x
მეტი
  • 20.08.2018
  • სტატია:79616
  • ვიდეო:332325
  • სურათი:436886
გოგომ ბიჭი ფულის გამო მიატოვა,რაც სანანებლად გაუხდა! - მორალი: წარმატება ყველაზე დიდი შურისძიებაა!

image მინდა მოგითხროთ ერთი ამბავი, რომელიც ნამდვილია, თუმცა წარმოუდგენელი რომ არაფერია ამაში თქვენც დარწმუნდებით.

იყვნენ შეყვარებულები, უფრო სწორად ბიჭს ძალიან უყვარდა გოგო, მაგრამ მას არც ისე აინტერესებდა მისი სიყვარული...

ერთხელ როდესაც როგორც ყოველთვის ისინი ბაღში შეხვდნენ, გოგომ რესტორანში შესვლა შესთავაზა, და აღმოჩნდა რომ ბიჭს არ ქონდა რესტორანში დასაპატიჯებელი ფული.მასაც ყელში ამოუვიდა და ეუბნება!

-''ფული არ გაქვს, არც რესტორანში მპატიჟებ, ან საერთოდ რა გაცვია?

შენ იმიჯს თუ არ უფრთხილდები, იქნებ ჩემი იმიჯის გამო ნორმალურად ჩაიცვა?'''

-''არა გთხოვ, ნუ მეჩხუბები, ხო იცი როგორ მიყვარხარ, რაც მქონდა ფული საჭმელში და ქირაში დამეხარჯა,

გპირდები შემდეგ კვირას იქ წავალთ სადაც შენ მეტყვი!'' - ემუდარებოდა ბიჭი გაცეცხლებულ გოგოს, გოგო კი არ ცხრებოდა:

-'არა, არ ღირს ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება, წადი და შენი შესაფერისი

გოგო ნახე, რა გაცვია, შენი თავისთვის ვერ მოგივლია, ვერ მომცემ ისეთ ცხოვრებას როგორიც მინდა, ჯობია დავშორდეთ!'' - უთხრა გოგომ და ისე წავიდა, რომ არც დაემშვიდობა.

imageბიჭმა ძალიან განიცადა...რამოდენიმე თვე, წელიც...მაგრამ გავიდა დრო, ფეხზე წამოდგა, ბიზნესი დაიწყო და სულ ყოფილი შეყვარებულის სიტყვები უტრიალებდა თავში: -''რა გაცვია, შენი თავისთვის ვერ მოგივლია, ვერ მომცემ ისეთ ცხოვრებას როგორიც მინდა!'' ეს უფრო სტიმულს აძლევდა და საკმაოდ ბევრს მიაღწია ცხოვრებაში, საკუთარი კომპანია ჰქონდა.

ერთხელაც, როდესაც ძვირადღირებულ კაფეში შევიდა (რათქმა უნდა როგორც ბიზნესმენს შეეფერება ისე გამოწყობილი) სადაც მის კომპანიაში მომუშავე ერთ-ერთი მენეჯერის ოჯახი უნდა გაეცნო და მაგიდისკენ მიდიოდა, იგრძნო რომ ვიღაც უყურებდა და ნაცნობი ხმაც მოესმა:

- ''მაიკლ, ეს შენ ხარ? აქ რა გინდა?ლატარია მოიგე?''

მიიხედა და მისდა გასაოცრად ყოფილი შეყვარებული დაინახა, რომელსაც ძველებურად ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

-''იცი, მე გავთხოვდი, ჩემი ქმარი სამშენებლო კომპანიის მენეჯერია, ხელფასი იმდენი აქვს ყველლაფერს მისრულებს და ყოველდღე აქ დავდივართ...''- არ ჩერდებოდა გოგო.

ბიჭი გაკვირვებული მისჩერებოდა და უსმენდა გოგოს, ბოლოს ჩაეღიმა და ეს ესაა წასვლას აპირებდა რომ უკან კვლავ ნაცნობი ხმა მოესმა:

-''სერ, უკვე მოხვედით? გაიცანით ჩემი მეუღლე? მოდი, შემოგვიერთდით.'' და იგი მის ყოფილ შეყვარებულთან დაჯდა.

ბიჭი ამ სიტუაციამ მთლად დააბნია, ვერც კი გაეგო დამჯდარიყო თუ წასულიყო...და მასზე უფრო გაკვირვებული გოგო იყურებოდა.ბოლოს უხერხულად მიუჯდა მაგიდას.

--''აი ესაა ჩემი ბოსი, რომ გითხარი კარგი კაცია და უნდა გაგაცნოთქო, ადრე ფულის გამო ვიღაც გოგოს მიუტოვებია, ალბათ ეხლა ის გოგო როგორ ნანობს და თავში ირტყავს ხელებს, რომელი სულელი მიატოვებდა...''-არ ჩერდება და აქებს და ადიდებს კაცი მაიკლს.

მაიკლს სიტყვა არ უთქვამს, მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი შეყვარებულის რეაქციის ყურებით ტკბებოდა რომელსაც აშკარად ეტყობოდა თავისი ''ძველი'' სიტყვები ტვინში ურტყავდა!ბოლოს, მაიკლმა ჩაიღიმა, უხმოდ შეტრიალდა და წავიდა!

imageP.S.გიყვარდეს ის წმინდა გულისა და წრფელი გრძნობების გამო, და არა ფულის გამო!ნუ იტანჯები იმისთვის ვინც მიგატოვა!დაე ეს ტანჯვა გამოიყენე წარმატების მისაღწევად! წარმატება ხომ ყველაზე დიდი შურისძიებაა!

და ბოლოს, ამ ისტორიის ვიდეო ვერსია!



0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0