x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ლოცვა სულის სუნთქვაა" - რას წერენ ლოცვის შესახებ წმინდა მამები
ლოცვა რელიგიური პრაქტიკის სახეა, რომლის დროსაც ინდივიდი ცდილობს ღმერთთან ან სულთან დაკავშირებას. ლოცვა შეიძლება იყოს ინდივიდუალური და ჯგუფური. ლოცვისათვის იყენებენ სიტყვებს ან სიმღერას. არსებობს სხვადასხვა სახის ლოცვები - შუამდგომლობის, ვედრება, მადლიერების და დიდების.


სხვადასხვა რელიგიაში ლოცვას განსხვავებული დატვირთვა აქვს და განხვავებულადაც სრულდება.


ლოცვას წმიდა მამები „ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას“ უწოდებენ, ანუ ლოცვა ქრისტიანული მოძღვრების ერთგვარი გამოხატულებაა. ლოცვა არ არის მხოლოდ მლოცველის მონოლოგი, ლოცვაში უფლის პასუხიც მონაწილეობს. მართლმადიდებლისთვის ლოცვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.


image


"ფარისეველი ორგულობით ადიდებდა ღმერთს, ამბობდა: „არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“ (ლუკ. 18, 11-12). აქ აშკარაა: საკუთარი ცოდვილობის შეუცნობლობა, ღირსეულად მიჩნევა თავისა, ამათგან გამომდინარე ამპარტავნება, რომელიც მოყვასის განკითხვასა და დამცირებაში მჟღავნდება. ფარისევლის ლოცვა არ მიიღო უფალმა, რომელმაც ამ იგავის დასასრულს თქვა: „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“. აქედან გამომდინარე, ყველამ, ვისაც სურს, რომ მისი ლოცვა შეიწიროს ღმერთმა, უნდა შესწიროს იგი საკუთარი ცოდვილობისა და ქველმოქმედების მიმართ უკიდურესი უკმარისობის შეგნებით; უნდა შესწიროს ლოცვა საკუთარი ღირსებების უარყოფით, რომელნიც სწორედ რომ არარაობაა ღმერთის უსაზღვრო ღირსების წინაშე; უნდა შესწიროს ყველა მოყვასის წინაშე დამდაბლებული გულით, ყველა მოყვასის შემყვარებელი გულით, მოყვასისათვის ყველა შეურაცხყოფისა და წყენის მიმტევებელი გულით." / წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი /


"ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლოცვა ღმრთის სათნო საქმეთაგან უპირველესი და ყველაზე აუცილებელია. მას ყველა წმინდა სათნოებაში შევყავართ, ის ნერგავს ჩვენში სათნოებებს, ის სრულყოფს მათ, ის აქცევს მათ უკვდავად და მარადიულად. ამიტომ მოგვეცა სახარებისეული მცნება: „მოუკლებელად ილოცევდით". / წმ. იუსტინე პოპოვიჩი /


image

"დემონებს არ შეუძლიათ დაეუფლონ ვინმეს სულს ან სხეულს, არა აქვთ ძალაუფლება ვინმეს სულში შეჭრისა, თუკი პირველად არ დააკარგვინებენ მას ყველა წმინდა გულისსიტყვას და არ დააცარიელებენ, არ დატოვებენ სულიერი ჭვრეტის გარეშე." / წმ. კასიანე რომაელი /


"მადლისმიერი შეწევნის გარეშე შენ ვერცერთი ვნების, ვერცერთი ცოდვის დამარცხებას ვერ შეძლებ, – ყოველთვის შესთხოვე დახმარება ქრისტეს, შენს მაცხოვარს. იგი იმისთვის მოვიდა ქვეყნად, იმისთვის ევნო, მოკვდა და აღდგა, რომ ყოველივეში დაგვეხმაროს, გადაგვარჩინოს ცოდვისა და ვნებათა მძლავრებისაგან, განგვწმინდოს ცოდვებისაგან, სული წმიდის მიერ მოგვცეს ძალა კეთილი საქმეების აღსასრულებლად, რომ განგვანათლოს, განგვამტკიცოს, დაგვამშვიდოს. ამბობ: როგორ ვცხონდე, როცა ყოველ ნაბიჯზე ცოდვა დგას და ყოველ წუთს ვცოდავ? ამის პასუხი მარტივია: ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთს მოუხმე მაცხოვარს, გახსოვდეს მაცხოვარი და ცხონდები, სხვებსაც აცხოვნებ." / წმ. იოანე კრინშტადტელი /


"სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება". / წმ. გრიგოლ სინელი /


image


"მე ვლოცულობ, გამუდმებით ვლოცულობ. არც კი მესმის, როგორ შეიძლება გაატარო დრო ლოცვის გარეშე. ჭეშმარიტად, ლოცვა სულის სუნთქვაა." / წმ. იოანე კრონშტადტელი /



0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0