x
image
_K_
მეცნიერებმა ქორწინების ყველაზე ბედნიერი და რთული წლები დაასახელეს
ყველა წყვილი ვერ აცნობიერებს იმას, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ორივე პარტნიორის მხრიდანაა საჭირო ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობები. მონაცემების მიხედვით, ევროპაში დაახლოებით 950 000 ქორწინება (2.1 მილიონიდან) განქორწინებით სრულდება. Slater and Gordon Lawyers-ის კვლევამ დაადგინა, ქორწინების რომელი წლებია ყველაზე ბედნიერი და ყველაზე რთული წყვილისთვის. სტატიაში განვიხილავთ ფაქტორებს, რომლებიც შესაძლოა გახდეს განქორწინების მიზეზი.








3 წელი

image


არსებობს აზრი, რომ სიყვარული მხოლოდ 3 წელს ცოცხლობს, რის შემდეგაც წყვილი შორდება ან მათი ურთიერთობა უარესდება. სინამდვილეში, სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ პარტნიორები ერთმანეთს უფრო აფასებენ და უფრო კომფორტულად გრძნობენ ერთად თავს.


ასევე, დიდი იმის შანსი, რომ ქორწინების მესამე წელს წყვილს შვილის ყოლა უნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა ძლიერდება. კვლევის მიხედვით, ქორწინების მესამე წელი ყველაზე ბედნიერად მიიჩნევა.









5 წელი


image

პირველი სერიოზული პრობლემები პარტნიორების ცხოვრებაში შესაძლოა ქორწინების მეხუთე წელს დაიწყოს. ამ პერიოდში ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან და ბევრი ზრუნვა სჭირდებათ. ადვილი კი ნამდვილად არ არის ამის შეთავსება მუშაობასთან, სახლის საქმეებთან და ყოველდღიურ პრობლემებთან.


უმეტეს შემთხვევაში 5 წლის მერე ხდება ხოლმე, წყვილები რომ დაშორებაზე იწყებენ ფიქრს და ადვოკატებთან მიდიან. ამიტომ, კვლევის მიხედვით, ქორწინების მეხუთე წელი ყველაზე რთულად მიიჩნევა.









7 წელი

image


თუ წყვილი 5 წელი გაძლებს ერთად, წინ შემდეგი დაბრკოლება აქვთ გადასალახი. ქორწინების მეშვიდე წელს ხშირად ეძახიან "კედელს". ამ დროისთვის ოჯახური ცხოვრება რუტინა ხდება. შეიძლება ასევე არსებობდეს ფინანსური პრობლემები, შვილების პრობლემები და დავები სახლის საქმეების განაწილებასა და სხვა წვრილმანებზე.


ეს ძალიან რთული პერიოდია. თუ წყვილი ამასთან გამკლავებას მოახერხებს, მათ წინ ძლიერი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ელით.









ახლა კი გაფრთხილება: თუ ძლიერი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, თავიდან აიცილეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები

image


✸ გაბერილი მოლოდინები. გაირკვა, რომ წყვილები უმეტესად გაზაფხულზე და შემოდგომაზე შორდებიან. მანამდე ისინი ცდილობენ, ქორწინებას მეორე შანსი მისცენ. ხოლო თუ არაფერი გამოვა, განქორწინება გარდაუვალია.


✸ სიჩუმე პრობლემებზე. სპეციალისტები ექსპერიმენტის ფარგლებში ახალგაზრდა წყვილს დააკვირდნენ, საიდანაც დამტკიცდა, რომ ფილმებზე საუბარსაც კი შეუძლია ნახევრამდე შეამციროს განქორწინების რისკი. ასე რომ, პრობლემებზე გულახდილად საუბარმა შესაძლოა მართლაც გადაარჩინოს ქორწინება.


✸ ურთიერთობის გამყარების უუნარობა. მეტი დედმამიშვილი განქორწინების ნაკლებ რისკს ნიშნავს ზრდასრულობის ასაკში. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდ ოჯახებში გაიზარდნენ, ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების უკეთესი უნარი აქვთ. ეს უნარი კი შეიძლება მათ ქორწინების გადარჩენაში დაეხმაროთ.


✸ მოსმენის სურვილის არქონა. თუ პარტნიორებს ჩხუბის დროს ერთმანეთის მოსმენა არ შეუძლიათ, მაშინ განქორწინების რისკი ბევრად მაღალია.


✸ სოციალურ ქსელებში ცხოვრება. ცოტა არაა ცოლ-ქმარს შორის ფეისბუქის ან თვითერის გამო ისეთი სერიოზული კამათი, რომელსაც განქორწინება მოჰყოლია.


✸ ფინანსური დავა. წყვილი, რომელიც ბევრს კამათობს ფულზე, განქორწინების მეტი რისკის წინაშე დგას, მაშინაც კი, თუ ორივე პარტნიორის შემოსავალი საკმაოდ მაღალია.


✸ განათლების დაბალი დონე. კვლევებმა აჩვენა, რომ საცხოვრებელი ქვეყნის, გენდერისა და ყველაფრის მიუხედავად, განათლებულ წყვილებს შორის განქორწინების შემთხვევები ნაკლებია.



ეცადეთ, ნაკლები შეცდომები დაუშვათ და ბედნიერი ქორწინება გექნებათ!

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს წყვილები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს

image


2. ურთიერთობაში ღალატის რისკი რომ შეამციროთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები!

image


3. როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა - 9 რჩევა ფსიქოლოგებისგან

image


0
2631
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0