x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138484
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512138
რატომ აღინიშნება ვალენტინობის დღესასწაული?
წლებია, რაც ვალენტინობის დღესასწაული აღინიშნება სრულიად მსოფლიოს მასშტაბით. ეს დღე სიყვარულის დღედ მიიჩნევა. 14 თებერვალს შეყვარებული წყვილები სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს ჩუქნის ერთმანეთს და ამით თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ.


საზოგადოებაში, როგორც ყოველთვის, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. ერთ ნაწილს მოსწონს ეს დღე, დღესასწაული, როდესაც მათ შეუძლიათ, საკუთარი გრძნობების გამოხატვა და საყვარელი ადამიანის გახარება. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სიყვარულის გამოხატვას კონკრეტული დღე არ სჭირდება და მის გასაცემად ყველა დღე "დღესასწაულია".

image


სინამდვილეში რა არის ვალენტინობა? რატომ ასოცირდება იგი სიყვარულთან და შეყვარებულ წყვილებთან? საიდან იღებს ეს დღესასწაული სათავეს?



ვალენტინობის დღის აღნიშვნა მეხუთე საუკუნეში, რომში დაიწყო. ეს დღე წმინდა ვალენტინის ხსენების დღე იყო და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.


გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი იყო უბრალო მღვდელი. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა კლავდიუს მეორემ აკრძალა ქორწინება იმ მიზნით, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არ ჰყავდა ოჯახი, უფრო უკეთ ემსახურებოდა სამშობლოს, ვალენტინი შეყვარებულ წყვილებს ეხმარებოდა ჩუმად დაქორწინებაში. მალე ეს ამბავი ქალაქში გავრცელდა და მღვდელი დაიჭირეს. სიკვდილის წინ მას ზედამხედველის ქალიშვილი ჩაუვარდა გულში და მისწერა სასიყვარულო ბარათი, რომელიც შემდეგ ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში დაკრძალეს.


ძველ რომში 14 თებრვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია - ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი მიძღვნილი დღესასწაული. ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, რომლთაც ტყავებს აძრობნენ და მათრახებს აკეთებდნენ. ამ მათრახებით შიშველი ახალგაზრდა მამაკაცები ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქის ქუჩებში. ამ რიტუალით სწამდათ, რომ ქალები უფრო ნაყოფიერნი გახდებოდნენ და ბევრ შვილს გააჩენდნენ. 494 წელს პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ამ დღესასწაულის აღნიშვნა და იგი ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის დღით.


image


ამჟამად ვალენტინობას, როგორც საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ. კათოლიკურ ეკლესიაში 1969 წლის რეფორმის შემდეგ ეს დღესასწაული აღარ აღინიშნება. მართმადიდებლურ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღე კი 19 ივნისია.


14 თებერვლის რომანტიკულ სიყვარულთან ასოცირებას სათავე ჯეფრი ჩოსერმა დაუდო შუა საუკუნეების მიწურულს.


image



P.S. გილოცავთ მათ, ვინც აღნიშნავთ ამ დღეს და მათაც, ვისაც სიყვარულისთვის კონკრეტული დღეები არ სჭიდება!

დაე, თქვენი ცხოვრების ყოველი დღე სიყვარულით და ბედნიერებით ყოფილიყოს სავსე!


image





0
378
6-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0