x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
აირჩიე წიგნები, რომელიც გინდა, რომ ხელმისაწდომი გახდეს - პრესასთან ერთად პროექტები გრძელდება

image


ამ უჩვეულო ვითარებაში, როცა წიგნის მაღაზიები დაკეტილია და ონლაინ გაყიდვაც აკრძალული, პრესასთან ერთად წიგნების გავრცელება მკითხველამდე წიგნის მიტანის ჯერჯერობით ერთადერთი გზაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამჯერად, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გავავრცელოთ ბოლო წლების ბესტსელერები, წიგნები, რომლებიც ხანგრძლივი დროი სგანმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას და ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, სპეციალურ ფასად. გამომცემლობამ გადაწყვიტა, მკითხველმა თავად აირჩიოს სასურველი ლიტერატურა ისეთი ავტორების წიგნებიდან, როგორებიცაა: აგათა კრისტი, ონორე დე ბალზაკი, ერიხ მარია რემარკი, ელიფ შაფაქი, რეიბ რედბერი, ნიკოლას სპარქსი და სხვა. გთავაზობთ, მოცემულ ჩამონათვალში მონიშნოთ ის წიგნები, რომელთა შეძენასაც ისურვებდით. ხმის მიცემით შერჩეული წიგნები 4 მაისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება.


„ჩვენი გამომცემლობა მუდმივად ფიქრობს მკითხველზე, უამრავი შეტყობინება შემოგვდის, ითხოვენ წიგნებს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვაწვდით, თუმცა პრესასთან ერთად პროექტები არ შეწყვეტილა და ასე წიგნი კვლავ ხელმისაწვდომი რჩება. სწორედ ამიტომ, გადავწყიტეთ ბოლოს წლების ბესტსელერები თავად შეარჩიონ. სწორედ ის წიგნები გაყვება „კვირის პალიტრას“ სპეციალურ ფასად.“ - ანანო თავხელიძე, „პალიტრა L“- ის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.


შეავსეთ ქვემოთ მოცემული კითხვარი და მონიშნე 10 წიგნი, რომელიც გინდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს „კვირის პალიტრასთან“ ერთად



0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0