x
სპეციფიკური ფობია ახალგაზრდობაში: ფენომენოლოგია და ფსიქოლოგიური მახასიათებლები
მოცემული კვლევის კლინიკურ შერჩევას წარმოადგენდა სპეციფიკური ფობიის მქონე ოთხმოცდათექვსმეტი ახალგაზრდა სამხრეთ- დასავლეთი ვირჯინიიდან, რომელთა ასაკიც იყო შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. ისინი აკმაყოფილებდნენ DSM-IV- ის სპეციფიკური ფობიების კრიტერიუმებს. კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ მათი მშობლები ან მზრუნველები.


კვლევის ძირითადი მიზანი იყო მათი სოციო-დემოგრაფიული და კლინიკური მახასიათებლის შესწავლა . ამასთანავე შეისწავლეს ფობიის ტიპები, ფიზიკური და სომატური სიმპტომები, სხვა სახის ფსიქოპათოლოგიები და მათი საყოველთაო ფუნქციონირება, რაც აისახება ცხოვრების ხარისხზე. ძირითადად გამოკვლეული იქნა ორი ტიპის ფობიის მახასიათებლები. ცხოველებისა და ბუნებრივი გარემოსი. ჰიპოთეზები იყო შემდეგი: კლინიკოსების მიერ ნახევრადსტუქტურირებული სადიაგნოსტიკო ინტერვიუს შედეგად ერთნაირად დამაზიანებლად იქნებოდა შეფასებული ორივე ტიპის ფობია და რომ ახალგაზრდები აღნიშნავდნენ ერთნაირი სიძლიერის დისფუნქციურ რწმენებს ორივე ტიპის ფობიისას. ასევე ჰიპოთეზას წარმოადგენდა ის, რომ ბუნებრივი გარემოს ფობიის მქონე ახალგაზრდებს ექნებოდათ მეტი კომორბიდობა, მომატებული სომატური აგზნება, გაზრდილი შფოთვა და დეპრესია და ცხოვრებით კმაყოფილების უფრო დაბალი ხარისხი, ვიდრე ცხოველების ფობიის მქონე პირებს.


მეთოდებს წარმოადგენდა: შფოთვითი აშლილობების ინტერვიუს გეგმა DSM_IV-ის მიხედვით ბავშვისა და მშობლისათვის. ეს არის ნახევრადსტუქტრირებული ინტერვიუ, რომელიც ხელს უწყობს შფოთვის და გუნება განწყობილების აშლილობების დიაგნოზის დასმას ბავშვებსა და მოზარდებში ექვსიდან ჩვიდმეტ წლამდე. ასევე ფობიური რწმენები - კლინიკოსი სთხოვდა ბავშვს გამოეთქვა რწმენები ფობიასთან დაკავშირებით. მაგალითად: ძაღლმა შეიძლება მიკბინოს და მომიწევს საავადმყოფოში წასვლა. სამი ფაქტორი აქ. პირველი ესაა- ალბათობა, ანუ რამდენად ეგონა რომ მათი რწმენა ახდებოდა . მეორე ესაა საფრთხე - რამდენად საშიში იქნებოდა და მესამე კი თვითეფექტურობა. ეს ნიშნავს რამდენად გაართმევდნენ თავს ამ ამბავს მისი მოხდენის შემთხვევაში. თითოეული გამოთქმული რწმენა ფასდებოდა ნულიდან რვამდე ბალიან სკალაზე. მომდევნო მეთოდი იყო მრავალგანზომილებიანი შფოთვის სკალა ბავშვებისთვის – ორმოცდახუთ დებულებიანი კითხვარი შვიდიდან თექვსმეტ წლამდე ბავშვებისთვის, სადაც ისინი დებულებებს აფასებენ ოთხი პასუხის მიხედვით: არასდროსააა ჭეშმარიტი ჩემთვის, იშვიათადაა ჭეშმარიტი, ზოგჯერ და ხშირად. ასევე გამოიყენებოდა ბავშვთა დეპრესიის საკვლევი ოცდაშვიდი დებულებისგან შემდგარი კითხვარი. თითოეული დებულებისთვის ინდივიდს წარედგინება სამი წინადადება, სადაც ასახულია სიმპტომთა სხვადასხვა დონეები და მან უნდა შეარჩიოს რომელი შეესაბამება მას ყველაზე მეტად. გარდა ამისა, გამოიყენებოდა შიშის კვლევის გეგმა ბავშვებისთვის (შესწორებული) - ოთხმოცი დებულებისგან შემდგარი კითხვარი, სადაც წარდგენილ სტიმულზე ინდივიდმა უნდა მიუთითოს შიშის დონე სამ ქულიან სკალაზე. გამოიყენებოდა ასევე ცხოვრებით კმაყოფილების საკვლევი – ათი დებულებისგან შემდგარი ინსტრუმენტი შექმნილი ამ კვლევისთვის. ეს დებულებები უკავშირდება მშობლებს, და-ძმებს, სახლს, სკოლას, მასწავლებელს, მეგობრებს, თამაშს, ჯანმრთელობასა და თვითშეფასებას. ახალგაზრდებს ეკითხებოდნენ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ესა თუ ის საგანი ან/და ადამიანი მათი ბედნიერებისთვის და რამდენად აკმაყოფილებდათ მათ ეს საგნები თუ ადამიანები.


და ბოლოს წარედგინებოდათ ბავშვის ქცევის შეფასების სია- ასცამეტ დებულებიანი სია, რომელიც განკუთვნილია მშობლებისთვის. მათ უნდა მიუთითონ რამდენად დამახასიათებელია დებულებაში წარმოდგენილი ქცევა მათი შვილებისთვის. სკალაზე მათ უნდა შემოხაზონ შესაბამისი სიხშირის მანიშნებელი : თითქმის ყოველთვის ჭეშმარიტი, ზოგჯერ ჭეშმარიტი, არაა ჭეშმარიტი.



შედეგები - საწყისი, პირველი რწმენის შემთხვევაში ბუნებრივი გარემოს ფობიის მქონეებმა თქვეს, რომ ის, რისიც მათ ეშინოდათ ნაკლებად სავარაუდო იყო რომ მოხდებოდა, ვიდრე ცხოველების ფობიის მქონე მონაწილეებმა. ამას გარდა, ორივე ტიპის ფობიის მქონეებს სჯეროდათ, რომ მათი შიშები იყო საშიში და აღენიშნებოდათ თვითეფექტურობის დაბალი დონე. რაც შეეხება კომორბიდობას, მთლიანობაში შერჩევის ერთ მესამედს ჰქონდა სულ მცირე ერთი თანმდევი სპეციფიკური ფობია. ყველაზე ხშირად თანმდევი აშლილობებია: გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, სოციალური ფობია, დაშორების შფოთვითი აშლილობა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა.


რომ შევაჯამოთ, ორივე ტიპის ფობიის მქონე მონაწილეებს აღენიშნებოდათ დაბალი თვითეფექტურობა, როგორც ამას ბეკი და ბანდურა ადასტურებდნენ თავიანთ კვლევაში. თუმცა, საშიშროების მოლოდინი თანაბარი იყო. გარემოს ფობიის მქონე ახალგაზრდებს უფრო მაღალი სომატური და შფოთვითი სიმპტომები ჰქონდათ, რასაც დედებიც ადასტურებდნენ, ასევე მათ უფრო მეტი სოციალური პრობლემები ჰქონდათ და დეპრესიული სიმპტომებიც ჭარბობდა მათთან. აქედან გამომდინარე მათთან დაფიქსირდა ცხოვრებით კმაყოფილების დაბალი ხარისხი.



0
13
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0