x
მეტი
  • 23.06.2018
  • სტატია:78063
  • ვიდეო:330808
  • სურათი:434044
ზურიკელას და მერის რეალობად ქცეული სიყვარული

image


ყველასათვის ცნობილია ქართული ფილმის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის “ მთავარი როლოს შემსრულებლები: ზურიკელა და მერი. ამ ფილმის გადაღების დაწყების დროს, თენგიზ აბულაძე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ ლამაზ და დიდ ოჯახს უყრიდა საფუძველს.


image

სერგო ორჯონიკიძემ და მანანა აბაზაძემ ერთმანეთი 1962 წელს, „მე ბებია, ილიკო და ილარიონის“ გადაღების დროს გაიცნეს. ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმის სიუჟეტი გურიაში განვითარდა. ფილმის გადაღებიდან 50-ზე მეტი წელი გავიდა.


image


ყველაფერი კი ასე დაიწყო...

1962 წელს რეჟისორი თენგიზ აბულაძე ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი'' მთავარი როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდა. ბოლოს, უნივერსიტეტის „ბირჟაზე“აღმოაჩინეს 14 წლის სერგო ორჯონიკიძე, რომელიც თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ ტანაშოლტილი ბიჭი იყო (183 სანტიმეტრი) და კალათბურთს თამაშობდა.


image


თენგიზ აბულაძის ასისტენტმა ბიჭს კინოში გადაღება შესთავაზა და კინოსტუდიაში დაიბარა. თავიდან ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, თენგიზ აბულაძემ სამსახიობო გამოცდილების არმქონე სერგო ორჯონიკიძე აირჩია და არც შემცდარა - ფილმმა „ზურიკელას“ არნახული პოპულარობა და წარმატება მოუტანა.


image
უფრო რთული აღმოჩნდა ზურიკელას შეყვარებულის - მერის კანდიდატურის შერჩევა. რეჟისორმა კინოსინჯებზე მისული ყველა გოგონა დაიწუნა. ბოლოს მანანა აბაზაძეს ბიჭვინთაში გადასაღებ მოედანზე მიაგნეს.

რუსი რეჟისორი კუბის რევოლუციაზე ფილმს იღებდა, რომელშიც 12 წლის მანანა კუბელ გოგონას თამაშობდა. აბულაძე მანანას მშობლებს მოელაპარაკა და გოგონა ბიჭვინთიდან თავის ფილმში სათამაშოდ წამოიყვანა.


image

თენგიზ აბულაძის შედევრმა ეკრანებზე გამოსვლისთანავე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და აღიარება.

image


“თავიდან სიყვარულის სცენა არ გამოდიოდათ. ამაზე თენგიზი გადაირია..თავის ოთახში ჩაგვკეტა, თვითონ შეხვედრაზე წავიდა და დაგვიბარა, რომ 11 საათზე დაბრუნდებოდა და მის მოსვლამდე რეპეტიციები გაგვევლო. გადაღებისთვის ერთი დღეღა გვქონდა დარჩენილი. თანაც ისიც გვითხრა, ერთი სცენა კოცნით უნდა დამთავრდეს, მეორე - კოცნის გარეშე და მერე მე გადავწყვეტ, რომელი აჯობებსო“, - იხსენებს სერგო ორჯონიკიძე.

image


image

“ნამდვილად არ მოგვწონდა ერთმანეთი. პირველ ჩვენებაზე, როდესაც ეკრანზე დავინახე, ვთქვი: ვაიმე, რა კარგი ბიჭი ყოფილა მეთქი. იმდენად დადებითი გმირი ითამაშა, მივხვდი, რომ აქ კი არ თამაშობს, არამედ თავის თავი ითამაშა. ის ასეთია ბუნებით.

მივხვდი, რომ ძალიან კარგი ბიჭია და იმანაც რაღაც სასწაულად დამინახა და ზუსტად ერთ დროს მოხდა ეს. ბატონმა თენგიზმაც დიდი როლი ითამაშა ჩვენს ურთიერთობაზე, სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ მარტო სიტყვაზეც არაა. თავისთავად გრძნობაც დაიბადა და დღემდე გრძელდება."-ქალბატონი მანანა.


image

ბატონ თენგიზთან ურთიერთობა ამით არ დამთავრებულა. ის მერეც ზრუნავდა მათზე, როგორც მშობელი. უნდოდა სერგოს კინორეჟისორობაზე ჩაებარებინა. კიდევ გადაეღოთ ერთად ფილმებში. მას არ უნდოდა ხელიდან გაეშვა ეს ორი შესანიშნავი წყვილი. ნოდარ დუმბაძე კი, როდესაც მათ დაინახავდა, ამბობდა ჩემი შექმნილი ოჯახი მოდისო.


image


საინტერესოდ განვითარდა მთავარი როლების შემსრულებელთა ცხოვრება. „ზურიკელა“ დოხტური გამოვიდა, როგორც ბებიას უნდოდა. სერგო ორჯონიკიძე ცნობილი კარდიოლოგია და ავადმყოფობის დროს სესილია თაყაიშვილს გვერდიდან არ მოსცილებია.


image
მანანა აბაზაძე სუხიშვილების მოცეკვავე გახდა. 86 წელს კი მას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა…


image


25 დეკემბერს კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ცნობილი მსახიობისა და მოცეკვავის- მანანა აბაზაძის ვარსკვლავი, რომელიც საყვარელ შვილიშვილებთან ერთად მოხდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი შვილიშვილი საოცრად ჰგავს “ზურიკელას''.


image

ასე გრძელდება 55 წლის წინ, ფილმში დაწყებული სიყვარული. ქალბატონ მანანას და ბატონ სერგოს დღესაც ძალიან უყვართ ერთმანეთი და სიამტკბილობით ცხოვრობენ საყვარელ ოჯახთან ერთად. კიდევ ერთი მაგალითი მტკიცე და მყარი ქართული ოჯახის. დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე მათ.










4
9444
16-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
Mediator image
9444
  
22 მარტი, 23:59
მთელი მსოფლიო იყო გადარეული ამ ფილმზე,ხოლო ქ. სესილია ყველას მიაჩნდა თავის ბებიად,ღმერთმა დაგლოცოთ ზურიკელა და მანანავ და სულ ბედნიერი გზით ევლოს თქვენს ნაგრამს!!!
19 იანვარი, 20:39
საყვარლებიიიიი
15 იანვარი, 4:02
გმადლობთ
11 იანვარი, 23:32
ძალიან კარგი სტატიაა!
0 1 4