x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„ნეტა, ობობამ მიკბინოს...“ - ადამიანი ობობას ისტორია
image


„ობო­ბამ რომ მი­კ­ბი­ნოს, სპა­ი­დერ­მე­ნად გა­და­ვიქ­ცე­ვი?“ - ამ შე­კი­თხვით და რვა­ფე­ხა არ­სე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის „დათ­ბო­ბით“ იწყე­ბა „ადა­მი­ან-ობო­ბას­თან“ პირ­ვე­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის და­სა­წყი­სია.


მისი ამ­ბა­ვი 1962 წელს და­ი­წყო, როცა მწე­რალ­მა სტენ ლიმ ახა­ლი სუ­პერ­გმი­რის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა. ამ­ჯე­რად, მის მიზ­ნად იქცა და­ე­ხა­ტა პე­სო­ნა­ჟი, რო­მელ­თა­ნაც ბავ­შვებს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ი­გი­ვე­ბა შე­ეძ­ლე­ბო­დათ. ის უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­ღა­ლი მო­რა­ლუ­რი შეგ­ნე­ბის და ეცხოვ­რა მისი ასა­კის­თვის შე­სა­ფე­რი­სი პრობ­ლე­მე­ბით. ამას­თან, ექ­ნე­ბო­და ზე­ბუ­ნებ­რი­ვი უნა­რე­ბი, რაც მის ცხოვ­რე­ბას თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სეს გახ­დი­და. მისი ინ­სპი­რა­ცია კე­დელ­ზე მცო­ცა­ვი ობო­ბა გახ­და, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, ეს ის­ტო­რია უკვე იმ­დენ­ჯერ ჰქონ­და მო­ნა­ყო­ლი, მის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში ბოლო დროს ეჭვი თა­ვა­დაც ეპა­რე­ბო­და.


ფა­ბუ­ლას მხო­ლოდ Marvel-ის რე­დაქ­ტორ­მა გუდ­მენ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. შემ­დეგ გა­მოწვვე­ვად „ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ზე­ბუ­ნებ­რი­ვი“ ბი­ჭის და­ხატ­ვა იქცა, რის­თვი­საც მხატ­ვარ ჯერ კირ­ბის მი­მარ­თეს. ნა­ხა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ვერ­სია ლის ზედ­მე­ტად გმი­რუ­ლი მო­ეჩ­ვე­ნა და და­ი­წუ­ნა.


სა­ბო­ლო­ოდ, მათ შემ­ქნეს პერ­სო­ნა­ჟი - პი­ტერ პარ­კე­რი, სრუ­ლი­ად ახა­ლი ვი­ზუ­ლი­თა და სუ­პერ­გმი­რის­თვის არას­ტან­დარ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით. მას არ ჰყო­ლია მწვრთნე­ლი და ობო­ბის კბე­ნამ­დე არც ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ეს იყო სწავ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ობო­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ბი­ძა­სა და ბი­ცო­ლას­თან იზ­რდე­ბო­და. პი­ტერ პარ­კერს იდე­ა­ლურ პერ­სო­ნა­ჟად თა­ვი­სი მო­რა­ლუ­რი კომ­პა­სი და პრინ­ცი­პე­ბი აქ­ცევს. ესაა ჭეშ­მა­რი­ტი გმი­რი, რო­მე­ლიც არ კლავს, არ ძარ­ცვავს, არაა შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი და აქვს იუ­მო­რის სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა....


კო­მიქ­სი 1962 წლის 5 ივ­ნისს სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის და ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბის ან­თო­ლო­გი­ის სე­რი­ის Amazing Adult Fantasy-ის გა­მო­ცე­მე­ბის ნა­წი­ლი გახ­და.


მან ეს ინ­დუს­ტი­რია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახალ რელ­სებ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა და მას­ში ისეთ თე­მებ­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რაც აქამ­დე ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი იყო. მა­გა­ლი­თად, ნარ­კო­ტი­კებ­ზე. 1971 წლის სამი ნო­მე­რი და­ეთ­მო პი­ტერ პარ­კე­რის მე­გო­ბარ ჰარი ოს­ბორნს, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბით იყო შე­პყრო­ბი­ლი. ეს იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თა ნიქ­სო­ნის სა­ხე­ლო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი­დან — კერ­ძოდ, მათ სურ­დათ „ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი“ გა­მო­ცე­მე­ბის ხილ­ვა.


