x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
დავით ზურაბიშვილი სკოლებში რელიგიის სწავლების აღდგენის წინააღმდეგია

image

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი სკოლებში რელიგიის შესაძლო სწავლების აღდგენის წინააღმდეგია.ამის შესახებ პოლიტიკოსი "ფეისბუქის " საკუთარ გვერდზე წერს:

"გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ეს მოხდა, რელიგიის ისტორია როგორც არჩევითი საგანი, არჩევითი კი არა ფაქტობრივად სავალდებულო გახდება და თან ეს ისტორია კი არა საღვთო სჯულის კურსი იქნება, ისიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ინტერპრეტაციით. ანტიდასავლური პროპაგანდის კერებად თუ გვინდა სკოლების გადაქცევა, ბარემ პირდაპირ ვთქვათ."

image

ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს რომან გოცირიძეც "ნაციონალური მოძრაობიდან":

"მინისტრს იქნებ ვინმემ აუხსნას, რომ საქართველო კონსტიტუციით არის სეკულარული სახელმწიფო და მთავრობის დღის წესრიგს არ უნდა განსაზღვრავდეს ეკლესიის ქადაგებები"

გასული წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, როგორც იცით არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა, ამ ტრაგედიის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ერთ-ერთი ქადაგებისას განაცხადა, რომ სკოლებში რელიგიის ისტორიისა და სულიერებასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება აუცილებელია.

"ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა – არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდაა. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს ალბათ რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები, ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები“, – აღნიშნა მაშინ პატრიარქმა.

განათლების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ რელიგიის ისტორია სკოლებში, არჩევით საგნად უნდა ისწავლებოდეს.

"მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ“, - აღნიშნა მინისტრმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

image

0
18
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0