x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პამელა ანდერსონი თავისზე 18 წლით უმცროს საყვარელს ცოლად მიჰყვება
image

50 წლის მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი ლოს-ანჯელესიდან მარსელში გადაბარგდა თავის საყვარელთან, 32 წლის ფეხბურთელ ადილ რამისთან.გამოცემა TMZ-ს მტკიცებით წყვილი დაქორწინებას აპირებს.


მტკიცებულებად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ პამელა რამდენიმე დღის წინ იყო საიუველირო მაღაზია Chrome Hearts-ში, სადაც ნიშნობის რგოლი შეიძინა, ამასთანავე მოდელი იოლად შეელია ამერიკას, მალიბუში სახლი გააქირავა თვეში 40 000 დოლარად, ხოლო სულ ერთი ჩემოდანი პირადი ნივთებით და საყვარელი ოქროსფერი როტვეილერით, სახელად ზუზუ, საფრანგეთში გამოუტია.


უფრო ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში პამელამ აღნიშნა, რომ მას სავსებით აკმაყოფილებს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრება, რადგან დროის ნაწილს უთმობს იმას, ვინც მისთვის მნიშვნელოვანია და სულაც არ ეუხერხულება თვრამეტწლიანი სხვაობა, რადგან იგი არ გრძნობს თავს 50 წლის ქალივით.



პამელამ და ადილმა 2017 წელს კანის ფესტივალზე გაიცნეს ერთმანეთი, მოდელმა ფეხბურთელს თავის შვილებიც გააცნო, 21 წლის ბრენდონი და 20 წლის დილანი.

image

შეგახსენებთ, პამელა ანდერსონი განსაკუთრებით პოპულარული იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, იგი იმ წლებში რამდენჯერმე „პლეიბოის“ გარეკანზე გამოჩნდა, ასევე მაყურებლებს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ტელესერიალიდან "მაშველები".

image

რაც შეეხება ფეხბურთელ ადილ რამის, იგი წარმოშობით მაროკოდანაა, ამჟამად მარსელის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავს, არის საფრანგეთის ნაკრების წევრი, 2016 წელს აიღო უეფას თასი(ესპანეთის "სევილიასთან" ერთად), ხოლო 2010/11 წლებში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

image

imageიხილეთ აგრეთვე

0
167
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0