მო­ზარ­დე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა მათი თა­ნა­ტო­ლის ორ­მა­გი - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რე­ბი­თა და სუ­პერ­გმი­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით, რო­მე­ლიც მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მტერს ღირ­სე­უ­ლად უმკლავ­დე­ბა. ამან მათ ფან­ტა­ზი­ას სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცა. გა­საკ­ვი­რი კი ის იყო, რომ ლიმ მი­ზანს მი­აღ­წია და პერ­სო­ნა­ჟი მკი­თხველ­მა თუ მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვი­ანთ რი­გებ­ში მი­ი­ღო, რაც ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ზუს­ტად ახ­სნა:


„მას ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა ატყდე­ბა, აქვს ბევ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მა... მოკ­ლედ, ის ერთ-ერთი ჩვენ­გა­ნია“.




image


სტენ ლი გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რი­თაც რო­გორც Marvel-ის ფა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ადა­მი­ა­ნი ობო­ბას გან­ვი­თა­რე­ბის ეპო­ქა დას­რულ­და.


2002–2007 წლებ­ში ადა­მი­ა­ნი ობო­ბას შე­სა­ხებ რე­ჟი­სორ სემ რე­ი­მის ტრი­ლო­გია გა­მო­ვი­და, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ტობი მა­გუ­ა­ი­ერ­მა ითა­მა­შა. რე­ჟი­სო­რი გეგ­მავ­და ფრენ­ჩა­ი­ზის გაგ­რძე­ლე­ბას, თუმ­ცა Columbia Pictures-მა გა­და­წყვი­ტა, სუ­რა­თი თა­ვი­დან გა­და­ე­ღო ახა­ლი რე­ჟი­სო­რი­თა და მსა­ხი­ო­ბე­ბი­ით. 2012 წელს გა­მო­ვი­და რე­ჟი­სორ მარკ უე­ბის სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი ობო­ბა და მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებს დღემ­დე დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით იღე­ბენ.


სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე Marvel-ის ადა­მი­ა­ნი-ობო­ბას ხილ­ვა მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბო­და.


3 მა­ი­სი­დან კი Marvel-ის სუ­პერ­გმი­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­ლექ­ცია უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. პირ­ვე­ლი გმი­რი, რომ­ლი­თაც Marvel-ის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ის შევ­სე­ბას და­ი­წყე­ბენ, „ადა­მი­ა­ნი-ობო­ბაა“.


უკვე ერთი წე­ლია, რაც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” სა­ქარ­თვე­ლო­ში Marvel-ის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და პრო­ექტს ქარ­თულ ენა­ზე ამ­ზა­დებს. ახა­ლი პრო­ექ­ტი Marvel-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი 12 სუ­პერ­გმი­რის სა­კო­ლექ­ციო ფი­გუ­რის ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. წიგ­ნი-ჟურ­ნა­ლი მო­ი­ცავს სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­სა და ძი­რი­თად ის­ტო­რი­ებს თი­თო­ე­უ­ლი სუ­პერ­გმი­რის შე­სა­ხებ, ესე­ნია: ადა­მი­ა­ნი-ობო­ბა; რკი­ნის კაცი; თორი; კა­პი­ტა­ნი ამე­რი­კა; დედ­პუ­ლი; შავი პან­ტე­რა და სხვა.


სა­კო­ლექ­ციო ფი­გუ­რა ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად გა­მო­ვა 2 კვი­რა­ში ერთხელ. შე­საძ­ლე­ბე­ლია სუ­პერ­გმი­რე­ბის გა­მო­წე­რაც.


და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვი­სა და გა­მო­წე­რი­სათ­ვის ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს: http://marvelgeorgia.ge/


0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0