x
მეტი
  • 16.04.2021
  • სტატია:110481
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480848
საიდან წარმოიშვა ქართველთა თვითსახელწოდება ქართველი? (საინტერესო ცნობები)

ქართული წყაროების მიხედვით, ქართველთა ძირითადი თვითსახელწოდებაა ქართველი (<ქართუ-ელ-ი), რომლის ფუძესთან უშუალო კავშირშია უძველესი ქართველური ტომის სახელი-ქალდები და ლაზთა საცხოვრისის ძველი სახელი-ქალდეა. გასულ საუკუნეში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომ ქართ-ვ-ელ და ქალდ- ფუძე მომდინარეობს უძველესი ურარტულ-კავკასიური ღვთების- ხალდის სახელიდან.



image


ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, წარმომავლობის -ელ სუფიქსის შემცველი ეთნონიმის-ქართუ-ელ-ი საყრდენ ფუძე ქართუ- უნდა იყოს, რომელიც შესაძლებელია იყოს ქორონიმი (ადგილის სახელი) ან ღვთაების სახელი; თუმცა, უფრო მეტი არგუმენტი მოეპოვება მოსაზრებას, რომ ეთნონიმი "ქართველი" მომდინარეობს ურარტულ-კავკასიური წარმართული ღვთაების-ხალდის/ქალდის/ქართუს-სახელისაგან: ქართუ-ქართუ-ელ-ი.



image


ღვთაების სახელისაგან ეთნონიმისა და ქორონიმის წარმოქმნა უჩვეულო მოვლენა არ არის ძველ სამყაროში; მაგალითად-ღვთაება ასური, ხალხი-ასურები, ქვეყანა-ასურეთი.

ლინგვისტური თვალსაზრისით, დაბრკოლება არ ახლავს ხალდ/ქალდ და -ქართ ფუძეთა დაკავშირებას.



image



საინტერესოა კიდევ რამოდენიმე გარემოება:

-სტრაბონის მიხედვით ტრაპიზონსა და ფარნაკიას ზემოთ ცხოვრობდნენ ქალდები-ძველი ხალიბები, რომელთაც ჰომეროსი ალიბებს უწოდებს: ხალიბი/ჰალიბი-ალიბი.

-"აბოს წამებისა" და მოვსეს ხორენაცის "სომხური გეოგრაფიის" მიხედვით, ქალდია/ხალდეა არის იგივე ჭანეთი.

-ადიღური ენის შაფსუღური დიალექტის ერთ-ერთ კილოკავში (ხაყუჩურ) ქართველის აღსანშავი ძველი სახელია ხალდე.

-საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებშიც რამდენიმე ხალდე დასტურდება: კავკასიონის კალთებზეა მყინვარი ხალდე და მდინარე ხალდეჭალა, აქვეა სოფელი-ხალდე.

1
4160
8-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
4160
  
18 იანვარი, 20:14
პროტოიბერიული ტომების სახელი ვერ იქნებოდა ქართველი. კავკასიაში არამიანების შემოსვლამდე, ჩვენი ,,მეზობლის" ტერიტორიებზე ცხოვრობდა პროტოიბერიული მოდგმის ხალხი, რომელთც პონტოელ ქალდებად მოიხსენიებენ ისტორიაში. მე ვწერ პერიოდზე, რომელზეც ლეონტი მროველი წერდა, რომ ჰაოსიანების მერე წინა პლანზე ქართლოსიანები გამოვიდნენ და სალაპარაკო ენა გახდა ქართული ანუ ქართლური. ჰაოსიანები და ჰაოსი ჩვენ არამიანებთან გავაიგივეთ, რომელთანაც მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, პირიქით, ვარაუდობენ რომ ისინი სვანებთან იყვნენ ყველაზე ახლოს.....
0 1 1