x
გზები, რომლითაც გარემოს ფსიქოლოგიამ გააუმჯობესა მსოფლიო
image

გარემოს ფსიქოლოგიაში მომუშავეთა ძალისხმევა შეიძლება არაზუსტად დაჯგუფებული იყოს ორ ურთიერთშემავსებელ შტოდ - ექსპერიმენტულად და გამოყენებითად. რა თქმა უნდა, მთლიანად გარემოს ფსიქოლოგია არის გამოყენებითი ფართო გაგებით, რადგან მისი სამუშაო სტიმულირებულია პრობლემებით, რომლებიც თავს იჩენს ხალხისა და მათ მიერ შექმნილი ნაგებობებისა და ამავდროულად, ბუნებრივი გარემოს ინტერაქციაში. ექსპერიმენტული კვლევების სტატიების ბოლოს ვხვდებით შეთავაზებებს, რომ მიღებული შედეგები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როცა საქმე ეხება ოფისების, ქარხნების, სახლების, ქუჩების, პარკებისა ან სხვა ბუნებრივი ადგილების დიზაინს, დაგეგმარებასა და მენეჯმენტს. გარდა უბრალო რეკომენდაციებისა, გამოყენებითი გარემოს ფსიქოლოგია არა მხოლოდ განიხილავს პრობლემებს, არამედ მათ გადაჭრას ცდილობს უშუალოდ.


რა ვიცით, რას ვცვლით, ვინ ვართ - ექსპერიმენტული გარემოს ფსიქოლოგებმა დიდი რაოდენობით ინფორმაცია შეისწავლეს ადამიანი-გარემოს მიმართებასთან დაკავშირებით გასული ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე. ჩვენ ვიცით რა მახასიათებლები ქმნის ბუნებრივ პეიზაჟს ლამაზს. როგორ იცვლება პირადი სივრცე ასაკთან ერთად, რა ტიპის ხალხს აქვს გარემოს მხარდამჭერი ატიტუდები, ზედახორა როგორ მოქმედებს სოციალურ ინტერაქციაზე, ხმაური დასწავლაზე, ტემპერატურა როგორ უკავშირდება ძალადობას. ახლა თითოეული მათგანი გაცილებით ღრმადაა შესწავლილი, ვიდრე ეს სამი ათეული წლის წინ იყო. და თეორიები! ფსიქოლოგებმა შემოგვთავაზეს სპეციფიკური ფენომებების თეორიები, როგორიცაა დაცვადი სივრცე, აფილაციური კონფლიქტის თეორიები, ტრანზაქციული, ორგანისტული და დიალექტური თეორიები.


მაგრამ საკითხავია გარემოს ფსიქოლოგიის მიგნებებმა ლაბორატორიაში შეცვალა თუ არა ვინმეს ქცევა, გარდა კვლევის მონაწილეებისა? იყო თუ არა ეს ცვლილებები ხანგრძლივი? გააუმჯობესა თუ არა მან ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება? პასუხი ამ კითხვაზე არის- დიახ, რა თქმა უნდა. ახლა კი ვისაუბრებთ ამაზე.ზოგი მიღწევა არ შეიძლება ჩავთვალოთ როგორც „მსოფლიოს შეცვლა“, თუმცა მათ ჰქონდათ გავლენა სულ მცირე რამდენიმე ადამიანზე მაინც კვლევის სუბიექტების გარდა, რეალურ, ყოველდღიურ სამყაროში. ყველა, ვინც ძალისხმევას იჩენდა არაა გარემოს ფსიქოლოგი. ზოგი არქიტექტორია, ზოგი ურბანული დამგეგმარებელი და ა.შ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ისინი იყენებდნენ გარემოს ფსიქოლოგიის იდეებს, გამოკვლევებსა და პრინციპებს .



