x
გლოვის კულტურული და ფსიქოლოგიური ასპექტები
image

გლოვა ეს არის მრავალმხრივი პასუხი დანაკარგზე, განსაკუთრებით ეს მიემართება ვიღაცის, რაღაცის სიკვდილს, რომლის მიმართაც ადამიანს ჰქონდა ემოციური კავშირი და სიყვარულის გრძნობა. ძირითადად განიხილება ხოლმე გლოვის ემოციური ასპექტი, თუმცა მას ასევე აქვს ფიზიკური, კოგნიტური, ქცევითი, სოციალური, კულტურული და ფილოსოფიური განზომილებები.


გლოვა ეს არის ბუნებრივი რეაქცია დანაკარგზე. ადამიანი განიცდის ემოციურ ტანჯვას როცა რაღაც, ვიღაც რაც ინდივიდს უყვარდა მეტად აღარ არსებობს. გლოვა, რომელიც უკავშირდება ადამიანის გარდაცვალებას, ნაცნობია თითქმის ყველა ადამიანისთვის, თუმცა ადამიანები გლოვობენ არა მხოლოდ ამ სიტუაციაში, არამედ ისეთი მოვლენების დროს, როგორიცაა : უმუშევრობა, ავადმყოფობა, ურთიერთობის დასრულება. დანაკარგი თავის მხრივ შეიძლება იყოს ფიზიკური და აბსტრაქტული. ფიზიკური - ის რისი გაზომვაც შესაძლებელია - მეუღლის დაკარგვა გარდაცვალების შემდეგ. აბსტრაქტული კი ეხება ადამიანის სოციალური ინტერაქციის ასპექტებს.


ყველა ადამიანი განიცდის დანაკარგის გრძნობას საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ ის გზა, თუ როგორ გამოხატავენ ამ გრძნობებს განსხვავდება კულტურების მიხედვით. კულტურა როგორც ვიცით ესაა რწმენების, ღირებულებების, ქცევების, ტრადიციებისა და რიტუალების ერთობლიობა, რომელსაც კულტურული ჯგუფი აყალიბებს. თითოეულ კულტურას აქვს თავისი რიტუალები, რომელიც გლოვის გამოხატვაზე აისახება. ეს რიტუალები თითქოს მათ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს უწყობს. ისინი ასევე ეხმარებიან სიკვდილის პირას მყოფ ადამიანებსა და მათ საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც უწევთ დანაკარგთან გამკლავება. თითოეული კულტურის მსოფლმხედველობა აყალიბებს რწმენებს ცხოვრების მნიშვნელობისა და აზრის შესახებ და ასევე იმის შესახებ თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ეს რა თქმა უნდა აისახება იმაზე, თუ რა დამოკიდებულებები აქვთ ადამიანებს გარდაცვალების მიმართ. მაგალითად, ადამიანები, რომლებთაც სწამთ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის, უფრო კარგად გაუმკლავდებიან სიკვდილთან დაკავშირებულ პრობლემებს. ზოგიერთი კულტურის წევრებს ასაზრდოებთ რწმენა, რომ მათი საყვარელი ადამიანი ზევიდან უყურებს მათ. ასეთი რწმენები ეხმარება სიკვდილის მნიშვნელობის გაგებასა და მის მისტიკასთან თავის გართმევას.



ებრაული წეს-ჩვეულებები - ებრაულ კულტურაში ყველა წეს-ჩვეულება ითვალისწინებს სხეულისადმი პატივისცემით მოპყრობას, ამიტომ აუტოპსია ( რაც გვამის გაკვეთას გულისხმობს) და ბალზამირება აკრძალულია. გვამის ჩვენებაც განხილულია არაპატივსაცემ ქმედებად. დაკრძალვა არ იმართება შაბათს ან რაიმე დიდ რელიგიურ დღესასწაულზე. მუსიკა და ყვავილები არაა მისაღები. სახოტბო სიტყვების წარმოთქმა ხდება რაბინის, ოჯახისა და მეგობრების მიერ. ოჯახის წევრები მიაცილებენ კუბოს სასაფლაომდე და ნიჩბით მიწას აყრიან, ნიშნად სიკვდილის ფინალისა. გლოვის პერიოდი გრძელდება ერთ წელიწადს.ახალდაბადებულებს შესაძლოა დაარქვან გარდაცვლილის სახელი, ეს მნიშვნელოვანია რადგან ზოგ რელიგიაში შეუფერებლად მიიჩნევა და ზოგი უფროსი გადაირქვამს კიდეც სახელს, რომ თავიდან აირიდოს ერქვას მისი სახელი, ვინც გარდაიცვალა. მგლოვიარენი ოცდაათი დღის განმავლობაში დღეში ორჯერ წარმოთქვამენ კადიშს. ძველ ებრაულ ლოცვას.


