x
image
_K_
Mediator image
მეცნიერები ხსნიან მიზეზებს, თუ რატომ არის გვიან ასაკში ქორწინება უფრო ბედნიერი, ვიდრე ადრეულ ასაკში

image


ყველა ეძებს სიყვარულს. სამწუხაროდ, ბევრი ურთიერთობა დაშორებით სრულდება. ეს ხშირად იმიტომ ხდება, რომ ხალხის სტერეოტიპული აზრები აიძულებს წყვილს, დაქორწინდნენ მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არიან ამისთვის მზად.


სტატიაში გთავაზობთ 7 ობიექტურ, მეცნიერულად დასაბუთებულ შეფასებას, თუ რატომ არიან გვიან ასაკში შექმნილი ოჯახები უფრო ბედნიერები და რატომ ინგრევიან ადრე შექმნილები.








7. სიყვარული გეხმარებათ თვითგანვითარებაში.


ზრდასრული ადამიანი არასდროს წყვეტს საკუთარ თავზე მუშაობას და სიყვარული მხოლოდ აძლიერებს, მას არ ეშინია ხედვის შეცვლის და საკუთარი შეცდომების აღიარების. მას შეუძლია გაუგოს პარტნიორს და იყოს ყურადღებიანი. 2 ზრდასრული შეყვარებული ადამიანი ყოველთვის ცდილობს, გააუმჯობესოს საკუთარი ურთიერთობა.


თუ პარტნიორს სურს, რომ ის ისეთი მიიღოთ, როგორიც არის და გთხოვთ, რომ მის ცუდ თვისებებსა და ჩვევებს შეეჩვიოთ, მაშინ ურთიერთობა ვერ განვითარდება და ნელ-ნელა ერთმანეთისთვის უცხოები გახდებით.


image








6. პირველ რიგში, სიყვარული გაცემას ნიშნავს.


თვითმხარდამჭერი ადამიანი არ ეძებს შთაგონებას სხვებში და არ ცდილობს თავისი სიცარიელე პარტნიორით შეივსოს. პირიქით: ცდილობს, სხვებს გაუზიაროს ის, რაც აქვს. ინფანტილური ადამიანები ცდილობენ, უყვარდეთ სხვებს, მაგრამ თავად თავს არ იწუხებენ სიყვარულის გამოხატვით. საკუთარ წიგნში "The Road Less Traveled" ფსიქოლოგი მორგან პეკი ასეთ ქმედებას "ანტისიყვარულის ფორმას" უწოდებს.


ნუ გაგიკვირდებათ, თუ პარტნიორი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს იღებდა, რაც სურდა, მარტო დაგტოვებთ პრობლემებთან გასამკლავებლად.


image








5. სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ნებისყოფაა.


ცნობილი სიტყვები ქორწინების ფიციდან: "მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის დროს, სიმდიდრეში და სიღარიბეში" და ა.შ. ეს ფრაზები იმისთვის არსებობს, რომ წყვილმა, რომელსაც დაქორწინება უნდა, გაიაზროს, რომ სიყვარული მარტო გრძნობები არაა, ეს ურთიერთშეთანხმებული და დაფიქრებული გადაწყვეტილებაა.


მოზრდილი ადამიანების ურთიერთობის კომპონენტებია: საერთო მიზნები, ერთად ყოფნის გულწრფელი სურვილი, ენერგიისა და ყურადღების ფოკუსირება მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე - მაშინაც კი, თუ ეჭვი და ცდუნებები არსებობს.


თუ ყოველი ჩხუბის მერე ჩანთას ჩაალაგებთ და თქვენს პარტნიორს უკვე "ყოფილს" უწოდებთ, დაფიქრდით, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ურთიერთობა.


image








4. სიყვარულს მუშაობა სჭირდება.


იყავით გულწრფელი პარტნიორთან, იყავით ყურადღებიანი... შეიძლება ეს მოსაწყენად ჟღერდეს, მაგრამ ჰარმონიული ურთიერთობის საფუძველი სწორედ ამგვარი ქმედებებია. თუ გინდათ, რომ თქვენი ურთიერთობა და სიყვარული გაძლიერდეს, ბევრი უნდა იმუშაოთ ამისთვის.


თუ ყოველთვის ცხელ გულზე იმოქმედებთ, ეს ურთიერთობას დანგრევისკენ წაიყვანს.


image








3. სიყვარული პასუხისმგებლობაა.


პასუხისმგებლობა თვისებაა, რომელიც ზრდასრულს მოზარდისგან გამოარჩევს. კარგია, როცა გვერდით გყავთ ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ და ენდოთ, არა? ეს კი მოზარდებს არ ახასიათებთ.


ამიტომაც, თუ პარტნიორი ხშირად ამბობს "ამას რა მნიშვნელობა აქვს, ეს არაფერს ცვლის", შეიძლება ეს ნიშნავდეს იმას, რომ სერიოზული, გრძელვადიანი ურთიერთობისთვის მზად არაა.


image








2. გიყვარდეთ, ნიშნავს, პატივს სცემდეთ ერთმანეთის ინდივიდუალურობას.


ზრდასრულ ადამიანს თავისი მიზნები უკვე დალაგებული და საკუთარი თავიც ნაპოვნი აქვს, ამიტომაც მზადაა, პატივი სცეს სხვის ინტერესებს. ასეთი ურთიერთობები ძალდატანებისგან შორსაა: პარტნიორები თავისუფლებას აძლევენ ერთმანეთს და ყოველთვის ცდილობენ, კომპრომისს მიაღწიონ.


ადამიანები, რომლებიც მარტო თავიანთ ინტერესებზე ფიქრობენ და არ არიან მზად, გაითვალისწინონ სხვების, დიდ ხანს ვერ გაძლებენ ქორწინებაში.


image








1. სიყვარული ტკივილისგან არ დაგიცავთ.


ტკივილი და იმედგაცრუება ნორმალურია ცხოვრებაში და ჩვენს პარტნიორსაც ყოველთვის ვერ მოვთხოვთ, დაგვიცვას. ზოგჯერ, ნებით თუ უნებლიეთ, მათ გამოც გვეტკინება გული. მამაცები უნდა ვიყოთ, რომ გავუმკლავდეთ სირთულეებს და არ უნდა დავადანაშაულოთ სხვები. თუ ასე მოვიქცევით, ძალას საკუთარ თავში ვიპოვით და მთლიანად პარტნიორზე დამოკიდებული არ ვიქნებით, ურთიერთობა უფრო მყარი და ღრმა გახდება.



image



ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ჩვენ გავიგებთ, გავიაზრებთ და გავითვალისწინებთ ამ 7 რჩევას, ნამდვილად შევძლებთ კარგი და ძლიერი ურთიერთობის აწყობას. ისინი გვირჩევენ, არ ვიჩქაროთ ქორწინების ნაბიჯის გადადგმა, თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ან ჩვენი პარტნიორი შესაძლოა მზად არ იყოს. უმჯობესია, დრო გაატაროთ ერთმანეთის ჰობის, ოცნებების, პიროვნული ზრდის გაცნობასა და გაზიარებაში.



ეთანხმებით ექსპერტების აზრებს? გაგვიზიარეთ თქვენი ფიქრები❤






–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 6 მითი სიყვარულზე, რომლისაც ხალხს დღესაც სჯერ

2. სახალისო კომიქსები ყოფილ შეყვარებულებზე

3. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ფლირტის 10 სტრატეგია, რომელიც ყველას სასურველს გახდის

0
369
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0