x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი საქართველოში ჩამოდის
image
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის"(Black Sea Jazz Festival)ფარგლებში საქართველოს ეწვევა ლეგენდარული როკ-მომღერალი, ჯგუფ "ლედ ზეპელინის" ყოფილი სოლისტი რობერტ პლანტი.

ბრიტანელი მომღერალი კონცერტს რობერტ პლანტი „ბლექ სი არენაზე“ 19 ივლისს გამართავს.



რობერტ პლანტი "ლედ ზეპელინის" შემადგელობაში დაარსების დღიდან მის დაშლამდე იყო(1968-1980).

ბრიტანული როკ-ჯგუფი ლედ ზეპელინი ითვლება როკ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ზეგავლენიან ჯგუფად და გაყიდული ალბომების რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს, ხოლო აშშ-ში მეოთხე ადგილი უკავია ყველა დროის ყველაზე პოპულარულ შემსრულებელთა სიაში 111.5 მილიონი გაყიდული ჩანაწერით.


რობერტ პლანტი 1982 წლიდან იწყებს წარმატებულ სოლო კარიერას, ალბომი Mighty Rearranger (2005) ოთხგზის "გრემის" პრემიაზე იყო ნომინირებული, რობერტ პლანტი არის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი.


"შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი" არის საერთაშორისო ჯაზი ფესტივალი, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ბათუმში ივლისის თვეში, იგი "თბილისის ჯაზ ფესტივალთან" ერთად არის ერთ-ერთი ქვეყნის მთავარი ჯაზური მოვლენა .ფესტივალი დროთა განმავლობაში ჟანრობრივად გაფართოვდა და სტუმრობდა ფესტივალის ფარგლებში R & B, სოული, დისკო, ფანკი და ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, როგორებიცაა George Clinton, Snoop Dogg, Lisa Stansfield, The Prodigy და Jamiroquai.


P.S. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რობერტ პლანტის ჩამოსვლის შესახებ, ჯერჯერობით რობერტ პლანტის არც ოფიციალურ ვებ-გვერდზე, არც "ფეისბუქის" და არც Robert Plant Tickets -ზე არ დევს ინფორმაცია საქართველოში კონცერტის გამართვის თაობაზე, ასე, რომ ისე არ განეორდეს, როგორც ეს კრის ნორმანის და კრის რის შემთხვევაში მოხდა, როცა ათასობით მაყურებელი "გადააგდეს" თაღლითებმა, ბილეთის შეძენის წინ აუცილებლად გადაამოწმეთ მომღერლის ოფიციალური ვებ-გვერდი, თუ საქართველო არ იქნება მითითებული ბილეთის შეძენისგან თავი შეიკავეთ.


0
31
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0