x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სომეხი არქიმანდრიდის სკანდალური ინტერვიუ  იერუსალიმში "წმინდა ცეცხლის" გარდამოსვლაზე 
რა ისაუბრა სომეხმა არქიმანდრიდმა „წმინდა ცეცხლის“ გარდამოსვლაზე – სკანდალი იერუსალიმში




image

( 11 მარტი. იერუსალიმის ახალი ამბები)



უფლის საფლავის ტაძარში "Hadashot 2" -ის რეპორტაჟის ჩაწერისას სომეხმა არქიმანდრიდმა სამუილ აგოიანმა აღწერა, თუ როგორ ხდება „წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული“.

კოპტური ეკლესიის აღშფოთებულმა წარმომადგენელმა გადაღების დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა._ იუწყება ისრაელის ახალი ამბების პორტალი თავის მასალაში - არქიმანდრიდმა „წმინდა ცეცხლის „ გარდამოსვლის საიდუმლო გახსა.



image




ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა ხდება. უფლის საფლავის ტაძარში „წმინდა ცეცხლის“ გარდამოსვლის ცერემონია ათასობით მართლმადიდებელ მომლოცველს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. საოცარი, არამწველი ცეცხლი „ზეციდან გადმოდის“ ბერძენი პატრიარქის ხელში და ის, სომხური ეკლესიის პატრიარქთან ერთად, უნაწილებს მას ტაძრის გარშემო შეკრებილ მორწმუნეებს.




image


მამა აგოიანმა, რომელსაც სამჯერ მოუწია ცეცხლის ანთებისას ტაძრის საკურთხეველში ყოფნა, რეპორტაჟის ავტორს, იგალ მოსკოს აუწყა, რომ

პატრიარქები სანთლების შეკვრებს ანთებენ ჩვეულებრივი კანდელიდან და არაფერი მისტიკური „წმინდა ცეცხლში“ არ არის.

„ღმერთი სასწაულებს ახდენს, მაგრამ არა ხალხის გასართობად“, _ განმარტა მღვდელმსახურმა.



ამ სიტყვებმა გვერდით მდგომი კოპტური ეკლესიის წარმომადგენელი საშინლად აღაშფოთა.

„გამორთეთ კამერა, ის ცრუობს!“ _ დაიყვირა მან.


არქიმანდრიდმა აგოიანმა კი უპასუხა, რომ კოპტები, სომხებისგან განსხვავებით, ცეცხლის ანთებისას იქ არ იმყოფებოდნენ. მაგრამ, ამ არგუმენტმა არ შეაჩერა მისი ქრისტიანი ძმა, რომელიც განაგრძობდა ისრაელის ჟურნალისტის დარწმუნებას, რომ „სინამდვილეში“ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან გარდამოდის, ხოლო ფარისეველი სომეხი ცრუობს.


image


„წმინდა ცეცხლი “ იერუსალიმიდან სპეციალური თვითმფრინავებით გადააქვთ მოსკოვში, ათენში და სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში,

რის შესახებაც არაფერი უთქვამს ისრაელის აუდიტორიისთვის ქრისტიანული სამყაროს მთავარი სიწმინდის „საიდულოების და სიცრუის“ რეპორტაჟის ავტორს. (სხვისი შეხედულებები ხომ ყოველთვის სასაცილოდ და გულუბრყვილოდ გამოიყურება)


ნამდვილ სასწაულად იქცა მაცხოვრის საფლავის ტაძარში ახლახანს მომხდარი გაფიცვა, როდესაც სამი ერთმანეთთან მუდამ კონფლიქტში მყოფი ქრისტიანული კონფესიები იერუსალიმის მერის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.




იხილეთ ეს ვიდეო:





შენიშვნის სახით:


ისტორიული ცნობები აღდგომის ცეცხლის შესახებ




არაბი ისტორიკოსი მასუდი, (გარდ. 957 წელს.) რომელმაც პალესტინაში იმოგზაურა, ღვთაებრივ ცეცხლს თავის ორ ნაშრომში იხსენიებს: (926წ.) „იერუსალიმის აღდგომისტაძარში, დღესასწაულზე ქრისტიანები მთელი ქვეყნიდან იყრიან თავს, რადგან ამტაძარში ცეცხლი გარდამოდის, რომლიდანაც სანთლებს ანთებენ. იქ თავს იყრისაგრეთვე ბევრი მუსულმანი.“ „და აღაშენა ელენემ ტაძარი, რომელსაც აღდგომისტაძარი ეწოდება. სადაც დიდ შაბათს ცეცხლი ჩნდება, რომლის მომდევნო დილასაცაღდგომა დგება.“

.......



