x
მეტი
  • 28.11.2020
  • სტატია:105265
  • ვიდეო:348837
  • სურათი:470719
ქართული ტერმინთშემოქმედების ისტორია და პრობლემები
ივანე ჯავახიშვილი ამბობდა-"ჩვენ ხომ ველურები არა ვართ, ყველაფერი ყოველთვის თავიდან დავიწყოთ"...



image


"ენის განვითარებისათვის, არსებობისათვის სწორი ტერმინთშემოქმედება უმთავრესი რამაა. სალიტერატურო ენა უშუალოდაა დამოკიდებული სამეცნიერო ენის განვითარებაზე. თუ სამეცნიერო წრეები ზრუნავენ ენაზე, ქმნიან ტერმინებს, რომლებიც ენის ცოცხალ ლექსიკასა თუ ძველ მწერლობაში არსებულ მასალებს ეყრდნობა ენა სწორად ვითარდება, მრავალი ტერმინი, სახელდება დროთა განმავლობაში ენის ბუნებრივი ნაწილი ხდება.


ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე, ინტერნეტის, სოციალური ქსელების გამოყენებამ უკონტროლო გახადა უცხოური ტერმინების, ბარბარიზმების შემოდინება ქართულ ენაში. შეაფერხა ქართული ტერმინოლოგიისა და სამეცნიერო ენის განვითარება."





ქართულ ტერმინთშემოქმედებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. პროფესორი ლია ქაროსანიძე და მისი თანამოაზრენი გამოყოფენ ოთხ პერიოდს :


1) X-XII საუკუნეებისა;


2) ილია ჭავჭავაძისა და მის თანამედროვეთა;


3) ე.წ. ნიკოლაძეებისა (1918-1921წწ.);


4) საბჭოთა პერიოდი.


"როგორი უნდა იყოს ქართული დარგობრივი ენა? როგორ უნდა შევძლოთ სალიტერატურო ენის სწორად განვითარება?-ამ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება გვექნება, თუ გვეცოდინება ჩვენი ქვეყნის ისტორია, წარსული, წინაპრების გამოცდილებაზე შეგვიძლია განვავითაროთ, სწორად წავმართოთ თანამედროვე ტერმინთშემოქმედება."


გავეცნოთ ტერმინთშემოქმედების პირველ პერიოდს-X-XII საუკუნეების ტერმინთშემოქმედებს:




ქართული ტერმინთშემოქმედების ისტორია და პრობლემები-პირველი პერიოდი (X-XIIსს)



გამოყენებული ლიტერატურა:


ლია ქაროსანიძე, ანა ხურცილავა-ქართული ტერმინთშემოქმედების პრობლემები, თბილისი, 2018.


0
125
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0