x
მეტი
  • 16.12.2018
  • სტატია:83784
  • ვიდეო:334522
  • სურათი:441879
ქმარმა მოლდაველი Playboy-ის მოდელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
image
კიშინიოვის ბინაში, სამაშველო სამსახურმა გარდაცვლილი მოდელის გვამთან ერთად წყვილის ახალშობილი გოგონაც აღმოაჩინა.

ცნობილმა სტომატოლოგმა ალექსი მიტაკიმ მოკლა თავის მეუღლე, 31 წლის მოდელი, ანასტასია ჩეკატი, რის შემდეგაც მამაკაცმა თავი მოიკლა.


ახალგაზრდა ქალის გვამი სამაშველო სამსახურმა საკუთარ ბინაში აღმოაჩინა, იქვე იყო სამი კვირის ახალდაბადებული გოგონა, რომელიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს.


როგორც ცნობილი გახდა ქმარმა, ალექსი მიტაკიმ, რომელიც ბიზნესმენი იყო და რ კერძო სტომატოლოგიურ კლინიკას ფლობდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცნობილ მოდელს, ამის შემდეგ ჯერ მშობლებს დაურეკა და აცნობა, რომ შვილისთვის მიეხედათ, შემდეგ ავიდა კორპუსის სახურავზე და იქიდან გადმოხტა.

image

ოჯახის წევრების განცხადებით, ალექსი მიტაკის საყვარელი ჰყავდა, რის გამოც ბოლო პერიოდში ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა.

image


ანასტასია ჩეკატი ცნობილი მოდელი იყო მსოფლიო მასშტაბით, მას შოუ-ბიზნესის სამყარო Anastasia Cia-ს ფსევდონიმით იცნობდა, კარიერა 16 წლისამ დაიწყო, იღებდა ფოტოსესიებს ჟურნალებისთვის: GQ, Playboy და Maxim-ი.თამაშობდა სერიალში "Las Fierbinti" და კიდევ სხვა ტელეპროექტებში მონაწილეობდა, მომავალი ქმარი, ალექსეი მიტაკი ერთი წლის წინ გაიცნო სტომატოლოგიურ კლინიკაში.

image

imageსხვა სიახლეები

0
121
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0