პროტესტანტთა წესები-ოჯახის ერთად შეკრებაა დამახასიათებელი. მემორიალური ნივთები შეიძლება იქნეს კუბოში მოთავსებული. კრემაცია მიღებულია ზოგიერთისთვის. გლოვის ნიშანია შავი კაბა. დაკრძალვის პროცედურები მოიცავს მუსიკასა და ძღვენის მიღებას. მუსიკა შეიძლება მოიცავდეს ტრადიციულ ჰიმნს ან სიმღერებს სამუდამო სიცოცხლეზე. ყვავილები და დონაცია მწუხარების გამოხატვის ყველაზე შესაფერის გზადაა დასახული. ეკლესიის წევრები და მეგობრები ჩვეულებრივ ეხმარებიან ოჯახს საკვების მიწოდებით. ეს დრო ვარირებს ოჯახის საჭიროებებისდა მიხედვით.


ისლამური ტრადიციები- ტრადიციები განსხვავდება ყველა ქვეყანაში და თურქული ინტერპრეტაცია ისლამის, რაღაც კუთხით, განსხვავდება არაბული ქვეყნების ტრადიციისგან. სიკვდილი განხილულია, როგორც ღმერთის ქმედება, ასე რომ კითხვები ამასთან დაკავშირებით არ ჩნდება. მიმდევრებს სწამთ, რომ ნებისმიერი მოვლენა ადამიანის ცხორებაში, მათ შორის დრო და გარდაცვალების ტიპი, სახე, დაწერილია ღვთის მიერ. მგლოვიარენი წახალისებულნი არიან რომ გამოხატონ თავიანთი განცდები ღიად და იტირონ ხმამაღლა, რადგან მათი აზრით, ტირილი წმენდს სულს.


მეგობრები სტუმრობენ გარდაცვლილის ოჯახს და საუბრობენ ოჯახის წევრებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა როგორ მოხდა გარდაცვალება, რას აკეთებდნენ ისინი ამ დროს და ასე შემდეგ. შვიდი დღის განმავლობაში ოჯახი არ რჩება მარტო. მეგობრებსა და მეზობლებს მოაქვთ საკვები, რადგან საჭმლის მომზადება არ ხდება გარდაცვლილის ოჯახში შვიდი დღის მანძილზე. ტრადიციულად, ტელევიზორი, რადიო და მუსიკალური მოწყობილობები არაა დაშვებული ორმოცი დღის მანძილზე. თუმცა, ბოლო წლებში ეს შეიცვალა. მუსლიმები ძალიან სენსიტიურები არიან თუ სად იქნება მათი საყვარელი ადამიანი დაკრძალული. ძირითადად, სურთ რომ მუსლიმებისთვის განკუთვნილ სასაფლაოზე მოხდეს მათი დაკრძალვა. სხეული იკრძალება კუბოს გარეშე და გახვეულია თეთრ ტანსაცმელში, რადგან მათ სწამთ რომ სხეული უნდა ეხებოდეს მიწას.


აფრიკული კულტურის წესები - კრემაცია ნაკლებადაა მიღებული შავკანიანთა საზოგადოებაში. ზოგი აფრიკული საზოგადოების წევრები, იცვამენ რა თეთრ ტანისამოსს მკვდრეთით აღდგომის ნიშნად, ზეიმობენ მუსიკითა და იმედით. თუმცა, ზოგი აფრიკელი იცვამს წითელს ან შავს და გამოხატავს მწუხარებას ფიზიკური მანიფესტაციით. ზოგიერთ ტომს სწამს ე.წ „ცოცხალი მკვდრის“ . ეს კონცეფცია გულისხმობს, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი სული ცოცხლობს ცოცხალი ადამიანების მოგონებებსა და ფიქრებში. ეს ადამიანები ეხმარებიან სხვებს ვინც შემდგომში გარდაიცვლება, რომ გადავიდნენ სხვა სამყაროში.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0