x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
აბიტურიენტებისათვის - გაიგეთ რომელი უნივერსიტეტი იზრუნებს თქვენს განვითარებასა და დასაქმებაზე

image

2014 წლის თებერვლის თვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ აბიტურიენტი ვიყავი, უნდა ამერჩია უნივერსიტეტი, სადაც სწავლას გავაგრძელებდი. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ჩაბარება. მალევე დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და ახლა როცა უამრავი აბიტურიენტი არჩევანის წინაშეა, მინდა მცირეოდენი დახმარება გავუწიო მათ (ისევე, როგორც მე დამეხმარენ სხვები) და მივაწოდო მეტი ინფორმაცია ჩემი უნივერსიტეტის შესახებ. გარდა ჩემი გრძნობებისა (რომელზეც უკვე ვისაუბრე წინა სტატიაში), მინდა გაგიზიაროთ ოფიციალური ინფორმაცია უნივერსიტეტზე და ამისათვის მივმართე ჩვენი უნივერსიტეტის პრორექტორს საზოგადოებასთან და საზღვარგარეთთან ურთიერთობის დარგში, ქალბატონ თამარ ჯანგულაშვილს, რომელიც უფრო დაზუსტებით მოგვაწვდის ინფორმაციას.

image

- ქალბატონო თამარ, როგორ განათლების სისტემას პირდებით ახალგაზრდებს?

- თანამედროვე, სიახლეებზე ორიენტირებული თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს ჰპირდება არა მარტო ხარისხიან განათლებას, არამედ მუდმივად ცდილობს, ახალგაზრდებს განუვითაროს პროფესიული უნარები ტრენინგებით, რომლებსაც ატარებენ გამოცდილი ტრენერები და პრაქტიკოსი მეწარმეები, ასევე პრაქტიკისა და სტაჟირებების შეთავაზებით პროგრამების ფარგლებში. ყოველკვარტალურად უნივერსიტეტი ატარებს დასაქმების ფორუმს, სადაც მონაწილეობას იღებენ წამყვანი კომპანიები სხვადასხვა სფეროდან. სტუდენტებს ვპირდებით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ჩართვას საუნივერსიტეტო და გარე დასაქმების პროგრამებში, შეღავათს სწავლის გადასახადში, სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით, საუკეთესო აკადემიური მოსწრების აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში მაღალ ქულებს მიიღებენ და მოხვდებიან ჩვენს უნივერსიტეტში, ყოველწლიურად 5%-ით შეუმცირდებათ სწავლის გადასახადი, რაც გაზრდის მოტივაციას სტუდენტებში.

უნივერსიტეტის ახალი პროექტია სოციალური ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც გულისხმობს სტუდენტების ჩართვას სოციალური პროექტების განხორციელებაში, ახალგარზდებში სოციალური მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარება.

მეორე წელია ვახორციელებთ აბიტურიენტთა მომზადების პროექტს - „ABITURIENT“. აბიტურიენტებს საშუალებას ვაძლევთ მინიმალური თანხით მოემზადონ ნებისმიერ საგანში ეროვნული გამოცდებისთვის.

- რომელ ქვეყნებში გაქვთ გაცვლითი პროგრამები და რას მოიცავს?

- უნივერსიტეტი ჩართულია ერაზმუს+ გაცვლით პროექტებში, რაც გულისხმობს, რომ ერთი სემესტრის მანძილზე სტუდენტები და აკადემიური პერსონალი პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ და ასწავლიან, იძენენ ცოდნას და გამოცდილებას, იმაღლებენ კვალიფიკაციას. ამჟამად ჩვენთან სწავლობენ სტუდენტები რუმინეთიდან და პოლონეთიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში. მსგავს პროექტებს ვახორციელებთ პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხეთის, ბრიტანეთის, იტალიის და ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად.

ამჟამად, უნივერსიტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო სტუდენტურ ორგანიზაციასთან, „AIESEC საქართველოსთან“. აღნიშნული ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს ჩვენს უნივერსიტეტში და მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ საშუალება უფასოდ ჩაერთონ ერთთვიან სტაჟირების პროგრამაში და გაემგზავრონ ევროპის ქვეყნებში. ამჟამად, აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები იმყოფებიან გაცვლითი პროექტებით იტალიის, ჩეხეთის და პოლონეთის ქვეყნებში.

- რა ღონისძიებებს ატარებთ უცხოელი სტუდენტების მხარდასაჭერად და მოსაზიდად?

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი თანამშრომლობს უცხოურ სააგენტოებთან. ყოველწლიურად აღნიშნულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო გამოფენებში. ასევე ჩვენ ვებ-გვერდზე სპეციალური გვერდის საშუალებით უცხოელ აპლიკანტებს საშუალება აქვთ მიიღონ დეტალური ინფორმაცია, დაგვიკავშირდნენ და მიიღონ პასუხები კითხვებზე ონლაინ რეჟიმში. ამჟამად ქართველ სტუდენტებთან ერთად, ჩვენთან სწავლობენ სტუდენტები აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან.

2018 წლის გაზაფხულის სემესტრიდან უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს საკუთარ საერთო საცხოვრებელში უმასპინძლებს, რაც გაზრდის უცხოელი სტუდენტების ინტერესს ისწავლონ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.

რას ვთავაზობთ უცხოელ სტუდენტებს? ხარისხიან განათლებას, მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას და სწავლის პერიოდში საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტების დასაქმებას უნივერსიტეტში.

როგორც ხედავთ, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ხარისხიან განათლებას და მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას გპირდებათ.

აბიტურიენტებს წარმატებებს და ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ. გელით თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში!

image

0
32
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0