x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
6 მითი სიყვარულზე, რომლისაც ხალხს დღესაც სჯერა

image

მითების დამსხვრევა რთულია. ხშირად ისეთი რაღაცის გვჯერა, რისი მტკიცებულებაც არ გვაქვს. სიყვარულიც არაა გამონაკლისი, ზოგიერთი თანამედროვე სტერეოტიპი მის შესახებ შესაძლოა საზიანო იყოს ურთიერთობებისთვის. მაგრამ, თუ ამ მცდარი წარმოდგენების შესახებ გეცოდინებათ, ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ და მომავალში სანანებელიც ნაკლები გექნებათ.


სტატიაში გთავაზობთ 6 ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპს, რომელიც შესაძლოა გზაზე გადაეღობოს თქვენს ბედნიერებას.





1. საპირისპირო ხასიათები კარგია ერთმანეთის "შესავსებად".

ეს ფრაზა საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ დამტკიცებულია, რომ სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს.


სხვათა შორის, წყვილები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში აქვთ ურთირთობა, ამბობენ, რომ თავიდანვე უფრო მეტი საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან, ვიდრე განმასხვავებელი ნიშანი.

პირველი შეხვედრიდანვე სხვა ადამიანში ის თვისებები იქცევს ყურადღებას, რაც თქვენ უკვე გაქვთ. საერთო მახასიათებლები იმის ნიშანია, რომ ჰარმონიული ცხოვრება გელით მომავალში.

ამას გარდა, დამტკიცებულია, რომ წყვილები საერთო ღირებებულებებითა და პირადი თვისებებით უკეთესი მშობლები არიან, ვიდრე წყვილები საპირისპირო ინტერესებით.

image





2. მე მათი შეცვლა შემიძლია.

თუ ჯერ კიდევ გჯერათ, რომ თქვენი პარტნიორის შეცვლას შეძლებთ, დაივიწყეთ. რა თქმა უნდა, ურთიერთობა გავლენას ახდენს პიროვნების ჩვევებზე, მაგრამ არსებობს ფუნდამენტური თვისებები, რომლებსაც, უბრალოდ, ვერ შეცვლით, რაც არ უნდა ეცადოთ.

ამიტომ, გიყვარდეთ თქვენი პარტნიორი ისეთი, როგორიც არის, ან ეცადეთ კარგი დაინახოთ მის ამა თუ იმ ქცევაში და თავადაც სცადოთ.

უკიდურეს შემთხვევაში კი, თუ ისეთ პარტნიორზე ოცნებობთ, ვინც თქვენს ინტერესებსა და ღირებულებებს იზიარებს, აჯობებს, სხვა იპოვოთ.

image





3. ქორწილამდე ერთად ცხოვრება კარგია ერთმანეთის უკეთ გასაცნობად.

ეს ქმედება, როგორც ჩანს, ინტუიციურია. ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიც ქორწინებაა, ადამიანის უკეთესად გაცნობაა საჭირო, მაგრამ მუდმივად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სულაც არაა საუკეთესო გზა.

წყვილი თანხმდება ერთად ცხოვრებაზე და შესაძლოა, მშვენივრადაც გაატარონ დრო, მაგრამ ქორწინება რამდენიმე დღეში მაინც ვერ გადაწყდება. ამას გარდა, მშობლები იწყებენ მსგავსი კითხვების დასმას: "რატომ არ ქორწინდებით? რა გაბრკოლებთ, თქვენ ხომ უკვე ისედაც ერთად ცხოვრობთ".

ეს წყვილის ურთიერთობას უფრო დაძაბავს და უფრო გაუჭირდებათ დაქორწინების გადაწყვეტილების მიღება.

მომავალში შესაძლოა დაშორდნენ ან უკმაყოფილება იგრძნონ თავიანთი ნაადრევი ნაბიჯის გამო.

ამიტომაც, საუკეთესო გამოსავალია, წყვილმა მოითმინოს, სანამ ორივე მათგანი იქნება მზად თანაცხოვრებისთვის.

image





4. თქვენი მეორე ნახევარი სადღაც შექმნილია სპეციალურად თქვენთვის.

ბევრი ადამიანი ოცნებობს, იპოვოს პარტნიორი, რომელიც იდეალურად შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არავინ შეგვესაბამება, მაგრამ წყვილი ერთმანეთისთვის იდეალური ნელ-ნელა ხდება, ჰარმონიული და ბედნიერი თანაცხოვრებისას.

გარდა ამისა, იმაზეც იფიქრეთ, რომ დედამიწაზე, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, ერთზე მეტი ადამიანი შეიძლება შეგეფერებოდეთ. ეს ლოგიკაა.

ამბობენ, იდეალური მეორე ნახევარი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც თქვენნაირი ღირებულებები აქვსო, მაგრამ მხოლოდ გრძელვადიანმა სიყვარულმა და ბევრი დაბრკოლების ერთად გადალახვამ შეიძლება გათქმევინოთ, რომ თქვენს გვერდით ნამდვილად იდეალური მეორე ნახევარია.

image






5. სიყვარულს ლიმიტი აქვს და ოდესმე მთავრდება.

ადამიანები, ვინც ამას ამტკიცებენ, ცდებიან. ნიუ იორკის სტონი ბრუკის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ახალბედა წყვილის გრძნობები ისეთივე ძლიერი შეიძლება იყოს, როგორიც 10-დან 29 წლამდე დაქორწინებულების. მოხალისეების ტვინები, რომლებიც კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ, ორივე შემთხვევაში პარტნიორის ფოტოებზე ერთნაირად რეაგირებდნენ.

თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ სამუდამო სიყვარული მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა პარტნიორები ერთმანეთზე ზრუნავენ, პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს და ერთად წყვეტენ საკუთარ პრობლემებს.

image





6. ერთი ნახვით შეყვარება არსებობს.

ეს მითი საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ არა - ზუსტი.

კვლევამ აჩვენა, რომ როცა ქალი მამაკაცს პირველად ხედავს, 6-ჯერ მაინც უნდა გადაავლოს თვალი იმის გადასაწყვეტად, ნამდვილად მოსწონს თუ არა.

მწერალ ალი კემპბელის თქმით კი, ქალის ქვეცნობიერს ამისთვის 45 წამი სჭირდება.


image




დაამსხვრიეთ სტერეოტიპები და დატკბით სიყვარულით.

ბედნიერებას გისურვებთ!


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის

2. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ფლირტის 10 სტრატეგია, რომელიც ყველას სასურველს გახდის

3. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

/

0
1352
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0