x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
მედლინ რუს "საგიჟეთი" 3 ლარად- არ გამოტოვო ლიბერთინსის აქცია დღეს

image

15 მარტს, ხუთშაბათს 17:30 საათზე "ბიბლუსი გალერეას" (კანდელაკის #7) მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების რიგი დადგება. მათ უკვე ტრადიციულად "ბიბლუსის" გამორჩეული შეთავაზება, თინეიჯერების რჩეული წიგნები განსაკუთრებულ ფასად- 3 ლარად, გააერთიანებს.

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" სერია "ლიბერთინსის" ახალი წიგნი მედლინ რუს "საგიჟეთი" 3 ლარად გაიყიდება მხოლოდ 1 საათის (17:30 – 18:30) განმავლობაში. მეგი სტივოთერის რომანი "ვის უხმობს ყორანი" კი 30%-იანი ფასდაკლებით, 10 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

"პალიტრა L-ის" ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის ნათია მეტრეველის განმარტებით, პროექტის წარმატების მიზეზი მის სლოგანშიც კარგად ჩანს. "შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი პროექტისა, რომლის ფარგლებშიც თავად თინეიჯერები არჩევენ გამოსაცემ წიგნებს.


"პროექტ "ლიბერთინსით" "პალიტრა L-მა" შეძლო და თანამედროვე საზოგადოების, ახალგაზრდების მოთხოვნებს ფეხი აუწყო. ის შექმნილია სპეციალურად თინეიჯერებისთვის და მის ფარგლებში თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერები იბეჭდება. გამოსაცემ წიგნებს კი თავად თინეიჯერები არჩევენ საკუთარი გემოვნებისა და ინტერესების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე პროექტი მეტად წარმატებული აღმოჩნდა და მის ფარგლებში გამოცემული წიგნები გამოსვლის დღიდან ქრება დახლებიდან, განსაკუთრებით, აქციების დღეებში. 15 მარტს დაგეგმილი აქციითაც უკვე უამრავი ახალგაზრდა დაინტერესდა, " - განმარტავს ნათია მეტრეველი.

ფასდაკლების პარალელურად, ღონისძიებაზე ახალი "ლიბერთინსელების" წარდგენაც მოხდება. "ლიბერთინსელი” გიო კიკაბიძის თქმით, კლუბი პერიოდულად ახალ წევრებს იმატებს, რომლებიც სპეციალური კონკურსის წესით ირჩევიან.

"15 მარტს 10 ახალ წევრს გავაცნობთ საზოგადოებას. საერთო ჯამში კი 30-მდე ვართ. პროექტის პოპულარობიდან გამომდინარე, "ლიბერთინსელობის" უამრავი მსურველია. შერჩევის საწყის ეტაპზე ისინი ავსებენ სპეციალურ ბლანკს, რომელსაც სამოტივაციო წერილთან ერთად გზავნიან. გამომცემლობის წარმომადგენლებისა და "ლიბერთინსელების" მიერ შემდაგრი ჯგუფი კი ახალ წევრებს არჩევს. ეს უკვე მეხუთე განახლებაა და 300-მდე კანდიდატი გვყავდა. მათგან, მხოლოდ 10 შევარჩიეთ, " - განმარტავს გიო კიკაბიძე.

"პალიტრა L-მა" პროექტი 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ უკვე 60-მდე წიგნია გამოცემული. პროექტის პირველი წიგნი, ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბრის თვეში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. პირველ დღეს აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი მოთმინებით ელოდა მსოფლიო ბესტსელერს. მეორე წიგნის "თუ დავრჩები" აქციის დღეს მაღაზიასთან მისული მკითხველის რაოდენობამ კი თითქმის 1500-ს მიაღწია. მესამე წიგნი, ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" ასეთივე წარმატებული იყო და ათასზე მეტი მკითხველი მიიყვანა მაღაზიაში პირველივე დღეს.

0
38
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0