x
image
_K_
Mediator image
12 მიზეზი, თუ რატომ არ გწერთ ბიჭი პირველი (მაგრამ მიწერილს ყოველთვის პასუხობს)

imageალბათ, ზოგჯერ გინდათ, უყვიროთ და ჰკითხოთ, რატომ იქცევა ასე. დაბნეული ხართ და ვერ გაგიგიათ, რატომ არასდროს გწერთ პირველი, მაგრამ ყოველთვის გპასუხობთ, როცა თქვენ წერთ. გონებაში ბევრი აზრი გიტრიალებთ და რას აღარ ფიქრობთ, რომ გაამართლოთ მისი ქცევა. მაგრამ სანამ დასკვნებს გამოიტანთ, რამდენიმე საკითხზე უნდა დაფიქრდეთ:


პირველ რიგში, გაარკვიეთ, რა სტატუსი აქვს თქვენს ურთიერთობას. თუ შეყვარებულები ხართ და ის არასდროს გწერთ, ეს წითელ დროშას ნიშნავს ურთიერთობაში, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ გარემოებებსაც, იქნებ პრობლემები აქვს ან ავადაა. მაშინვე ნუ იფიქრებთ, რომ მას აღარ მოსწონხართ.


როგორც წესი, ურთიერთობაში მყოფი მამაკაცი მაშინ წყვეტს მოწერას, როცა რაღაც აწუხებს; ცუდი კი ისაა, რომ ამის შესახებ არ გეტყვით. თუ უსიამოვნება ხვდებათ სამსახურში ან მეგობრებთან, მამაკცებს, როგორც წესი, ურჩევნიათ, ამაზე არ ისაუბრონ.


ამიტომაც ავიწყდებათ თქვენთვის მოწერა, მაგრამ როცა ინიციატივას იჩენთ, ისე გპასუხობთ, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა და არ უნდა, რომ მასზე ინერვიულოთ. შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასე ფიქრობენ კაცები.


მეორე შემთხვევა შეიძლება ასეთი იყოს: შეხვდით ბიჭს, მოგეწონათ, გაქვთ მიმოწერა, მაგრამ გულის სიღრმეში იცით, რომ მასში რაღაც არ მოგწონთ, რადგან პირველი არასდროს გწერთ. მისი ქცევის გამართლებას სხვადასხვა მიზეზით ცდილობთ, მაგრამ შეიძლება რეალურ მიზეზს საერთო არაფერი ჰქონდეს თქვენს ნაფიქრთან.


სტატიაში გაგაცნობთ 12 შესაძლო მიზეზს, თუ რატომ შეიძლება არ იჩენდეს ბიჭი ინიციატივას მიმოწერისას.








1. ამ მომენტში სხვა პრიორიტეტები აქვს

image

ეს იმას ნიშნავს, რომ აინტერესებთ, მაგრამ ამ მომენტში სხვა პრიორიტეტები აქვს და როცა საქმეს დაამთავრებს, დაგიბრუნდებათ. სხვა პრიორიტეტებს შეიძლება წარმოადგენდეს სამსახური, ოჯახი, შინაური ცხოველი, მეგობრები და ა.შ. ყველაზე ცუდი ნაწილი ისაა, რომ არ გეტყვით, რა ხდება მის ცხოვრებაში, რომ არ ინერვიულოთ.

თუ შეამჩნევთ, რომ მისი არმოწერის მიზეზი ესაა, ჰკითხეთ, რა ხდება მის ცხოვრებში. თუ რამდენჯერმე მიგანიშნებთ, რომ არ სურს ამაზე ლაპარაკი, დრო მიეცით საკუთარი თავისთვის და მასზე არ იღელვოთ.







2. მოსწონხართ, მაგრამ სხვებიც აინტერესებს

image

ეს მიზეზი პირველს ჰგავს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ პრიორიტეტს სხვა გოგონები წარმოადგენენ და არა - სამსახური ან ძაღლი. ზოგჯერ კაცები პრიორიტეტებს იმის მიხედვით ალაგებენ, ვინ რამდენად მისაწვდომია; ძნელად ხელმისაწვდომი კი ყოველთვის მეტად საინტერესოა მათთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მას სხვა გოგონები არ წერენ და თქვენ წერთ ხოლმე, ის მათ მისწერს, რადგან იფიქრებს, რომ თქვენ უკვე "გარანტირებული" ჰყავხართ და ეცდება, სხვების გული მოიგოს. ამ შემთხვევაში კაცი არ მოგწერთ იმიტომ, რომ იცის, თქვენ მისწერთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აინტერესებთ, მაგრამ სხვებიც აინტერესებს და დრო სჭირდება იმის გასააზრებლად, ვისთან როგორი ურთიერთობა უნდა სინამდვილეში.







