x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508607
ვიქტორია სეკრეტის ანგელოზების დიეტა ცნობილი გახდა (შედეგი გასაოცარია)

image

ალბათ თითოეული თქვენთაგანი დამეთანხმებით, თუკი ვიტყვი, რომ ვიქტორიას ანგელოზები მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. დარწმუნებული ვარ ყველას გიოცნებიათ ლამაზი სხეულის ქონაზე.ახლა კი ეს ყველაფერი გაცილებით მარტივი გახდა ამ დიეტის წყალობით.

დიეტა 13 დღიანია, თუმცა ძირითადი 7 დღე გახლავთ.13 დღის განმავლობაში სრულიად უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ალკოჰოლი, მარილი და შაქარი.ყავა შეცვალეთ შავი ან მწვანე ჩაით. სვით არანაკლებ 2 ლიტრი წყლისა დღეში.ხორციდან უპირატესობა მიანიჭეთ ქათმის ფილეს და თევზს. დიეტას შეუთავსეთ ფიზიკური დატვირთვა და მასაჟი.

დღე 1:
საუზმე: უშაქრო ყავა ან მწვანე ჩაი;
შუალედში: ერთი ვაშლი (ან ნებისმიერი სხვა საყვარელი ხილი);
სადილი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, ერთი დიდი, მწიფე პომიდორი, მწვანე სალათის ფურცლები, ორი საშუალო ზომის კანიანად მოხარშული კარტოფილი;
ვახშამი: ძროხის ხორცის სტეიკი, მწვანე სალათის ფურცლები.

დღე 2:
საუზმე: უშაქრო ყავა/ჩაი, ტოსტი;
შუალედში: ერთი ვაშლი;
სადილი: ძროხის ხორცის სტეიკი, მწვანე სალათის ფურცლები, ერთი პომიდორი, მწვანე ჩაი;
ვახშამი: საყვარელი წვნიანის ერთი ულუფა.

დღე 3:
საუზმე: უშაქრო ყავა/ჩაი, ტოსტი;
შუალედში: ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი;
სადილი: სტეიკი, მწვანე სალათის ფურცლები, ერთი ჭიქა ნებისმიერი ხილისა თუ ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი;
ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, ორი ნაჭერი მჭლე ლორი.

დღე 4:
საუზმე: უშაქრო ყავა/ჩაი; ტოსტი;
შუალედში: ერთი მუჭა მიწის თხილი;
სადილი: სტეიკი, მწვანე სალათის ფურცლები, მწვანე ჩაი;
ვახშამი : 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი მჭლე ლორი.

დღე 5:
საუზმე: უმი გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით
შეუალედში: ერთი ცალი ბანანი
სადილი: გრილზე მომზადებული თევზი, ერთი პომიდორი, შავი უშაქრო ჩაი
ვახშამი: სტეიკი, მწვანე სალათა, ერთი ჭიქა ახლადგამოწურული წვენი.

დღე 6:
საუზმე: უშაქრო ყავა/ჩაი;
შუალედში: ნატურალური იოგურტი, ერთი ცალი ბანანი;
სადილი: ქათმის ფილე, მწვანე სალათა, უშაქო ყავა;
საუზმე: სტეიკი, მწვანე სალათა.

დღე 7:
საუზმე: უშაქრო ყავა/ჩაი;
შუალედში: ერთ ცალი ბანანი;
საუზმე: სტეიკი, მწვანე სალათა;
ვახშამი: მწვანე სალათი, ყველის რამდენიმე ნაჭერი.


ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 6 დღეს დიეტა მეორდება.დიეტის დასრულების შემდეგ გადადით სწორ კვებაზე.image

0
293
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ვაშაკიძე
სალომე ვაშაკიძე
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0