ჯერ კიდევ არაბთა ბატონობის დროს, მაჰმადიანი ისტორიკოსის ალ ბირუნის (1000წ.) მოწმობით ლიტანიობის დაწყებამდე ტაძარში მოდიოდნენ მეჩეთის მუეძინები, იმამიდა იერუსალიმის ემირი (გუბერნატორი). ისტორიკოსი წერს: „ისინი საფლავთანსხდებიან, მოაქვთ კანდელები, რომლებსაც საფლავზე დგამენ, ხოლო საფლავს კიკეტავენ. ქრისტიანები აქრობენ თავიანთ სანთლებსა და კანდელებს და ასე რჩებიანმანამ, სანამ კანდელი წმინდა, თეთრი ცეცხლით თავისით არ აენთება. იქიდან ცეცხლიეკლესიებსა და მეჩეთებში გადააქვთ. შემდეგ კი ხალიფატის დედაქალაქში წერილსწერენ, სადაც ცეცხლის გარდამოსვლის დროს ატყობინებენ. გარდამოსვლის სისწრაფისდა შუადღესთან სიახლოვის მიხედვით ასკვნიან, თუ როგორი მოსავალი იქნება იმწელს, ხოლო დაგვიანების შემთხვევაში კი თვლიან, რომ ის წელი უმოსავლო იქნება.“

.. კრაჩკოვსკი ღვთაებრივი ცეცხლიალ-ბირუნისა და სხვა მუსულმანი მწერლების(X-XIII..) მონათხრობის მიხედვით.

........



აბუ ელ აბას ახმადი X ს-ის სხვა პოლემისტების მსგავსად დაწვრილებით აღწერს, თუროგორ ხურავს მაცხოვრის საფლავის კარებს იერუსალიმის მუსლიმანი გუბერნატორიცეცხლის გარდამოსვლის წინ, ხოლო როცა ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლისნიშნები, თეთრი ნაპერწკლები, ჩნდება ჩარაზულ საფლავში, აღებს კარს და იქიდანანთებენ კანდელებს.

Expending the Frontiers of Medieval Latin ChristianityHistory2002. P. 90.




. . .......




კესარია-კაბადოკიის მიტროპოლიტი არეფი დამასკელ ემირს წერს: (Xს-ის დასაწყისი) „იერუსალიმის ემირი წმინდა საფლავთან დგას, რომელიც თავადვე დაბეჭდა, ხოლოქრისტიანები წმინდა აღდგომის ტაძარში დგანან და გალობენ „უფალო, შეგვიწყალე“. მაშინ უეცრად ელვა ჩნდება და კანდელები თავად ინთებიან; იქიდან კი ცეცხლსიერუსალიმის მაცხოვრებლები იღებენ.“

. პაპადოპულო-კარემევსია. სამეფოკლირიკოსისნიკიტასმონათხრობი. შეტყობინებაიმპერატორკონსტანტინემე-7-სადმი, წმინდაცეცხლისშესახებ, 947 წელი.

. . .......




პაპმა ურბან II კლერმონში 1095 წელს, უამრავი ადამიანის წინაშე წარმოთქმულქადაგებაში განაცხადა: „ჭეშმარიტად ამ ტაძარში (უფლის საფლავში) სუფევს ღმერთი: ამ ტაძარში მოკვდა ჩვენი სულებისათვის და აქვე დაკრძალეს იგი. დღესდღეისობითაცარ წყვეტს მაცხოვარი სასწაულების მოვლენას ჩვენთვის, რადგანაც თავისი ვნებისწმინდა დღეებში, როცა ყოველგვარი ცეცხლი ჩამქრალია საფლავის თავზე და მთელტაძარში, უეცრად ყველა კანდელი ინთება. რომელ გულს არ მოალბობს ასეთისასწაული, რაც არ უნდა გაქვავებული იყოს იგი.

BAldricus, in Gesra Dei Per Franctos p.87

(ამ შენიშნვის წყარო, http://martlmadidebloba.ge/istoria4.html)




იხილეთ ასევე:

1. შეუძლია თუ არა მოუნათლავ ადამიანს, რომ წაიკითხოს „მამაო ჩვენო“?

image

2. რის გამო უნდა რცხვენოდეს კათოლიკურ ეკლესიას ( ნაწილი I )

image

3. რის გამო უნდა რცხვენოდეს კათოლიკურ ეკლესიას ( ნაწილი II )

image

1
687
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
687
  
2018, 16 მარტი, 14:31
სომეხი პატრიარქი, რომ შევიდა კუკუკლიაში ცეცხლი არ გადამოვიდა. გარეთ სვეტი გასკდა და იქიდან გადმოვიდა ცეცხლი და მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლებზე გადავიდა. დღესაცაა ის სვეტი შესასვლელში და ეტყობა არაბუნებრივი ძალით, რომაა გამსკდარი.
ბოღმა ალაპარაკებს უბრალოდ...
0 1 1