3. დარწმუნებული არ არის თავის გრძნობებში

image

როცა კაცი დარწმუნებული არაა თავის გრძნობებში, მას დრო სჭირდება მარტო ყოფნისთვის და იმის გასააზრებლად, მართლა მოსწონხართ თუ არა. შეიძლება, მას ადრე ატკინეს გული და ეშინია, იგივე არ განმეორდეს. ამიტომაც არ გწერთ, არ უნდა, რომ ყველაფერი მეტად ჩახლართული გახადოს და უფრო დაიბნეს. როცა თქვენ სწერთ, ვერ გაიგნორებთ, რადგან არ უნდა, ყველაფერი გააფუჭოს. ორ წუთში კი საკუთარ თავთან ისევ წინააღმდეგობაში მოდის და ვერ გაუგია, რა უნდა თქვენგან.

ეს შემთხვევა შეიძლება დაუსრულებელი დაბნეულობის წრედ გადაიქცეს. კარგი იქნება, თუ მას პირდაპირ ჰკითხავთ, რა სჭირს ან მისცემთ დროს განსამარტოვებლად.







4. მიმოწერა არ მოსწონს, მაგრამ თქვენ მოსწონხართ

image

შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრ კაცს სულაც არ მოსწონს გაუთავებელი მიმოწერა. ისინი მარტივ მიმოწერას პაემნის დროის შესათანხმებლად, ინფორმაციის გასაცვლელად და გადაუდებელი შემთხვევებისთვის იყენებენ, როცა დარეკვა არ შეუძლიათ.

ბევრი გოგოსთვის რთულია ისეთ ბიჭთან ურთიერთობა, რომელსაც ყოველთვის თვითონ უნდა მისწეროს პირველმა. მაგრამ თუ კაცს ამის შესახებ ჰკითხავთ და გამოგიტყდებათ, რომ მიმოწერა არ უყვარს, ნუ ეცდებით მის შეცვლას, შეეგუეთ, როგორიც არის, ან გაუშვით.







5. ძალიან დაკავებულია იმისთვის, რომ პირველად მან იფიქროს მოწერაზე

image

შეიძლება, კაცი ძალიან დაკავებულია და სამსახურის გარდა ვერაფერზე ფიქრობს. ასეთ მამაკაცებს დრო არ აქვთ მიმოწერისთვის, მაგრამ თუ ნამდვილად მოსწონხართ, გამონახავენ დროს, რომ გიპასუხონ.

ამ ტიპის მამაკაცები სპეციალურად არ გაიგნორებენ, ეს სამსახურის ბრალია, ამიტომაც აფასებენ თქვენს ყურადღებას და ყოველთვის ცდილობენ, გიპასუხონ მიწერილზე; ამასთანავე, თავს ცუდად გრძნობენ იმის გამო, რომ თავად ვერ იჩენენ სათანადო ყურადღებას.







6. ძნელად მისაწვდომის როლს თამაშობს

image

კი, ზოგი კაცი მიუწვდომლის როლს თამაშობს, რათა უფრო სასურველი გახდეს თქვენთვის, ამიტომაც არ გწერთ პირველი, მაგრამ მიწერილზე ყოველთვის გპასუხობთ.

უცნაურია, მაგრამ ზოგი კაცი ნამდვილად ასე ფიქრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენზე მეტად საკუთარი თავითაა დაინტერესებული და ეგოისტია. ასეთ კაცებთან ყოველთვის გამოიჩინეთ სიფრთხილე!







7. იმიტომ არ გწერთ, რომ იცის, თქვენ მისწერთ

image

როცა საქმე მიმოწერას ეხება, ზოგ კაცს ეს, უბრალოდ, ეზარება. ისინი არ თამაშობენ ძნელად მისაწვდომის როლს და დროც აქვთ თქვენთან მოსაწერად, მაგრამ არ გწერენ, რადგან იციან, რომ თქვენ მისწერთ. ამ ტიპის მამაკაცები კომფორტულად გრძნობენ თავს იმით, რომ არაფერს აკეთებენ. სცადეთ მათი დაიგნორება გარკვეული დროით. ეს ერთადერთია, რითაც შეიძლება მიახვედროთ, რომ სულაც არ ხართ ისეთი ადვილი "ლუკმა", როგორიც ჰგონიათ.







