x
image
გემი დალანდი
6 ბავშვური საქციელი, რომელიც აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს. მშობლებო,გაითვალისწინეთ!
ყველას უნდა, რომ კარგად აღზრდილი შვილი ჰყავდეს, მაგრამ ასე არ მოხდება, თუკი მის აღზრდაში მშობელი შეცდომებს უშვებს. ყოველთვის იქნება ისეთი სიტუაცია, როცა მშობლის “ჩავარდნები" აღზრდის საკითხებში თავს იჩენს. რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ:


1. ჩვევად აქვს შეგაწყვეტინოთ

imageფრაზა “ნუ მაწყვეტინებ!" უშედეგოა.

ბავშვს ყოველდღიურად და სახლის პირობებშიც უნდა ვასწავლოთ, რომ საუბარში თავის რიგს მოუცადოს: იქნება ეს ოჯახური ვახშამი თუ საუბარი ტელეფონზე კოლეგასთან. მაგალითად, სანამ ვინმეს დაურეკავთ, შეგიძლიათ ბავშვს უთხრათ:


“ახლა მე ტელეფონით უნდა ვილაპარაკო და აუცილებლად ყურადღებით უნდა ვიყო. საუბარს მაშინ მოვრჩები, როცა საათის ისარი აი, ამ ციფრთან მივა."


2.ბავშვი მაღაზიაში ნივთებს ეხება ან დაჟინებით მოითხოვს მათ ყიდვას

imageმნიშვნელოვანია, რომ ბავშვს საკუთარი სურვილების მოთოკვა ვასწავლოთ, რადგან რაც იყიდება ყველაფერს ვერ ვიყიდით და არც გვჭირდება. ბავშვი ფიქრობს, რომ მაღაზიაში თქვენ ისე, უმიზნოდ იღებთ ნივთებს და სურვილი უჩნდება მოგბაძოთ. მას არ ესმის, რომ თქვენ საყიდლების წინასწარ შედგენილი გეგმა გაქვთ. ამიტომ, მაღაზიაში წასვლამდე წინასწარ უნდა მოემზადოთ.

ერთად შეადგინეთ საყიდლების სია. თუ ბავშვს კითხვა ჯერ არ შეუძლია, დახატეთ ის, რაც უნდა უყიდოთ. ბავშვს აუხსენით, რომ ეს მისი საყიდლებია და მის მიხედვით უნდა იმოქმედოს მაღაზიაში.


3.არ იყენებს თავაზიან მიმართვას

imageრაც ადრე მიაჩვევთ ბავშვს თავაზიან მიმართვას, მით უკეთესი. თუმცა, ზოგი ბავშვი კარგად ითვისებს ამ ნორმებს, ზოგს კი უჭირს. უჩვენეთ მას, თუ როგორ მოქმედებენ ეს ჯადოსნური სიტყვები: არ შეასრულოთ მისი თხოვნა, თუ “გთხოვ" სიტყვას არ დაამატებს. როცა თხოვნას შეგისრულებთ-არ დაგავიწყდეთ და მადლობა გადაუხადეთ. მიესალმეთ, დაემშვიდობეთ, ბოდიში მოუხადეთ და ასე მიეცით მაგალითი თქვენს პატარას.


4.არ სცნობს საზღვრებს

imageრათქმაუნდა, ბავშვისთვის რთულია იმის გაგება, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია არ უნდა გაახმოვანოს. ბავშვს ჯერ არ აქვს სირცხვილის გრძნობა ჩამოყალიბებული, არ აქვს ის გამოცდილება, რომ გარკვეული სახის ინფორმაციის გაცემით უხერხულობა შეექმნება. აი, მშობლები კი შესაძლოა ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ბავშვის ასეთი საქციელის გამო. როგორ ავარიდოთ თავი ასეთ უხერხულ მომენტებს?

შეეცადეთ შემოიღოთ ისეთი ცნება, როგორიცაა “ჩვენი საიდუმლო" დ ამით აღნიშნოთ ის ყველაფერი, რაც ბავშვმა სხვების თანდასწრებით არ უნდა თქვას.


5.ეშინია თქვენს გარეშე

imageროცა მშობლები ხელოვნურად ქმნიან დაბრკოლებებს ნორმალური აქტივობისთვის, ბავშვს მშობელთან დაშორების შიში უჩნდება.მის თავში ხომ ჩაბეჭდილია, რომ თუ სიმაღლეზე ავა, ჩამოვარდება, რამეს მოიტეხავს ან ტანსაცმელს გააფუჭებს და ა.შ.

ამიტომ, როცა კარგ ხასიათზე მყოფი მშობელი ნებას რთავს, რომ სათამაშო მოედანზე თავისუფლად ითამაშოს, ასეთი ბავშვი არჩევს “სიცოცხლით არ გარისკოს" თამაშის გამო და მშობელს გვერდიდან არ შორდება.


6.არ ერიდება და აწუხებს უცხო ადამიანებს

imageროცა ბავშვი ადვილად ამყარებს კონტაქტს უცხო ადამიანთან, ეს იმაზე მოწმობს, რომ ბავშვი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც ურთიერთნდობაა, მაგრამ ეს შეიძლება ასევე მიუთითებდეს, რომ ბავშვმა არ იცის, რომ უფროსებს სხვა ინტერესებიც და საქმეც შეიძლება ჰქონდეთ.

ნათელი მაგალითია:მშობლები ვერ ახერხებენ საკუთარი საქმის გაკეთებას, რადგან მთელ თავის დროს შვილს უძღვნიან.

შედეგად, ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა, რომ უფროსებს მისი გართობის და მასთან თამაშის გარდა სხვა საქმე არ აქვთ.





0
163
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0