x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფილმი იესო ქრისტეზე

ინტერნეტგამოცემა thetoptens-მა რომელიც საუკეთესო ათეულების შედგენითაა დაკავებული თითქმის ყველა სფეროში, გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფილმი იესო ქრისტეზე.

image

10)სასწაულმოქმედი/The Miracle Maker-ბრიტანულ-რუსული სრულმეტრაჟიანი თოჯინური მულტფილმი გადაღებული 2000 წელს.

9)ბენ-ჰური/ben hur -1959 წლის ეპიკური ისტორიული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ლიუ უოლასის ნოველაზე"ბენ ჰური ქრისტეს ისტორია" 1925 წელს გამოსულ ამავე სახელწოდების მუნჯ ფილმზე. იმ ეპოქისთვის ფილმი უძვირესი კინოპროდუქცია იყო."ოსკარის"11 გზის რეკორდსმენი "ტიტანიკის" გამოსვლამდე.

image

8)ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება/The Last Temptation of Christ-მარტინ სკორსეზეს 1988 წლის ფილმი "ოსკარის"და"ოქროს გლობუსის"ნომინანტი

image

7)შობის ამბავი/the nativity story-2006 წლის ბიბლიურ თემაზე აგებული ამერიკული ფილმი.

image

6)ოდესმე მოთხრობილი ყველაზე დიადი ისტორია/The Greatest Story Ever Told-1965 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი იესო ქრისტეზე, ხუთგზის "ოსკარის" ნომინანტი.

image

5)იოანეს სახარება/The Gospel of John-ბრიტანული ფილმი გადაღებული 2003 წელს იოანეს სახარების მიხედვით."ჯინის"(კანადა) ფესტივალის ლაურეატი.

image


4)იესო/Jesus-ლუკას სახარების მიხედვით1979 წელს გადაღებული ამერიკული ფილმი.ფილმი თარგმნილია 1, 625 ენაზე და ნახა მთელი მსოფლიოდან 6 მილიარდმა მაყურებელმა.


image


3)მეფეთ-მეფე/King of Kings-1961 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი იესო ქრისტეზე დაბადებიდან გარდაცვალება/აღდგომამდე.

image




2)იესო ნაზარეველი/Jesus of Nazareth-იტალიურ-ბრიტანული1977 წლის მინისერიალი, ბევრი ბიბლიის მკვლევარი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ფილმშია ასახული ახალი აღთქმის ყველაზე სრულყოფილი და ზუსტი ეკრანიზაცია.

image



1)ქრისტეს ვნებანი/The Passion of the Christ-2004 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი, სადაც აღწერილია ქრისტეს ცხოვრების ბოლო პერიოდი.


image

0
328
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0