x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433823
„ბლ**დ! მერე აფხაზებმა რომ დაგიჭირონ და გაგჟ**ონ?!" - რას ასწავლიან მე-9 კლასელებს? (ვიდეო)

image


თაკო გუნიათიშვილი განათლების სამინისტროს და საზოგადოებას ვიდეო მიმართვას უგზავნის, სადაც ის ლაპარაკობს, თუ რას ასწავლიან მის მე-9 კლასელ დას სკოლაში.

კერძოდ კი საუბარია ნუგზარ შატაიძის მოთხრობაზე "მოგზაურობა აფრიკაში." მოთხრობაში ასახული და გადმოცემულია ქუჩური ცხოვრების ყოველდღიური სირთულეები და დაბრკოლებები. ის თუ რისი გადატანა უწევთ იმ ბავშვებს რომლებიც ქუჩაში უპატრონოდ ცხოვრობენ. აღნიშნულ მოთხრობა რამდენიმე კვირის წინაც განხილვის საგნად იქცა, როცა მე-7 კლასის მოსწავლემ იგივე სახის მიმართვა გაავრცელა რაც თაკო გუნიათიშვილმა.




4
58
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
58
  
19 მარტი, 8:28
საერთოდ, არ ვარ მომხრე ცენზურის და არც მითქვამს თითქოს ამით ქვეყანა თავზე ჩამოგვენგრა. პათოსი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს თქვენთვის,რადგან მასწავლებელი გჭირდებათ,რომ აზრის გამოსატანათ მაშინ მომიწევს განვმარტო ჩემი აზრი. დღევანდელობას გავუსვი ხაზი და იმას,რომ მარიხუანის მომხმარებლებს ტერორში ამყოფებენ და ეს იყო ერთგვარი არგუმენტი ანუ მე კი არ მსდიონ რას ვეწევი ან რას ვაკეთებ,თქვენ შვილებს მიხედეთ რას ასწავლიანთქო. ყველა ნაწარმოებს თავისი დატვირთვა აქვს და ზედაპირულად არ უნდა მოხდეს მისი შეფასება. მეცხრე კლასელს აქვს ის ასაკი,როდესაც ბევრი რამე გაეგება და ბევრ თემაზე შეილება ლაპარაკი. მე ვიბრძვი ადამიანის პირადი თავისუფლების დასაბრუნებლად და მარიხუანა არის უბრალოდ ბერკეტი ამ საქმეში. თქვენი კომუნისტი მასწავლებელი არ გეტყვით ამას,რომ ყველა ადამიანი თავისუფალია და მას აქვს უფლება გაუკეთოს საკუთარ თავს ის,რაც მოესურვება და თუნდაც ეს თვითმკვლელობა იყოს. სხეული არის პიროვნების საკუთრება და რასაც უნდა იმას უზავს ამ სხეულს. თქვენ არასრულწლოვანი ხართ და აქ უფრო ცუდი სიტუაცია. "გენიოსი" თავების შედგენილი სახელმძღვანელოთი სწავლობთ და შესაძლოა არც გაინტერესებთ ბევრი რამ,მაგრამ სისტემაში გიწევთ ცხოვრება. არადა სკოლა სხვა რაღაცისთვის არის
18 მარტი, 19:17
მეც თვითონ მეცხრე მე-9 კლასელი ვარ. ჩვენც გავიარეთ ეს მოთხრობა,იქ რა სიტყვებიც წერია, კი, გეთანხმებით, რომ მე-9, მე-7 კლასში არ უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ეს მოთხრობა სულ სხვა შინაარს შეიცავს და სულ სხვა დატვირთვას ატარებს. ის ბავშვები და არა მარტო ბავშვები, უკვე ზრდასრული ადამიანები რომლებიც გამოდიან და იძახიან, რომ ეს მოთხრობა მათთვის მიუღებელია, ეს არის უკვე არასწორი ახსნის და გაგების ბრალი. აქ მასწავლებლის როლიც დიდია, თუ როგორ გააგებინებს და როგორი მხრიდან დაანახებს ამ მოთხრობას მოსწავლეს. და კიდევ ერთი დღეს ისეა განვითარებული ყველაფერი, რომ მე-9 კლასელ ბავშვს ის სიტყვები რაც იქ წერია ნამდვილად არ გაუკვირდება.
12 მარტი, 18:29
აქ არ დავწერე ის სიტყვა ცენზურის გამო და მეცხრე კლასელისთვის ცენზურა არ მოსულა?
12 მარტი, 18:27
დავინტერესდი და ჩემ უბნელ მეცხრე კლასელს ვეთხოვე წიგნი. წავიკითხე და თითქოს ისეთი არაფერია,მაგრამ მეცხრე კლასელს ამას ნამდვილად არ უნდა ასწავლიდნენ. რატომ უნდა იყოს საინტერესო, ვიღაც წუპაკას წებოს შეყნოსვა მნიშვნელოვანი და კითხვებმა საერთოდ გადამრიეს,რომელიც ქვემოთ იყო მოცემული. დავიჯერო ივანიშვილის ნათესავის დაწერილია და მაგიტო შეიტანეს ეს ნაწარმოები სასწავლო გეგმაში?! აი თურმე რაზე უნდა იყვირონ და რაზე ყვირიან ზოგზოგიერთები. მე მოყუჩულში მარიხუანის მოწევას მიშლიან და სკოლაში წებოს ყნოსვის მასტერკლასებს ატარებენ თურმე. ასეთი უნიკალური ქვეყანა როგორ ვართ ყველაფერში და განათლების მინისტრი გაუშვით გასა.....ად აფხაზეთში
0 1 4