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ, თუ ხელებს არ დამალავთ. გაშლილი ხელისგულები კი მას თქვენს გულწრფელობაში დაარწმუნებენ, რადგან ასეთ პოზაში ტყუილი, პრაქტიკულად შეუძლებელია.


პაუზის დროს, მზერის მარჯვნივ გადატანა

imageადამიანები როცა რაღაცას იხსენებენ, მზერა მარცხნივ გადააქვთ.მარჯვნივ კი მაშინ იწყებენ ყურებას, როცა რაღაც უნდა მოიტყუონ. ამიტომ, როცა ადამიანი მარჯვნივ-ზემოთ ან მარჯვნივ-ქვემოთ იყურება, შესაძლოა მას სიმართლის თქმა არ სურს და ახალ პასუხს იგონებს.


მეორე უკიდურესობაა - HR მენეჯერის მზერით გაბურღვა. ასეთი მზერა აგრესიად აღიქმება, ამიტომ, სასურველია თვალებით პირდაპირი კონტაქტი სრული დროის 60%-ს შეადგენდეს. საუბრის დროს კი მზერა თანამოსაუბრის სახის სხვადასხვა ნაკვთებზე გადაიტანეთ.



გულხელის დაკრეფა

imageროცა საუბარი უსიამოვნო ხდება, ჩვენ გულხელს ვიკრეფთ. გასაუბრებაზე ასეთი პოზით შეიძლება ნდობა დავკარგოთ.


საუკეთესოა ვარიანტი, შეინარჩუნოთ გახსნილი პოზა და ჟესტიკულაცია გამოიყენოთ.



მხრების აწევა

imageე.წ. “კუს პოზა" როცა მხრები აწეულია და კისერი თითქმის არ ჩანს, ადამიანის შიშს და უიმედობას ამჟღავნებს. ასეთი ადამიანი ან ცრუობს, ან რაღაცის ეშინია.


მხრებში გაშლილი, გამართული ზურგი კი პირიქით, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.ხოლო, თუ საუბრის დროს, ოდნავ წინ წაიხრებით, ამით მოსაუბრე იგრძნობს, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ.



თმაზე შეხება

imageთუ ხშირად ეხებით თმას საუბრის დროს, ეს მხოლოდ თქვენი თანამოსაუბრის გაღიზიანებას გამოიწვევს. ეს ჟესტი მიუთითებს, რომ თავის ფლობა გვიჭირს და სიტუაციას ვერ ვუმკლავდებით.


იმისთვის, რომ ნერვიულობამ გაგიაროთ, ყურადღება გადაიტანეთ სუნთქვაზე. ღრმად ჩაისუნთქეთ და ილაპარაკეთ ამოსუნთქვისას.


არსებობს 2 წამის შესანიშნავი წესი: გააკეთეთ ხანმოკლე პაუზა, სანამ უპასუხებთ. ასე თქვენს თანამოსაუბრეს შთაბეჭდილება შეექმნება, რომ თქვენ ყურადღებით ისმენთ მის ნათქვამს და სიტუაციასაც ფლობთ.


ბონუსი:როგორ ვაჯობოთ კონკურენტებს ჯერ კიდევ გასაუბრების დაწყებამდე

imageჩვეულებრივ, შეცდომებს ჯერ კიდევ გასაუბრებამდე ვუშვებთ. სმარტფონში თავის ჩარგვით მხოლოდ შეგრძნებას ვიუარესებთ, რადგან სწორედ ამ პოზაში იმატებს სტრესის ჰორმონი კორტიზოლი.


ფსიქოლოგი ემი კადი გვირჩევს:განმარტოვდით სადმე, თუნდაც ტუალეტში და 2 წუთით მიიღეთ გამარჯვებულის პოზა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ზემო სურათზეა. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ტესტოსტერონის დონე გაიზარდოს და ჩვენი ძალები შევიგრძნოთ.

0
1045
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1045
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0