x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოში
image


აღდგომა ქრისტიანთა უმთავრესი დღესასწაულია 12 საუფლო დღესასწაულს შორის, ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები ცოდვებისგან დაიხსნა.აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს მორწმუნეები მოუთმენლად ელიან იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას. ამ სასწაულის სანახავად იერუსალიმში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მომლოცველი ჩადის.

გადმოცემის თანახმად წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა, ტიბერიუსმა უპასუხა- მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი შეიცალა და გაწითლდა, ამის შემდეგ კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა და ქრისტესმიერ დაღვრილი სისხლის განსახიერება გახდა.

აღდგომას საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტრადიციები აქვთ, წითელ პარასკევს ყველა ოჯახში წითლად იღებება კვერცხები და ცხვება პასკები. საქართველოს ყველა ეკლესიაში შუაღამიდან საზეიმო წირვა-ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით- "ქრისტე აღდგა!- ჭეშმარიტად აღდგა!", აღდგომას ყველა ოჯახში იშლება საზეიმო სუფრა, მწვანე ჯეჯილი, წითლად შეღებილი კვერცხები, სააღდგომო პასკა და წითელი ღვინო ამ სუფრის განუყოფელი ნაწილია, ამას გარდა სუფრაზე შეხვდებით თევზეულსა და ხორცის კერძებს, ხაჭაპურს, ლობიან ქადას, სალათებს, თონის პურს და სხვადასხვა მადისაღმძვრელ ნუგბარს. ოჯახები საფლავზე გადიან და კვერცხს აგორებენ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სააღდგომო ტრადიციებია:


რაჭაში სააღდგომოდ მიცვალებულთა საპატივცემულოდ ცხვარს კლავდენ. აღდგომის დილით ყველა ოჯახში პურის ფაფას აკეთებდნენ. აღდგომის მეორე დღეს კი გიორგონთობას ზეიმობდნენ, აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოჩხუანებს და ხარშავდნენ ხორცს.

სამეგრელოში აღდგომას ქვევრის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ, აცხობდნენ ყველიან და კვერცხიან კვერებს, ოჯახის უფროსი დილიდან მარხულობდა, შუადღისას ხონჩაზე დააწყობდნენ მამლის თავს, ღორის გულღვიძლს, კვერებს, ქვევრს თავს მოხდიდნენ და დაილოცებოდნენ.

გურიაში აღდგომას ტრადიციული ლელო იმართება. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს ავსებენ ნახერხითა და სილით და აგუნას წვენს ასხამდნენ.აგუნა შავი ღვინის, ბროწეულის წვენი, თაფლის და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია.

კახეთში სააღდგომო ბატკანს კლავდნენ, სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ, ოჯახში იკვლებოდა ღორი, იშლებოდა დიდი სურა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქიფობდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე გამორცეული სააღდგომო ტრადიციაა "ჭონა", ჭონა ალილოს წააგავს. აღდგომის დღეს რამდენიმე კაცი, რომლებსაც მეჭონეებს ეძახდნენ სოფელს ჩამოუვლიდნენ სააღდგომო სიმღერით და ხალხს დღესასწაულს ულოცავდნენ, დიასახლისები კი მათ კვერცხებით, ტკბილეულით, ხილით და ფულით ასაჩუქრებდნენ. დღის ბოლოს ახალგაზრდობა შეგროვებულ ხორაგს შემოუსხდებოდნენ და ილხენდნენ.

აღდგომას მსოფლიოს დანარჩენ ქრისტიანულ ქვეყნებშიც მრავალფეროვანი ტრადიციები უკავშირდება

საფრანგეთში- ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით არ რეკავენ ზარებს, როგორც კი დაიწყება ზარების რეკვა ერთმანეთ აღდგომას ულოცავენ და ტრადიციულად კვერცხებს ჩუქნიან.ზარები საფრანგეთში წარმოადგენს საყოველთაო სიხარულისა და დღესასწაულის სიმბოლოს, წითელი კვერცხები კი აუცილებელი სააღდგომო საჩუქარია, კვერცხები წითლის გარდა ყვითელ და მწვანე ფერებშიც იღებება. ასევე ამზადებენ შოკოლადის კვერცხებს, რომლებსაც მშობლები ბავშვებს უმალავენ ბუდეებში, პატარები კი მათ ეძებენ.

იტალიაში- ტრადიციულ სააღდგომო კულიჩს, პანეტონეს, აცხობენ, რომელსაც გამხმარი ხილით, ნუშით და ქიშმიშით რთავენ, ასევე ამზადებენ ტორტს, რომელსაც გუმბათის ფორმა აქვს და ისპანახისა და კვერცხის ღვეზელს, იტალიელები ვნების პარასკევს ჯვრებითა და სანთლებით ხელში ვატიკანიდან კოლიზეუმამდე მსვლელობას აწყობენ.

