სხვა რუსთავი 2-ის ახალი მეგა პროექტი ,,მხოლოდ ქართული’’მაყურებელთან შესახვედრად მზადაა 2018, 31 მარტი, 14:44 ორ აპრილს რუსთავი2-ზე ახალი მუსიკალური მეგა-შოუ იწყება. "მხოლოდ ქართული" -ასე ჰქვია მუსიკალურ პროექტს, სადაც მხოლოდ ქართული სიმღერები გაჟღერდება.შოუს პროდიუსერი გიორგი უშიკიშვილია. პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონში უკვე იმოგზაურა. ქართველი მელომანები შოუს ხილვას 22:00 საათიდან შეძლებენ. კონკურსანტებს გიორგი უშიკიშვილი, მარინა ბერიძე და სოფო ნიჯარაძე შეაფასებენ. როგორც შოუს შემოქმედებითი ჯგუფი იუწყება მაყურებელს ბევრი სიურპრიზი და საინტერესო ეპიზოდი ელოდება. 24 2-ს მოსწონს
|