8. ვალდებულების ეშინია

image

თუ მამაკაცი არასდროს გწერთ, მაგრამ თქვენს მიწერილს პასუხობს, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მას ვალდებულებების ეშინია. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, შეიძლება ზედმეტ ყურადღებას იჩენთ მის მიმართ და აკონტროლებთ, მას კი არ უნდა, დაკარგოს თავისუფლება და ფიქრობს, რომ ზედმეტად იჭრებით მის პირად სივრცეში.

ასეთ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია, აღარ მისწეროთ და დრო მისცეთ საფიქრელად.







9. ფიქრობს, რომ მიმოწერა არ გამოსდის

image

როცა საქმე მიმოწერას ეხება, ყველა კაცი როდია თავდაჯერებული. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არ გამოსდით და, უბრალოდ, თქვენ გელოდებიან. მათი აზრით, ეს უფრო უსაფრთხო და მარტივია.

თუ ამ ტიპის მამაკაცს ამოიცნობთ, ეცადეთ, რამენაირად წაახალისოთ, რომ გახსნილი იყოს თქვენთან, ჰკითხეთ რჩევა ან აზრი რამე საკითხზე.







10. თამაშობს ჩვეულებრივის როლს

image

"ძნელად მისაწვდომის" გარდა, "ჩვეულებრივად ყოფნა" თამაშის კიდევ ერთი სახეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მამაკაცს არ უნდა, ვალდებული იყოს, გწერდეთ და ელოდებოდეთ მის მოწერას. მას სურს, რომ არ ითვლიდეთ, რამდენჯერ მოგწერთ და რამდენჯერ მისწერთ თქვენ პირველი.

მიწერილზე ის ყოველთვის გიპასუხებთ, რადგან უნდა, იცოდეთ, რომ აინტერესებთ, მაგრამ ამასთანავე ხვდებოდეთ, რომ უფრო სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ არის.







11. არ აინტერესებთ

image

ზოგ კაცს შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეთ და ზრდილობის გამო პასუხობდეს თქვენს მიწერილს. თუ ამჩნევთ, რომ მისი პასუხები "კი" და "არა"თი შემოიფარგლება და ყოველთვის უარს გეუბნებათ სადმე წასვლაზე, ცხადია, არ აინტერესებთ.

სცადეთ, ცოტა ხნით აღარ მისწეროთ და თუ არაფერი შეიცვლება, თუ არ მოგიკითხავთ, აჯობებს, შეეშვათ.






12. ინტროვერტია

image

თუ თქვენთვის სასურველი მამაკაცი ინტროვერტია, დიდია იმის შანსი, რომ თავისი ბუნების გამო არ მოგწეროთ პირველმა. ექსტროვერტებისგან განსხვავებით, ინტროვერტებს დრო სჭირდებათ ვინმესთან გასახსნელად და ინიციატივის ასაღებად. ამიტომაც ამჯობინებენ, სახლში დარჩნენ, სანამ ვინმე არ მიუკაკუნებთ კარზე, ანუ სანამ ვინმე არ მისწერთ პირველი.

ინტროვერტების დადანაშაულება ამ საკითხში სწორი არ არის, რადგან ასეთი ქცევა მათი ბრალი არაა. ასეთ მამაკაცებს, რაც უფრო მოსწონხართ, უფრო ნერვიულები ხდებიან და უფრო ეშინიათ, რამე არ შეეშალოთ.

იმისთვის, რომ გაიგოთ რეალური მიზეზი, თუ რატომ არ გწერთ მამაკაცი პირველი, მის პიროვნულ თვისებებს, წარსულს, სხეულის ენას და მისწრაფებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. შეიძლება, ეს საკითხები არასაჭიროდ გეჩვენებათ, მაგრამ დიდი სურათის შესაქმნელად სწორედ პატარა დეტალები უნდა გაითვალისწინოთ.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. შესაძლებელია თუ არა, ვინმეს განზრახ შეაყვაროთ თავი? - მეცნიერება ამბობს, რომ კი

image


2. ეს 10 რამ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავს

image


3. 6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას

image


0
768
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
768
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0