x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ჭირვეულის მორჯულება, ანუ როგორ ვმართოთ გაკვეთილზე მოსწავლეთა ქცევა (რჩევები დამწყები პედაგოგებისთვის)
image


ქეთი ახალბედა პედაგოგია, იგი საკლასო ოთახის ცენტრში დგას, მისი თვალებიდან მონაცვლეობით გამოკრთის ბრაზი და მუდარა... ხედავს, გიორგი გამუდმებით ესაუბრება მის გვერდით მჯდომ მოსწავლეს, ნინი ხატავს და მასწავლებლის თხოვნას, შეწყვიტოს ხატვა, ყურამდეც არ უშვებს, ლუკა კი ჩაფიქრებული გაჰყურებს სივრცეს...

ქეთის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები ახსენდება და სასოწარკვეთილება იპყრობს...

როგორ მოვიქცეთ უიმედობამ რომ არ შეგვიპყროს?

გთავაზობთ რამდენეიმე რჩევას პირადი გამოცდილებიდან:


რჩევა 1

შეინარჩუნეთ სიმშვიდე !

ღრმად ჩაისუნთქეთ, დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ შეუძლებელი არაფერია!

მოსწავლემ უნდა იგრძნოს რომ თქვენ, თქვენი გაკვეთილის უპირობო ლიდერი ხართ!

თქვენ აქამდეც იცოდით, ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია. სწორედ ესაა ის მარცვალი, რაც აიძულებს მასწავლებელს განვითარდეს, საკუთარ თავზე იმუშაოს...

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი მოსწავლეებს, თქვენ წინაშე განსხვავებული ინდივიდების მთელი ჯარია. გილოცავთ, თვენ ჯეკპოტი მოიგეთ! წინ, ჯერ დაუპყრობელი მწვერვალებისკენ!


რჩევა 2

მიეცით თავისუფლება!

მიეცით მოსწავლეებს საშუალება, წარმოაჩინონ საკუთარი თავი...

შესთავაზეთ მათ, რამდენიმე წუთის განმავლობაში დაკავდნენ სასურველი საქმიანობით.


თქვენ კი გეძლევათ საშუალება, დააკვირდეთ მათ, აღმოაჩინოთ მოსწავლეთა თავისებურებები. გააკეთეთ ჩანაწერები, რაც მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში დაგეხმარებათ, მაგალითად: ნინი გამუდმებით ხატავს, გიორგი საუბრობს, ლუკას უჭირს ყურადღების კონცენტრირება...

დაფიქრდით, როგორ შეიძლება გამოიყენოთ მათი ინდივიდუალიზმი აქტივობების დაგეგმვის პროცესში?


რჩევა 3

აგრძნობინეთ მოსწავლეებს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად!


სადღესასწაულოდ ახარეთ მოსწავლეებს, რომ თქვენ აირჩევთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც დაგეხმარებიან გაკვეთილის წარმართვაში... დამერწმუნეთ, მოსწავლეთა უმეტესობა სურვილს გამოთქვამს, გახდეს თქვენი დამხმარე...

გილოცავთ, თქვენ უკვე გამოიწვიეთ მოსწავლეებში ინტერესი!

სთხოვეთ ნინის, დაფაზე დახატოს ვარსკვლავები (ღრუბლები, ყვავილები, წრეები....), ლუკამ ვარსკვლავებში ჩაწეროს თქვენ მიერ ნაკარნახევი რიცხვითი გამოსახულებები, გიორგის მოსწავლეებისთვის გამოსახულებების წაკითხვა დაავალეთ..

მაშასადამე, ნინიმ, გიორგიმ და ლუკამ უკვე იციან, რომ შეუძლიათ თქვენს გაკვეთილზე დრო საინტერესოდ გაატარონ!


რჩევა 4.

შეინარუნეთ მოტივაცია...

შეპირდით მათ, რომ სხვა მოსწავლეებსაც მისცემთ საშუალებას, დაგეხმარონ. უთხარით, რომ შემდეგ გაკვეთილზე დააკვირდებით მათ ქცევას . გააცანით, რა კრიტერიუმებით აარჩევთ შემდეგ მოსწავლეებს... მსგავსი საუბრები დაგეხმარებათ არამხოლოდ მოსწავლეთა მოტივაციის ზრდასა და შენარჩუნებაში, არამედ გაკვეთილზე ქცევის წესების განმტკიცებაში. (თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გაკვეთილზე ქცევის წესები შემუშავებული, დაუყონებლივ შეიმუშავეთ ისინი, მუშაობის პროცესში კი, აქტიურად ჩართეთ მოსწავლეები და გაითვალისწინეთ მათი აზრი. )


რჩევა 5.

თვითშეფასება

შეაფასეთ საკუთარი თავი!

დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები: “ რა გამომივიდა დღევანდელ გაკვეთილზე კარგად?“, “რის გაკეთება შეიძლებოდა სხვაგვარად?’’ - უპასუხეთ კითხვებს გულახდილად, გახსოვდეთ რომ, წინ კიდევ ბევრი მწვერვალი გელით!

სოფიო ომიაძე






2
106
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ომიაძე
სოფიო ომიაძე
106
  
2018, 29 იანვარი, 20:03
მადლობა :)
2018, 28 იანვარი, 23:15
ძალიან კარგი სტატიაა, ყოჩაღ!
0 1 2