x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
5 მიზეზი,თუ რატომ არ ტოვებენ ცოლებს მოღალატე ქმრები
image

ზოგჯერ წყვილები ერთმანეთს ღალატობენ, მაგრამ უმეტესწილად ღალატი მაინც მამაკაცებზე მოდის და ხშირად ეს ისე ხდება, რომ მოღალატე მამაკაცი არც კი ფიქრობს ოჯახის დანგრევას და ახლის შექმნას გატაცების ახალ ობიექტთან ერთად. გიფიქრიათ ოდესმე, რატომ მალავენ მამაკაცები ასე გულმოდგინედ ღალატს და რატომ არ სურთ ცოლების მიტოვება ამ დროს?

ფსიქოლოგების განმარტებებისა და თავად მამაკაცების აღიარებების საფუძველზე გთავაზობთ იმ 5 მიზეზს, რის გამოც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მეუღლეების მიტოვება არ სურთ.

1.კომფორტი


დალაგებული ცხოვრება, სახლი, ბავშვები-მამაკაცს ყველაფერი აქვს. საყვარელთან იმიტომ დადის, რომ რაღაც სიახლე სურს, ან საყვარელი ბევრად ახალგაზრდაა. ასეთ მამაკაცს მოსწონს “დალაგებული" სიტუაცია და არაფრის შეცვლა არ სურს. სახლში, ცოლთან, ის კომფორტულად გრძნობს თავს, მშვიდად და მყუდროდ. ახალი თავგადასავლის წამოწყება და სუპერმაჩოს როლის ახლიდან თამაში კი უბრალოდ აღარ ხიბლავს.

image

2.უბრალო ინტრიგა

ბევრი მამაკაცი ვერ ურიგდება იმ აზრს, რომ ბუნებით პოლიგამია და ახალ ურთიერთობას ისე აფასებენ, როგორც უბრალო ინტრიგას. არაფერი სერიოზული-მხოლოდ ინტიმი. ეს რეგულარული კავშირი არაა და არც ოჯახის ბიუჯეტზე აისახება. თავის საყვარელთან ასეთი მამაკაცი თავს გაცილებით ახალგაზრდულად და სასურველად გრძნობს.

image

3.ეშინია გაყრის

ეს მიზეზი ხშირად სახელდება. კაცებს უბრალოდ ატანა არ აქვთ არანაირი ხლაფორთის და აურზაურის. აქ-ადვოკატი, იქ-ქაღალდების გროვა, ქონების გაყოფა, სკანდალები... მას ურჩევნია მშვიდად იჯდეს ცოლ-შვილის გვერდით, ვიდრე ეს ჯოჯოხეთი გაიაროს.

image

4. ცოლი უყვარს

რთული გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ მოღალატე ქმრებს მართლა უყვართ ცოლი. “ამბობენ, რომ სიყვარული და ღალატი ერთად ვერ არსებობენ. მაგრამ თქვენ სიყვარულით აყენებთ ტკივილს იმას, ვინც გიყვართ."-ამბობს ერთერთი მოღალატე ქმარი. ოხ, ეს კაცები, რას გაუგებ!ერთი უყვართ, მეორესთან სძინავთ და მესამეზე ოცნებობენ.

image

5. ბავშვები

კაცები თვლიან, რომ ბავშვებს მამა უნდა ყავდეთ. რათქმაუნდა, გაყრის შემდეგაც შეუძლიათ შვილებზე ზრუნვა, მაგრამ ამ გზით ცდილობენ პატიება მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ მეუღლე მათი ღალატის შესახებ შეიტყობს. ასეთ მამაკაცებს ზოგჯერ შეუძლიათ ცოლს არც კი დაელაპარაკონ და მხოლოდ ბავშვების გამო იცხოვრონ მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ.image

ნებისმიერ შემთხვევაში, ღალატს გამართლება არ აქვს. ის უბრალოდ ისე არ ხდება. თუ მამაკაცი ან ქალი ასეთ ნაბიჯს დგამს, ე.ი. ურთიერთობაში ყველაფერი კარგად არაა. ამიტომ, ყოველთვის შეინარჩუნეთ თქვენს მეუღლესთან ახლო ურთიერთობა, დაინტერესდით მისი საქმეებით, აჩვენეთ სითბო და სიყვარული. გაუფრთხილდით ურთიერთობებს, სიყვარული ხომ ცხოვრების აზრია




0
2999
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2999
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0