საბერძნეთში-თითქმის ისეთივე ტრადიციებია, როგორც საქართველოში. კვერცხებს წითლად ღებავენ, აღდგომის ღამეს კი ეკლესიაში მიდიან ანთებული თეთრი სანთლებით, შუაღამეს სანთლებს აქრობენ, ანთებული სანთლები ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. აღდგომის სუფრა იშლება ბუნებაში, ამზადებენ ტრადიციულ ბერძნულ კერძს და წვავენ ბატკნებს. დილამდე გრძელდება სიმღერა და ცეკვა. აღდგომა საბერძნეთში მთელი კვირით აღინიშნება.

გერმანიაში- შაბათ საღამოს დიდ კოცონს ანთებენ, ეს ყველა უარყოფითის მოშორებად ითვლება, კვერცხი ახალი სიცოცხლის და ახალი აღთქმის სიმბოლოა, გერმანიაში აღდგომის განუყოფელი ნაწილია სააღდგომო კურდღელი, რომელსაც თქმულების მიხედვით კვერცხები მოაქვს. გერმანელები აღდგომას ოჯახურ გარემოში აღნიშნავენ, ტრადიციული სადილის შემდეგ ბავშვები ეძებენ საჩუქრებს, რომლებიც კურდღელმა დაუმალათ.

პოლონეთში-აღდგომის დღე წირვით იწყება, შემდეგ კი ყველა ოჯახში სუფრა იშლება, მიირთმევენ ნაკურთხ პასკას, კვერცხს, ძეხვს, მდოგვს და ხორცს, პოლონეთში აღდგომას ორი დღე აღნიშნავენ კვირას და ორშაბათს. ტრადიციულად ამზადებდნენ ხაჭოს პასკებს, ასევე ტორტს, რომელიც 3-4 დღით ადრე მზადდება.აღდგომის მეორე დღე სველი ორშაბათია, პოლონელები ამ დღეს ერთმანეთს წყლით წუწავენ, მათ სჯერათ რომ წყალს ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს, ამიტომ სველ დღეს მშრალად დარჩენა ცუდის ნიშანია.

ინგლისში- აღდგომა ნამდვილი შოკოლადის დღესასწაულია, საკონდიტროებში უამრავი შოკოლადის კვერცხი მზადდება.გამთენიისას ტაძრებში ხვთისმსახურება მიმდინარეობს, ოჯახებში სააღდგომო პუდინგსა და ღვეზელებს ამზადებენ ცუკატებით.აღდგომას ყველა ცდილობს ახალი ტანსაცმლის ჩაცმას, ინგლისელები ღებავენ კვერცხებს, ამზადებენ ჯვრის ფორმიან ფუნთუშებს და შოკოლადის კვერცხებს. აღდგომის დღეს კი ბავშვები დაუღალავად ეძებენ სააღდგომო კურდღლის მიერ დატოვებულ კვერცხებს. ამ დღეს იმართება შეჯიბრი "Eggstravaganza" რომლის გამარჯვებულიც ის ბავშვი ხდება, რომელმაც ყველაზე მეტი კვერცხი იპოვა.

რუმინეთში- მიუხედავად იმისა რომ აღდგომის თარიღი იცვლება, დღესასწაული მაინც ყოველთვის გაზაფხულსაა, იმის გამო რომ აღდგომა ამინდის ცვლილებასაც ემთხვევა, რუმინელებისთვის ეს მხოლოდ ქრისტიანული დღესასწაული არაა და ის ბევრ ტრადიციას აერთიანებს. რუმინელები დიდ ხუთშაბათს ამზადებენ პასკას და ტრადიციულ ნამცხვარს cozonac-ს, იღებება კვერცხები და მზადდება რუმინელების სააღდგომო კერძი-ღუმელში შემწვარი ბატკანი. ტრადიციულად პასკა ირთვება ჯვრით, ასევე ხაჭოთი, ზოგან უმატებენ მუსკატის კაკალს, ფორთოხალს და ქიშმიშს. რუმინელებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი სააღდგომო კერძია "Babele", ესაა მაკარონის ტკბილი კერძი.

ბელგიაში სააღდგომოდ კვერცხების გუნდური მტვრევა იმართება.

ჩეხეთში - სააღდგომოდ ძალზედ უცნაური ტრადიცია აქვთ, ამ დღეს ქუჩაში გასულ გოგონებს ბზის ტოტებს ურტყამენ, ცემას სიმბოლური დატვირთვა აქვს, ტრადიციის თანახმად ჩეხეთში ფიქრობენ რომ ეს გოგონებს უფრო გაალამაზებს.

ბულგარეთში- დიდ სააღდგომო კულიჩს შეღებილ კვერცხებს ულაგებენ გარშემო, შემდეგ კი კვერცხებს ერთმანეთს უჭახუნებენ. ბულგარული წარმოშობისაა ცნობილი ფაბერჟეს კვერცხები, რომელიც სულ 47-ია და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში ინახება.