ერთ-ერთი უმთავრესი ბიძგი, თეორიისა და ცვლილების გაერთიანებისა, კურტ ლევინთან ასოცირდება. მოქმედების კვლევის მისი იდეა იყო, სავარაუდოდ, პირველი მთავარი ბიძგი ფსიქოლოგიაში სამეცნიერო კვლევისა და სოციალური ცვლილებების შეერთებისა.ლევინის გავლენით ჩაატარეს კვლევა 1950-იან წლებში რობერტ სომერმა და ჰამფრი ოზმონდმა. ისინი სისტემატურად ცვლიდნენ ფსიქიატრიული დაწესებულების ფიზიკურ ელემენტებს სასკაჩევანში და აკვირდებოდნენ ამ ცვლილებების ეფექტებს პაციენტის ქცევაზე. ავეჯის გადაწყობისა და პალატების დიზაინის შეცვლის შემდეგ, მათ აღმოაჩინეს, რომ მათ შეეძლოთ გაეზარდათ კომუნიკაცია პაციენტებს შორის.


მეორე მთავარი თეორიული პერსპექტივა, რომლის ექსპლიციტური მიზანია ცვლილება - არის ქცევის გამოყენებითი ანალიზი. კლასიკურად, ამ მიდგომაში, სპეციფიკური პრობლემატური ქცევაა იდენტიფიცირებული და შესაბამისი განმამტკიცებლებია მიწოდებული როცა ინდივიდები ჩაერთვებიან სასურველ ქცევაში. ასეთი პრობლემატური ქცევის მოგვარების მაგალითები, სადაც გამოყენებული იყო ქცევის გამოყენებითი ანალიზი არის: ნაგვის გადამუშავება ხელახლა გამოსაყენებ მატერიად, დანაგვიანება, ადგილობრივი ენერგიის დანახარჯის კონტროლი. ამ აზრის დამცველები ირწმუნებიან, რომ ის გზა, რომლითაც გარემოსთან დაკავშირებული ქცევები იცვლება, შესაძლოა შეჯამებული იყოს შემდეგ დებულებებში - განსაზღვრე სამიზნე ქცევა, რომელიც უნდა შეიცვალოს, დააკვირდი სამიზნე ქცევას, ჩაიწერე ქცევის მოხდენის სიხშირე, შეამოწმე პროგრამის გავლენა, შეადარე ქცევის სიხშირე პროგრამამდე და მისი ჩარევის შემდეგ, შეაფასე პროგრამა- იყო ის ეფექტური? შედეგები შესაბამისი და საკმარისად ძლიერია?


გარემოს ფსიქოლოგიის პრაქტიკული გამოყენების საილუსტრაციოდ ერთი კვლევის განხილვა იქნებოდა საინტერესო. ამ კვლევის ჰიპოთეზა იყო, რომ სასწავლო გარემოს დიზაინის შეცვლას შეუძლია გავლენა მოახდინოს სწავლაზე. მაგალითად, ვოლინმა და მონტანმა, შეცვალეს ტიპური ფსიქოლოგიური საკლასო ოთახი. დაემატა უფრო მსუბუქი განათება, მცენარეები, პოსტერები, ბალიშები და ნოხები. სტუდენტთა საგამოცდო ქულები ხუთი კვირის შემდეგ ამ ოთახში იყო მნიშვნელოვნად მაღალი, იმათთან შედარებით, ვინც ხუთ კვირა იყო ამ ოთახში ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ეს რეკონსტრუქცია დაჯდა რამდენიმე ასობით დოლარი და აღმოჩნდა რომ ბევრისთვის სწავლის გაუმჯობესების წინაპირობაა. საინტერესოა, რომ ამ შეცვლილ კლასში იყო ბევრი რამ ისეთი, რასაც შეეძლო ბიძგი მიეცა ვანდალიზმისთვის, თუმცა ოთახი, საბოლოო ჯამში, სულაც არ იყო დაზიანებული ან ვანდალიზებული .


0
39
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0