შვედეთში-აღდგომა აღინიშნება კვერცხების შეღებვით და საზეიმო წირვა-ლოცვით. აქ შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია, ბავშვები აღდგომას ჯადოქრებივით იცვამენ და არიგებენ ფურცლებს წარწერით აღდგომას გილოცავთ. შვედები სააღდგომოდ სახლებს ყვავილებით, ბუმბულებითა და ხის დეკორატიული კვერცხებით რთავენ.

ბრაზილიაში მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკე ქრისტიანია, სააღდგომო ტრადიციები აქ გერმანელებმა ჩაიტანეს, აღდგომის დღეს ეკლესიებში საზეიმო ხვთისმსახურება მიმდინარეობს. ბრაზილიელები აღდგომას ერთმანეთს შოკოლადის კვერცხებს ჩუქნიან, შიგნით სათამაშოთი. საზეიმო სუფრა კი ტკბილეულითაა სავსე, მათ შორისაა სააღდგომო კურდღელი.

ამერიკელი ქრისტიანებისთვის აღდგომა ლოცვისა და ოჯახური შეკრებების დროა. შტატებში რაიმე კონკრეტული ტრადიცია აღდგომასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ იღებება კვერცხები და ცხვება პასკები, სააღდგომო სუფრაზე აუცილებელებლად შეხვდებით ლორს ანანასებით, კარტოფილს და ბოსტნეულისა და ხილის სალათს. აღდგომის მეორე დღეს კი თეთრი სახლის ეზოში პრეზიდენტი ბავშვებს მასპინძლობს და მონაწილეობას იღებს სააღდგომო კვერცხების გორაობაში.

მექსიკაში-აღდგომა 14 დღე გრძელდება, ვნების კვირაში მექსიკაში ძირითადად სულ მხიარულებაა, ტარდება კარნავალები, ისვრიან ფეიერვერკებს, ეწყობა სეირნობები და ქუჩის ცეკვები.

შოტლანდიაში ისევე როგორც გერმანიაში აღდგომას დიდ კოცონს ანთებენ, ეს ტრადიცია კელტური დროიდანაა შემორჩენილი.

ფინელები აღდგომას 4 დღე ზეიმობენ, პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით.აღდგომის დღესასწაულის პირველი დღე წითელ პარასკევს ქალაქებში სიმშვიდეა, ფინელები დღესასწაულს ძირითადად აგარაკებზე ატარებენ, ხოლო მათთვის ვინც აღდგომას ქალაქში რჩება, რესტორნებში განსაკუთრებული სააღდგომო მენიუა. პარასკევს და შაბათს ფინეთში ტრადიციულ კოცონებს ანთებენ, გადმოცემის თანახმად კვამლი უწმინდურ ძალებს განდეევნის. ტრადიციული სააღდგოო კერძებია პასკა, კულიჩი და ჭვავის პური, ასევე ამზადებენ შოკოლადის კვერცხებს და სააღდგომო კურდღელს.

შვეიცარიაში- უამრავი სააღდგომო ტრადიცია არსებობს, ქვეყნის დასავლეთში ვნების პარასკევს ქრისტეს წამების იარაღებს დაატარებენ, ზოგიერთ სოფელში პურს, ყველს და ღვინოს არიგებენ, ქალაქებში ლოცვა და სიმღერა ისმის, ბერნის ყველა მოსახლე აღდგომას ქალაქის ძველ ნაწილში ხვდება, ისინი აწყობენ ბრძოლას კვერცხებით, გამარჯვებულია ის ვისი კვერცხებიც მთელი დარჩება.შვეიცარიული ტრადიციაა წყაროების მორთვა კვერცხებით და სხვადასხვაგვარი გირლიანდებით. სააღდგომოდ შვეიცარიის ზოგიერთ ქალაქში ეწყობა მსვლელობა, ოთხასამდე რაინდის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი დადის ქუჩებში, მათ ჯვრები, საეკლესიო დროშები და ზოგჯერ ქრისტეს ქანდაკება დააქვთ.

ესპანეთში სააღდგომო მსვლელობებია პოპულარული, ყველაზე ცნობილი მსვლელობა სევილიაში იმართება, მსვლელობის მონაწილეები პატარა გოგონები და ბიჭები არიან, რომლებიც მღვდელმა უნდა აკურთხოს. პალმა-დე მაიორკაში, ტაძრის წინ ქრისტეს ვნებანს თამაშობენ.

ირლანდიის ზოგიერთ ქალაქში სააღდგომოდ უცნაური ტრადიცია არსებობს, ეს არის ქაშაყის სიმბოლური დაკრძალვა, ქაშაყს მარხავენ იმის ნიშნად რომ მარხვა დასრულდა, მორწმუნეები შუადღემდე არაფერს ჭამენ, აღდგომის შაბათს კი ასობით წმინდა სანთელს ანთებენ, ქუჩებში საცეკვაო შეჯიბრები იმართება, გამარჯვებული კი პრიზად სააღდგომო ღვეზელს იღებს.

0
268
შეფასება არ არის
ავტორი:ANNA B
ANNA B
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0